კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№30 „გირჩის“ კანაფის ზეთი

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე


ანუ მახათებს გაშვებულები


  მოგეხსენებათ, რომ ეს ჩვენი ხელისუფლება ახორციელებს პროექტს „აწარმოე საქართველოში“, ჰოდა, აქედან გამომდინარე, აფინანსებს კიდეც ადგილობრივი წარმოების განვითარებას.
  რაკი აფინანსებს, შევიტყვეთ, რომ ზემოხსენებული პროექტით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თვით გირჩის მურაბის რეალიზება დაუფინანსებია. იმ მარტივი მიზეზით, რომ ადგილობრივი წარმოების განვითარებაც კარგია (და გირჩსაც რა დალევს ამ ჩვენს ტყე-ღრეებში) და გირჩიც ფრიად სასარგებლო პროდუქტია ჯანმრთელობისთვის (განსაკუთრებით, თუ სასუნთქ ორგანოებში რამე არასასურველმა შემოგიტიათ), ამბავი კვადრატში სასიხარულოა.
 ერთი სიტყვით, ერთი მცირე მეწარმე ფიჭვის მტვერსა და გირჩის მურაბას სახლში ამზადებდა, პროექტის წყალობით კი, თავისი მცირე წარმოებაც გაუფართოებია.
 ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ეს ჩვენი „გირჩები“, ხან ამას ეცნენ (აქეთ – რელიგიური სექტა შექმნეს დეზერტირების შესაფარებლად), ხან – იმას (მხოლოდ მარიხუანის თავისუფლად გაბოლება რას მიქვიან, ზოგადად, ნარკოტიკები ვაწარმოოთ და გავყიდოთ, გავმდიდრდებითო), ვფიქრობ, კანაფის ზეთის წარმოებას უნდა მიჰყონ ხელი (აი, ამ პროექტის ფარგლებში): მარიხუანასთან შეხების ჟინსაც მოიკლავენ, კიდეც გამოგვადგებიან (კანაფის ზეთი ფრიად სასარგებლოა) და სასარგებლოს სასიამოვნოსთანაც შეათავსებენ (რაც მთავარია, მახათებსაც გაეშვებიან). –

скачать dle 11.3