კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№29 ბრძნული აზრები

მედისონი: თუკი ადამიანს აქვს უფლება საკუთრებაზე, მას აქვს საკუთრება უფლებებზე.
უორდროპი: ქართველებთან ცხოვრება მარტოობის, მოწყენილობისა და სასოწარკვეთილების წამალია.
პოლ ვალერი: ერთ მშვენიერ დღეს, ერთი საგანი ძირს არ დავარდა და დარჩა ასე, თავისებურად ერთადერთი – მიწიდან ერთ მეტრზე ჰაერში დაკიდებული. ვერავინ ვერაფერი გაიგო. მის ირგვლივ ტაძარი ააგეს.
დიდრო: თუ მტერი სიმართლით დაამარცხე, ის მაშინვე ხმას გაგივრცელებს, რომ ეს სიმართლე შენ მას უსინდისოდ წარსტაცე.
ვოლტერი: გმირისგან საგმირო საქმე ჩვეულებრივად გეჩვენება, ხოლო ლაჩრისგან ჩვეულებრივი – გმირობად.
ეზოპე: გიჟისგან თუ ჭკვიანურს ელოდები, საკითხავია, ვინ არის გიჟი.
ფენელონი: სიმართლეს სიბნელეში ვერ იპოვი.
მონტენი: განათლება გონებასთან ერთად ხასიათსაც სასიკეთოდ ცვლის.
ერასმუს როტერდამელი: არ არსებობს საკუთარი თავის დამარცხებაზე დიდი გამარჯვება.
ბეკონი: ცოდნა ძალაა და ძალა – ცოდნა.
ტვენი: ბანკი არის დაწესებულება, სადაც მხოლოდ იმ შემთხვევაში მოგცემენ სესხს, თუ დაარწმუნებ, რომ ფული საერთოდ არ გჭირდება.
ლინკოლნი: ხასიათი ხეს ჰგავს, რეპუტაცია – მის ჩრდილს. ჩვენ მხოლოდ ჩრდილზე ვზრუნავთ. როდესაც ხეზე უნდა ვფიქრობდეთ.
ჯეფერსონი: ყოველდღიურად ვრწმუნდები, რომ, რაც უფრო მეტს ვშრომობ, მით უფრო მიმართლებს.
დოსტოევსკი: სიყვარული იმდენად ყოვლისშემძლეა, რომ ჩვენ თვითონ გვბადებს.
შოპენჰაუერი: ცხოვრება ბიზნესია, რომელიც დანახარჯებს ვერ ინაზღაურებს.
შილერი: უფრო აჯობებს, ხმები ავწონოთ, ვიდრე დავთვალოთ.
ჰეგელი: ბედნიერია ადამიანი, რომელმაც ისე მოაწყო ცხოვრება, რომ საკუთარ ხასიათს შეუთავსა.
ბისმარკი: პოლიტიკა არ არის ზუსტი მეცნიერება.
სოფოკლე: ვისი დასჯაც ღმერთს უნდა, თავდაპირველად, გონებას დაუბნელებს.
შოუ: ჯობია, ქალი აღშფოთდეს, ვიდრე მოიწყინოს.
ნიცშე: ნამდვილ მამაკაცს ყველაზე მეტად ხიფათი და თამაში იზიდავს, ამიტომაც უყვთარს ქალი – ყველაზე სახიფათო სათამაშო.скачать dle 11.3