კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№29 როგორ ახერხებს საკუთარი ცხოვრების ნივთებში „გამოკეტვას“ მეგი გვენეტაძე და რატომ იქნებოდა ის უცხოეთში მილიონერი

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე


 მხატვარ მეგი გვენეტაძის სახლში მისვლისას, მართლაც ზღაპარში ხვდები. თითქმის ყველა ნივთი ისეა მოხატული, რომ ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია. მეგი თავისი ორიგინაური ტექნიკით ხატვას ქართველ ემიგრანტებს ინტერნეტის საშუალებით ასწავლის და საქართველოშიც, საკმაოდ ბვერმა შეისწავლა მისგან დეკორატიული გრაფიკა. როგორც თავად ამბობს, უცხოეთში რომ ცხოვრობდეს, მილიონერი იქნებოდა. თუმცა, არც დღევანდელ ყოფას უჩივის.

მეგი გვენეტაძე:
რაც თავი მახსოვს, ადრეული ბავშვობიდან, სულ ვხატავ და ეს, ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს.  ეს ნიჭი, გენეტიკურად, დედისგან დამყვა. ზოგადად, კომუნიკაბელური, უკონფლიქტო და საკმაოდ ემოციური  ვარ. მიყვარს განმარტოება და საკუთარ თავზე ბევრს ვმუშაობ. ჩემი წარმოსახვით, სილამაზეს დიდი დოზით აღვიქვამ და შემიძლია, ნებისმიერ ნივთს, ავეჯი იქნება ეს, ჭურჭელი თუ ფეხსაცმელი, ახალი ელფერი შევძინო, უნიკალური გავხადო. მოსწავლეებიც მყავს და ვხედავ, რამხელა სიამოვნებას იღებენ, როცა ხატვას სწავლობენ, კარგად გამოსდით და მერე თავის ნამუშევარს, სხვები უფასებენ.
– როგორც ვიცი, ასაკოვანი ადამიანებიც სწავლობენ შენთან ხატვას და ემიგრანტ ქართველებს, ინტერნეტის საშულებით ასწავლი...
– დიახ, ყველაზე უფროსი ჩემი მოსწავლეებიდან 74 წლისაა. ჩემს ყველა მოსწავლეს მადლობას ვუხდი, რომ ამდენ მხატვრებში სწორედ მე ამომარჩიეს და ჩემთან დადიან სამეცადინოდ. ვფიქრობ, ჩემი ხატვის სტილი მოსწონთ. ვცდილობ, ჩემი ტექნიკა ზედმიწევნით შევასწავლო ყველა დაინტერესებულს.  გამოფენებზეც გააქვთ თავისი ნამუშევრები და საკმაოდ კარგი შეფასებები აქვთ. ტრადიციად მინდა, ვაქციო, რომ დღესასწაულებზე გამოფენები მოვაწყო და მათი ნამუშევრები გამოვფინო. რაც შეეხება ქართველ ემიგრანტებს, ამერიკაში, საბერძნეთში, იტალიაში, ესპანეთში, გერმანიაში, რუსეთში – ინტერნეტის საშუალებით ვუტარებ გაკვეთილებს. სამწუხაროდ, ბევრი მოსწავლის მიღება არ შემიძლია და ამიტომ, ცოტა  მყავს. დეკორატიული გრაფიკა საკმაოდ შრომატევადია და ამ ტექნიკის გამოყენება, როგორც ნახატში, ასევე ნივთებსა და ავეჯზეც შეიძლება. მე მოხატვასაც ვასწავლი და ხატვასაც. ეს ნამდვილად არტთერაპიაა. დღეს, ნივთებისა და ავეჯის მოხატვა მოდაში შემოვიდა და ათასნაირ შაბლონს იყენებენ. თუმცა, მე, ინდივიდუალიზმს ვანიჭებ უპირატესობას.


– ალბათ, ეს ის საიდუმლოა, რაც დანარჩენი მხატვრების ნამუშევრებისგან, აშკარად გამოგარჩევს...

– ასე გამოდის. მე, ჩემს ნამუშევრებში მთელ ჩემს განწყობას, განცდას, სიხარულს, დარდს, სულსა და გულს ვდებ. თუმცა, ჩემს ნამუშევრებს ეს არ ემჩნევა. მათ თუ დააკვრიდებით, ისეთი განცდა ჩნდება, რომ უბედნიერესი ქალი ვარ, პრობლემის გარეშე.  კიდევ ვამბობ, ლამაზ ფერებში, რასაკვირველია, ჩემი ცხოვრებაა ჩადებული, თუმცა ეს, ერთი შეხედვით, არ ჩანს. ძველი ბუფეტი გვაქვს სახლში და ვუტრიალებ, მინდა მოვხატო. მამას კიდევ ენანება და მაფრთხილებს, ხელი არ ახლო, მოდიდან რომ გადავა მოხატული ნივთები, მერე სად წავიღოო (იცინის). ის, რომ საუკუნეების ნივთი მომავალში გადაიყვანო, ეს არ არის ადვილი, თუმცა, სასიამოვნო პროცესია – ფუნჯით ხელში, დროში მოგზაურობა.
– საიდან გაჩნდა იდეა, ნივთები მოგეხატა და რა იყო პირველი ნივთი, რომელიც თავიდან გააცოცხლე და ახალი სიცოცხლე აჩუქე?
პირველად ვიოლინო მოვხატე და ძალიან ლამაზი გამოვიდა. სპეციალურად ვიყიდე, საკმაოდ ძვირი მივეცი. დავაწყვიტე სიმები, მოვხატე და გავხადე დეკორატიული. ვხუმრობ ხოლმე, ჩემს ხელში ყველაფერი დეკორატიული ხდება-მეთქი. გიტარაც მოვხატე, სკამებიც, თეფშებიც... მოკლედ, რაც ხელსა და თვალში მომხვდა. ბევრი მხატვარი გადავიდა მოხატვაზე, რადგან, ასეთი ნამუშევრები საკმაოდ კარგად იყიდება და მოთხოვნაც დიდია. ძალიან შრომატევადია.  ადამიანის თვალს არ მოვატყუებ და შესაბამისად, ნამდვილად არ ინანებს მოხატულ ნივთში გადახდილ თანხას. არცერთი ნამუშევარი არ მეორდება. ბევრი შეკვეთა მაქვს და ბევრს უარსაც ვეუბნები. ბავშვობიდან ყველაფრის მოხატვას ვცდილობდი და ოჯახის წევრები მაფრთხილებდნენ: ძალიან გთხოვ, პროდუქტები არ  მოხატოო (იცინის). ყველაფერი მაქვს მოხატული და სულ ვფიქრობ, რა დამრჩა მოსახატი-მეთქი (იცინის). ახლა, სარკეებზე გადავედი, ხელით ვხატავ ჩარჩოებს და ძალიან მომწონს.
– ყველაზე ძველი ნივთი, რომელიც მოხატე?
– სარდაფიდან ამოვიტანე უძველესი, ჭიაგაჩენილი, მეთვრამეტე საუკუნის სკივრი. მოვხატე და ულამაზესი გამოვიდა. ისე გავალამაზე, სიძველე დაკარგა და თითქოს მეორედ დაიბადა. ბევრმა გამოთქვა მისი ყიდვის სურვილი, მაგრამ არ გავყიდე. უცნობს უნდა, იაფად მივყიდო, ახლობელს კი - ვაჩუქო. ზოგს „პოსლეზე“ უნდა. ამიტომ, გადავწყვიტე, ჩემთან დარჩენილიყო. ეს ჩემი შემოსავლის წყაროა. ამიტომ, ვცდილობ, ძალიან ახლობელს ვაჩუქო, უცნობს კი – მივყიდო. ხატვის პროცესი ძალიან ძვირფასია ჩემთვის. რაც უნდა ცუდ განწყობაზე ვიყო, ფუნჯს რომ ხელში ვიღებ, ბედნიერი ვარ. არ მახსენდება პრობლემები. სხვა განზომილებაში, „სამოთხეში“ ვხვდები. იმდენი ღამე მაქვს გათენებული ფუნჯით ხელში, ვერც დავითვლი. ვხუმრობ ხოლმე, „თეთრი ღამეები“ მოვიწყვე თბილისში-მეთქი.  ყველა მეუბნება, ნივთები მეორედ იბადებიან შენ ხელშიო. და სწორედ ამიტომ მიჭირს მათი გასხვისება. ძველ ნივთებს მივადექი და ოჯახის წევრები უკვე მიმალავენ (იცინის). ბუხარი და პიანინოც მაქვს მოხატული შეკვეთით – ულამაზესი გამოვიდა. მაგრამ, სამწუხაროდ, მათი ფოტოები არ მაქვს. ჩემს სახლში რომ შემოდიან, ამბობენ, ასე გვგონია, მუზეუმში ვართო. მიხარია, ასე რომ აფასებენ. მეგობრები მეუბნებიან, შენ რომ ჩვენთან მოდიხარ სტუმრად, ნივთებს ვმალავთ, რომ არ დაინახო, ეცე და მოხატოო.

– ნამუშევრებს სად ყიდი და ცნობილ კოლექციონერებთან თუ ინახება შენი მოხატული ნივთები?


– ნამუშევრებს, ძირითადად, ინტერნეტით ვყიდი. უცხოეთიდან ძალიან დიდი დაინტერესებაა. ნახატების 90 პროცენტი უცხოეთში იყიდება, დეკორატიული ნივთები კი – საქართველოში. არ დამავიწყდება, ნანული სარაჯიშვილი მყავდა დახატული კინოფილმიდან „გარიგება“. გამოფენაზე რომ მოვიდა, ვაჩუქე. ძალიან გაუხარდა. ზოგადად, მენანება ნახატების ჩუქება, არ მიყვარს, როცა მავალდებულებენ, ვაჩუქო, რადგან დიდი შორმა ამაქვს ჩადებული მასში და ასე, იოლად გაჩუქება, რთულია. ძალიან, ძვირფასი უნდა იყოს ადამიანი ჩემთვის, რომ ჩემი ნამუშევარი გავიმეტო. როგორც ვიცი, უცხოელ კოლექციონერებსაც აქვთ შეძენილი ჩემი ნახატები. ძირითადად, ამერიკიდან,  გერმანიიდან, საბერძნეთიდან, ესპანეთიდან, რუსეთიდან და უკრაინიდანაა დაინტერესება. რომ გადავთვალე, 500-მდე თეფში მაქვს მოხატული, ადრე ამით ვიყავი გატაცებული. მერე სკამებზე გადავედი. მახსოვს, ძველი, მორყეული, დანგრეული სკამი ვიყიდე 100 ლარად. შევაკეთე და მოვხატე. დავდე ფოტო ინტერნეტში და აზრად არ მომივიდოდა, თუ მის ყიდვას ამდენი ადამიანი მოითხოვდა, ამხელა დაინტერესებას გამოიწვევდა. თან, ისეთი მდგრადი ლაკით ვფარავ საღებავს, რომ არ ფუჭდება. შეკვეთებიც წამოვიდა. სულ ვამბობ, სამწუხაროდ, არ აღმოვჩნდი საჭირო ადგილას, თორემ, უცხოეთში რომ ვცხოვრობდე, ჩვეულებრივი მილიონერი ვიქნებოდი (იცინის).
скачать dle 11.3