კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№30 არდასაბადებლები

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე


მიწათყლაპია

 სანამ ჩვენ უკრაინის პრეზიდენტს ვმასპინძლობდით (და დღე ერთი იყო და ორჯერ შევრცხვით, ჩვენ რა, ამ ჩვენი პრეზიდენტის ადმინისტრაცია, რომელთაც, ჯერ იყო და, ბ-ნი პოროშენკო პოლონეთის პრეზიდენტად მონათლეს და ეს რომ არ აკმარეს, „უკრაინაც“ ვერ დაწერეს უშეცდომოდ), დონეცკის თვითგამოცხადებული „რესპუბლიკის“ არანაკლებ თვითგამოცხადებულმა თავკაცმა (ალექსანდრ ზახარჩენკომ) ახალი სახელმწიფოს – „მალოროსიის“ შექმნის შესახებ განაცხადა (ჩიხიდან რომ გამოვიდეთო!), რომელიც უკრაინის სამართალმემკვიდრე იქნებაო.
 ასე განსაჯეთ: არდასაბადებელი „მალოროსიის“ დედაქალაქად დონეცკს მოიაზრებენ („მალოროსია“ კი იმად უნდა დავარქვათ, რომ სახელწოდება „უკრაინამ“ საკუთარ თავს დისკრედიტაცია გაუწიაო), კიევს ისტორიულ-კულტურული სტატუსის მინიჭებას უპირებენ, ხოლო აი, დროშად კი, ბოგდან ხმელნიცკის დროშას ირჩევენ.
 მეტიც, ლუგანსკისა და დონეცკის თვთითგამოცხადებული რესპუბლიკების ტერიტორიაზეა მხოლოდ კანონიერი ხელისუფლებაო (აქვე გეტყვით, რომ ყირიმს არ ეხებიან).
 ცხადზე ცხადია, რომ ზემოხსენებული ზახარჩენკო ბოდავს (თუმცა ისიც სათქმელია, რომ სწორედ ამ ბოდვა-ბოდვაში გამოცხვა ამ ჩვენს ქართლში „იუჟნაია ოსეტია“ და აფხაზეთი ქართველებისგან დაიცალა), მაგრამ ფაქტია, რომ რფ-მ ფრონტის ხაზი ფართოდ გაშალა და პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთი გოჯის დათმობასაც არ გეგმავს (ერთ დღესაც მიწით რომ ამოევსოს პირი?!).
მეორე მხრივ კი, რაღა „მალოროსია“, როცა აგერ „ველიკაია როსიაა“?!    

скачать dle 11.3