№29 თემო რცხილაძის ანეკდოტები
ასტროლოგი ჩამოდის საავადმყოფოს კიბეებზე და ბუტბუტებს:
– მერწყული... არა.. ღრიანკალი.. არა.. ქალწული... არა, – რაღაცის გახსენებას ცდილობს.
ისევ აბრუნდა ექიმთან:
– ექიმო, რა მითხარით, რა გჭირსო?
– კიბო, ბატონო, კიბო!
***
გურული შედის აფთიაქში:
– გამარჯობა თქვენი! პრეზერვატივი მინდა, წითელი ფერის, ქალბატონო.
– წითელი არ გვაქვს, ბატონო, მხოლოდ შავი გვაქვს.
– ოჰ, შავი არ მინდა, ახდუნებს!
***
გოგოს ეკითხებიან:
– აბა, რა საერთოა დინოზავრებსა და ერთგულ მამაკაცებს შორის?
– ორივე გადაშენებულია!
***
მეგრელი ტრაბახობს:
– მე, ძამა, ვიცი, ჩემი დალევის ნორმა.
– როგორ?
– წავიქეცი? მეყო!
***
იმერელ კაცს ცოლი ეწუწუნება:
– რა უხეშები ხართ ეს მამაკაცები, მხოლოდ სექსი გინდათ. ჩვენ კი, ყურადღება გვჭირდება...
– რა პრობლემაა? კი, ბატონო... ყურადღება! ახლა იქნება სექსი!
***
მეგრელი ტაქსაობს. მგზავრი ქალია. მძღოლმა წითელ შუქნიშანზე გაიარა და კინაღამ ავარია მოახდინა. ქალი გაწიწმატდა:
– რა უბედურებაა ეს? ცოტა წინდახედულად, თუ შეიძლება, სახლში რვა შვილი მელოდება!
– ხოხ! ვინ მელაპარაკება წინდახედულობაზე...
***
მიხო ჟურნალში კითხულობს:
– ლამაზი ქალის ქმრობა ჭკვიანი კაცისთვის დიდი ტვირთია.
დაფიქრდა და ხმამაღლა თქვა:
– ლამაზი ცოლისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ჭკვიანი კი ვარ. ენდე, ისეთი ცოლი მოვიყვანე, ტყეში რომ დავაბა, ბაწარს მამპარავენ.
***
გურული იწყებს პოლიციაში მუშაობას. დაუწყვეს წინ „პრესტუპნიკების“ ფოტოები და ეუბნებიან:
– ესენი უნდა დაიჭირო. გასაგებია?
გურული გაცეცხლდა:
– მე მელოდებოდით? ფოტოებს რომ უღებდით პოზა-პოზა, მაშინ დაგეჭირათ, რა, მე დაგიშალეთ?
***
პატარა ბიჭი, მამასთან ერთად უყურებს ფილმს ინდიელებზე:
– მამიკო, ინდიელები რატომ იხატავენ სახეს?
– შვილო, ისინი, ასე ომისთვის ემზადებიან.
მეორე დილით, ბავშვი შერბის მამასთან ოთახში:
– მამი, დაიმალე, დედა სარკესთნ ზის და ომისთვის ემზადება.
***
მიხომ თქვა:
– იგეთი შავი ცოლი მყამს, სანამ თვალს არ გაახელს, მგონია ღამეა.