კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№29 ყველასთვის ცნობილი და წარმატებული ქირურგი – თენგიზ გუგეშაშვილი, თქვენი ჯანმრთელობის სადარაჯოზე

თათია ფარესაშვილი ნინო კანდელაკი

 ცნობილმა ქართველმა ქირურგმა – თენგიზ გუგეშაშვილმა, წლების წინ სამედიცინო განათლება საქართველოს საზღვრებს გარეთ მიიღო და გარკვეული პერიოდის განმავლობაში, პრაქტიკულ საქმიანობასაც იქვე ეწეოდა. თუმცა, მოგვიანებით, სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო და დღეს ქართული ქირურგიის მნიშვნელოვანი და საამაყო ფიგურაა. კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ყოველდღიურად რამდენიმე გეგმურ თუ ურგენტულ ქირურგიულ ჩარევას ახორციელებს. კონკრეტულად რა სახის ოპერაციებს აკეთებს, რატომ მიიღო თავის დროზე საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილება, ამ და სხვა, არაერთ საინტერესო კითხვაზე, მედიცინის დოქტორი, ათეულობით სამეცნიერო ნაშრომის ავტორი – თენგიზ გუგეშაშვილი გვპასუხობს.
თენგიზ გუგეშაშვილი (განათლება და გამოცდილება):
ბელორუსიაში დავამთავრე ვიტებსკის სამედიცინო უნივერსიტეტი, ინტერნატურის გავლის შემდეგ განაწილებით ვმუშაობდი რაიონში ქირურგად. რაიონში მუშაობის პერიოდში, დავწერე დისერტაცია, რომლის დაცვის შემდეგაც, ქალაქ გომელის სამედიცინო უნივერსიტეტმა მიმიწვია ქირურგიის კათედრაზე და იქ გადავედი სამუშაოდ. სამი წლის შემდეგ კი ქალაქ გომელში, რესპუბლიკურ ცენტრში მიმიწვიეს ქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელად, მერე შეთავსებით ვმუშაობდი უნივერსიტეტსა და რესპუბლიკურ ცენტრში. 2009 წელს აკადემიკოსმა ფრიდონ თოდუამ შემომთავაზა საქართველოში ჩამოსვლა და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მუშაობა, რასაც სიამოვნებით დავთანხმდი. ჩამოვედი, ამ კლინიკაში, შევუდექი მუშაობას და დღეს ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვარ.
– სამედიცინო სფეროსთან ოჯახური კავშირიც ხომ არ გაქვთ?
– ჩემს ოჯახსა და წინაპრებში ექიმი არავინ ყოფილა. ყველა სხვადასხვა პროფესიისაა. მედიცინაში გზა თვითონ გავიკვლიე, მაგრამ ძალიან მოხარული ვარ, რომ უფროსმა შვილმა ეს პროფესია აირჩია და ყველანაირად ვეცდები, ჩემი ცოდნა, გამოცდილება სრულად გავუზიარო და დავეხმარო ამ რთული საქმის ათვისებაში. მინდა, მადლიერება გამოვხატო ყველა მასწავლებლის მიმართ, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს ჩემს პროფესიულ განვითარებაში.
– რამდენად დატვირთული სამუშაო განრიგი გაქვთ და რა სირთულის ოპერაციების  კეთება გიწევთ ყოველდღიურად?

– ჩვენ ძირითადად ვმუშაობთ გეგმურ ქირურგიაში და რა თქმა უნდა, არის ურგენტული შემთხვევებიც სამუშაო დღის განმავლობაში. საშუალოდ დღის განმავლობაში 2-3 გეგმური ოპერაციის ჩატარება მიწევს. რაც შეეხება ოპერაციის სირთულეს, შეიძლება ითქვას, ჩვენთან კეთდება პრაქტიკულად ყველა სახის ოპერაცია: ზოგადქირურგიული, ენდოკრინულ-ქირურგიული, სისხლძარღვთა ქირურგია და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის ლაპარასკოპიული ქირურგია. ამ  მეთოდის გამოყენებით ვაკეთებთ  ყველა სახის ოპერაციულ ჩარევას:  კუჭის მთლიანი ამოკვეთა ან ნაწილობრივი რეზექცია ლაპარასკოპიული მეთოდით, სხვადასხვა ავთვისებიანი და კეთილთვისებიანი სიმსივნეების დროს. ლაპარასკოპიულად ვაკეთებთ რეკონსტრუქციულ ოპერაციებს საყლაპავის შევიწროების დროს, ღვიძლის ატიპიურ რეზექციებს. ამ მეთოდით ხდება ასევე ელენთის ამოკვეთა. უახლოეს დღეებში დაგეგმილი გვაქვს თირკმელზედა ჯირკვლის ამოკვეთა ლაპარასკოპიულად. ასევე, ლაპარასკოპიული მეთოდით ვაკეთებთ რეკონსტრუქციულ ოპერაციებს სხვადასხვა სახის თიაქარის დროს. ჩემს პრაქტიკაში იყო შემთხვევები, როცა წვრილი ნაწლავის სიმსივნის დროს გაგვიკეთებია მისი რეზექცია. ძალიან ხშირია მსხვილი ნაწლავის დაავადებები, რაც საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას და ამ შემთხვევებშიც ხდება მისი მარჯვენა ან მარცხენა ნაწილის ამოკვეთა ლაპარასკოპიული მეთოდით. აღნიშნული მეთოდი პაციენტისთვის დამზოგველი, ნაკლებად ტრავმულია და რეაბილიტაციის პერიოდიც უფრო ხანმოკლეა.
– უცხოელ კოლეგებთან თუ გაქვთ კავშირი?
– როდესაც ჩამოვედი საქართველოში და ვნერგავდი საძილე არტერიების რეკონსტრუქციებს, იმ პერიოდში ძალიან ფრთხილად უდგებოდნენ ამ საკითხს და პრაქტიკულად, არ ტარდებოდა ეს ოპერაციები. მე ვიცოდი, მქონდა გამოცდილება  და მინდოდა ამ მეთოდის დანერგვა. მაშინ სწორედ ამ მიზნით  მოვიწვიე ჩემი მასწავლებელი ბელორუსიიდან, რომელიც ჩამოვიდა თავის ანესთეზიოლოგთან ერთად. ამ ოპერაციის დროს მნიშვნელოვანი ნიუანსებია, რომელიც აუცილებლად უნდა სცოდნოდათ ჩვენს ანესთეზიოლოგებსაც. მისი რამდენიმე ვიზიტის შემდეგ, ჩვენ დამოუკიდებლად დავიწყეთ ამ ოპერაციების კეთება. დღეს, საბედნიეროდ, საქართველოში ბევრი, ძალიან ძლიერი და თავისი საქმის პროფესიონალი ექიმია და საჭიროების შემთხვევაში, საშუალება გვაქვს, ერთმანეთს გავუზიაროთ ჩვენი ცოდნა და გამოცდილება. უდიდესი შეგრძნებაა, როდესაც რთული ოპერაციული ჩარევის შემდეგ, ხედავ შედეგს და მადლიერ სახეებს, რაც სტიმულს გაძლევს, გავიწყებს დაღლას და ახალი ენერგიით, ისევ აგრძელებ შენს საქმეს!
скачать dle 11.3