კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№29 გადაწყვიტა თუ არა კესარია აბრამიძემ თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობის მიღება და რის შეცვლას გეგმავს ის დედაქალაქში

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

 ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კესარია აბრამიძე თბილისის მერობას აპირებს, რაც დიდი განხილვის საგანიც გახდა. გარდა ამისა, კესარია შეყვარებულია და უკვე 10 თვეა, შეყვარებულთან ერთად ცხოვრობს.
– კესარია, მართლა აპირებ თბილისის მერობას?
კესარია აბრამიძე: ჩემი მერობის ამბები ისე გავრცელდა, რომ აზრზე არ ვიყავი. ისტერიკულად მირეკავდნენ მეზობლები, მეგობრები, ნათესავები და მილოცავდნენ. იმდენი მხარდასაჭერი შეტყობინება მომივიდა, რომ მგონი, მერობის მომავალ არჩევნებზე შეიძლება მართლა ვიყარო კენჭი – შანსებიც მაქვს. იმდენი მწერს: მიდი, შენ გვერდით ვარ, მხარს გიჭერთო, ცოტა არ იყოს, მეც დავფიქრდი. თან, ისე რეალურად გავრცელდა ეს ინფორმაცია, რომ ქუჩაშიც კი მაჩერებს ხალხი: რა კარგია, შენ დაგიჭერთ მხარსო. ამ უწყინარ ჭორს იმხელა მხარდაჭერა მოჰყვა, რომ შეიძლება, ვიფიქრო კიდეც მერობაზე. ცოტათი დავუშვი და წარმოვიდგინე კიდეც საკუთარი თავი თბილისის მერის ადგილზე. მიყვარს აქტივობები და ალბათ, კარგად ვიგრძნობდი თავს.
– რას გააკეთებდი თბილისისთვის?
– ბევრ რამეს გავაკეთებდი თბილისში. ბევრ რამეს შვცვლიდი, რომ უფრო მეტი გაღიმებული სახე იყოს ქალაქში.
– ხომ არ აპირებ პარლამენტის დეპუტატობასაც?
– არა. ისე, პოლიტიკოსობა არ არის ჩემი შინაგანი მდგომარეობა. ასეთი მოწოდება არ მაქვს. არ მაქვს ისეთ რაღაცეებზე ამბიცია, რაც ჩემი მოწოდება არ არის, რასაც ვერ შევძლებ და რაშიც ვერ ვიგრძნობ თავს კომფორტულად. ამიტომ, ცოტა ხმამაღალი ნათქვამი იქნება: „მე მინდა მერობა, მე ამას შევძლებ.” თუმცა, ხალხს ვუნდივარ მერად და არ ვიცი... ტრანსფორმაციები კი მიყვარს და ალბათ, შევცვლიდი ჩემი ცხოვრების ეტაპს. ერთფეროვნება არ მიყვარს და კარგი იქნებოდა.
– რა ხდება ახლა შენს პირად ცხოვრებაში? როგორც მითხარი, გათხოვილი ქალივით ვცხოვრობო და ეს მოგწონს?
– როცა, ცოტა ხნის წინ ჩავწერეთ ინტერვიუ, მაშინ ეს ყველაფერი ახალი იყო. ახლა უკვე 10 თვეა, ერთად ვცხოვრობთ და კარგად ვგრძნობთ თავს. სიყვარულიც დასტაბილურდა და ურთიერთობის აბსოლუტურად სხვა ეტაპზე გადავედით. რაღაცეები შეიცვალა, რაღაცეები დაიხვეწა. უფრო მეტი ნდობა გაჩნდა ერთმანეთის მიმართ. რაღაცეებზე უფრო მეტად ვკამათობთ, კამათის მერე კი შერიგება მასაც მოსწონს და მეც.
– როგორ შემოგირიგებს ხოლმე?
ვარდებით. როცა ვიჩხუბებთ, ან რესტორანშია და დააგვიანებს, ანდა რამეზე გავბრაზდები, ვარდებით მოდის ხოლმე და მეც ვეღარ ვბრაზდები. თვითონ შეიძლება, გაბრაზდეს, თუ ვინმე ბიჭი „ფეისბუქზე” ხშირად მიკომენტარებს. კომენტარებზეც შეიძლება, იეჭვიანოს. მეც, ასე ბედნიერად ვბლოკავ უცხო ადამიანებს, რადგან მას არ სიამოვნებს. ძალიან ეჭვიანია – შეიძლება ლიფტში ბიჭთან ერთად შევიდე და იმაზე იეჭვიანოს. სხვათა შორის, თვითონაც მოსწონს, რომ მაეჭვიანებს და ზოგჯერ სპეციალურად მიდგამს სპექტაკლებს. ერთხელ გამაგიჟა: ვითომ ვიღაცეებს სწერდა. მოსწონს შოუების დადგმა. თუმცა, მე არ ვარ ეჭვიანი, არ ვზღუდავ, ტვინს არ ვუჭამ. ჯერ საკუთარ თავში ვარ დარწმუნებული, შემდეგ – მასში. არ არის საჭირო, კაცს ზედმეტად გამოეკიდო, მაქსიმალური თავისუფლება უნდა მისცე. ქართული მომენტები: ქალები ძალიან ბოჭავენ კაცებს, აკონტროლებენ, მე არ მომწონს.
– ბოლო პერიოდში ხშირად აღარ ჩანხარ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. როგორც თავად ამბობ, ძირითადად, უფრო სახლში ხარ მასთან ერთად.
– სულ სხვა ღირებულებები გამიჩნდა, კლუბები, გართობა ნაკლებად მიზიდავს. მირჩევნია, ჩემთვის წყანარად, მყუდროდ ვიყო და ერთმანეთს ვასიამოვნოთ. უფრო სერიოზულ რაღაცეებზე ვფიქრობ. მან აბსოლუტურად შეცვალა ჩემი ცხოვრება. მესაკუთრე ტიპია და ყველაფერს აკონტროლებს: ჩემს ჩაცმულობას, ფოტოებს, სტატუსებს, რა დაიწერება, ვინ რას იტყვის – ყველაფერი ზეპირად იცის, ჩემზე ადრე იგებს ხოლმე. ეს, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, რადგან  მისი მხრიდან, ყურადღების ერთ-ერთი გამოვლინებაა.
– რა აზრისაა შენს მერობაზე?
დამცინოდა: მერი ხარ უკვე, მერი ხდები... გინდა,  ვთქვა, რომ თბილისის მერთან ვწევარო.
– კერძებსაც ხომ არ ამზადებ?
– ვაკეთებდი, მაგრამ იმდენად შეიფერა ეს ყველაფერი, ცოტა  გული ავიცრუე. ხშირ შემთხვევაში, ვიძახებთ ხოლმე. თან, მინდა, ცოტა დიეტაზე იყოს. საღამოს აღარ უნდა ჭამოს და ეს ყველაფერი ჩემს წისქვილზე ასხამს წყალს.
– მისი მეგობრებიც გაიცანი?
– კი, თითქმის ყველა მეგობარს ვიცნობ. ჩვენც დავდივართ ერთად კონცერტზე, ან რაღაც საღამოზე, მაგრამ იშვიათად. უბრალოდ, როცა ძალიან მინდა, არ მეუბნება უარს. მაგრამ, ასეთ დროს ისეთი სერიოზულია, მგონია, ჩემთან არ არის. ისეთი სახით მიზის გვერდით, რომ ვერავინ ბედავს მოვიდეს და დამელაპარაკოს.
– არსებობენ ადამიანები, ვინც თქვენს ურთიერთობაში ჩარევას ცდილობენ?
კი, ასეთი ძალიან ბევრია. ცდილობენ გაგვიფუჭონ ურთიერთობა, მაგრამ ამას უკვე მივეჩვიეთ. გამოვიმუშავეთ, ასეთ დროს როგორ უნდა მოვიქცეთ. პროვოკაციებს აღარ ვყვებით. მასაც ჰყავს თაყვანისმცემლები, რადგან კარგი ტიპია და მეც. შესაბამისად, სულ არის პროვოკაციები. მაგრამ, ისე დავალაგეთ ყველაფერი, საერთოდ არ ვჩხუბობთ მტრების ჯინაზე და კომფორტულად ვართ. სადაც სიყვარულია, ძველი ურთიერთობები და ადამიანები ვერაფერს იზამენ.
– როცა გაიცანი, მაშინ ფიქრობდი, რომ ასეთი სერიოზული ურთიერთობა  გექნებოდათ?
– არა, რადგან ძალიან აზიატი ტიპი იყო, ეჭვიანიც და ვიფიქრე, არაფერი გამოგვივიდოდა. მაგრამ, ისე ჩაატარა ყველაფერი, ისე მომექცა, რომ თავბრუ დამახვია. ისეთი სიტუაცია შექმნა, რომ ყველაფერი თავისთავად განვითარდა. ასი პროცენტით შეცვალა მთელი ჩემი ცხოვრება. ბევრად უფრო სხვანაირად დავინახე საკუთარი თავი და უფრო მეტად კომფორტულად, დაცულად ვგრძნობ თავს. უფრო მეტად დავსერიოზულდი. ჩემი სიგიჟეები, სიცანცარეები დავივიწყე. ზოგჯერ მეგობრები მეუბნებიან: ნაადრევად ხომ არ დაბერდი, რანაირად იქცევიო. ამ ცხოვრებაში ბევრი რამ გავიარე და ალბათ, ესეც საჭირო იყო. მთავარია, მიყვარს და მის გვერდით კომფორტულად ვგრძნობ თავს. არც მეგონა, სახლში თუ დავჯდებოდი, მაგრამ სიყვარულის გამო წავედი ამ დათმობაზეც.
– როგორც ვიცი, გადაცემის გაკეთებასაც გეგმავ?
– კი, რამდენიმე შემოთავაზება მაქვს. ყველა ერთმანეთისგან განსხვავდება და ვნახოთ, რა იქნება. უფრო შემოდგომიდან ვიფიქრებ, არ იქნება ცუდი. ასე რომ, მომავალში შეიძლება ტელეწამყვანიც გავხდე.
скачать dle 11.3