კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№29 რატომ ეშინოდა გაგიჟების მაგდა მამაცაშვილს და რატომ დაშორდა ის მეუღლეს

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი


 ტელეკომპანია „იმედის“ დილის გადაცემის ერთ-ერთი წამყვანი, პროფესიით ეკონომისტი – მაგდა მამაცაშვილია, რომელიც მაყურებელს ბიზნესსიახლეებს აცნობს. მაგდას ჟურნალისტური კარიერა ჯერ კიდევ ტელევიზია „202-ში“ დაიწყო. მას შემდეგ სხვადასხვა ტელევიზია გამოიცვალა და ძირითადად, კამერების უკან დგომას ამჯობინებდა. დღეს მაგდა ორი ბიჭის – ერეკლესა და ნიკალას  დედაა, რომლებსაც დედის წარმატება და მისი ეკრანზე ხილვა განსაკუთრებულად უხარიათ.

 მაგდა მამაცაშვილი: რაოდენ გასაოცარიც უნდა იყოს, „იმედში“ მოვხვდი ერთ-ერთი საიტიდან, სადაც სხვადასხვა ვაკანსიებია გამოცხადებული. „იმედიც“ ვაკანსიას აცხადებდა: ეძებდნენ ჟურნალისტებს სხვადასხვა პოზიციისთვის. მეც გავგზავნე ჩემი რეზიუმე. თუმცა, ასეთ საიტებს დიდად არ ვენდობი, რადგან ამ მიმართულებით არ მაქვს კარგი გამოცდილება. უბრალოდ, ძალიან ოპტიმისტი ვარ და წლების განმავლობაში ვაგზავნიდი ჩემს რეზიუმეს, ვფიქრობდი, რომ ბოლოს რაღაც აუცილებლად გამოვიდოდა. წამყვანობაზე არც მიფიქრია, თუმცა ბავშვობიდან მინდოდა და მქონდა კიდეც ამის გამოცდილება. ტელევიზია, კამერები თეატრის სცენასავით არის, როდესაც იგემებ, მერე ძნელია, არ მოგინდეს დაბრუნება.
– სხვადასხვა ტელევიზიაში მუშაობდი როგორც ჟურნალსტი და ასევე, პროდიუსერი.
– ჯერ იყო „202“, სადაც წამყვანი ვიყავი. ერთი პერიოდი ბანკშიც  ვმუშაობდი, რადგან პროფესიით ეკონომისტი ვარ – ფინანსები და საბანკო საქმეებია ჩემი სპეციალობა. შემდეგ იყო „რუსთავი 2“ გადაცემა „ბიზნესკურიერი“, GDS, TV 3. ასევე, სხვადასხვა ჟურნალებში ვწერდი – მინდოდა, შედარებით განსხვავებული მიმართულებით გამომეცადა საკუთარი თავი. შემდეგ გადავედი პიარის სფეროში და ერთ-ერთ კერძო უნივერსიტეტში ვმუშაობდი პიარისა და ივენთების ორგანიზების მიმართულებით. მესამე თვეა, უკვე ვმუშაობ „ჯემ ფესტის“ პიარში. გასულ წელსაც აქტიურად ვიყავი ჩართული. ჩემს მეგობრებს ვეხმარებოდი და დიდ სიამოვნებასაც ვიღებდი. ახლა უკვე ოფიციალურად შევუდექი მათთან მუშაობას. ცოტა ხნის წინ კი, უკვე გადაწყდა, რომ „იმედში“ ვიწყებდი მუშაობას – ბიზნესის რედაქციაში, რომელიც გადაცემებს ამზადებს როგორც „იმედისთვის“, ასევე „მაესტროსთვის“. ერთ დღესაც მითხრეს: მოდი, კამერასთანაც ვცადოთ, რა და როგორ გამოგივაო. სატესტო გადაცემა რომ ჩავწერეთ, გადაწყდა: ეთერში დავმჯდარიყავი. ამის შემდეგ დაიწყო ჩემი მომზადება, იმდენი დეტალი იყო გასათვალისწინებელი... ძალიან დამეხმარა ყველა ის სამსახური, რაც აქამდე მქონია: წამყვანობის გამოცდილებაც მქონდა, ჟურნალისტობის, პროდიუსერობის.
– პირველ ეთერზე, ალბათ, ძალიან ღელავდი.
– უფრო მეტად ვღელავდი ეთერში შესვლამდე და წინა დღეს. ისე დაემთხვა, რომ არ იყო გადაწყვეტილი ჩემი თმის ფერისთვის რა უნდა მექნა. ღამის 12 საათამდე მომიწია სალონში ჯდომა. ასევე, ველოდებოდი რაღაც სტატისტიკას, რომელიც მეორე დილისთვის მჭირდებოდა და იგვიანებდა. მოკლედ, წინა დღეს ყველაფერი დამემართა. ბოლოს ვფიქრობდი: თუ არ გავგიჟდები, ხვალ პირდაპირ ეთერში გავალ-მეთქი. საბოლოოდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა და მივხვდი: რამხელა პასუხისმგებლობა მქონდა, რამდენი ადამიანი მენდო. უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავის წინაშე დამეკისრა დიდი პასუხისმგებლობა და თუ რაღაც ისე არ გამოვიდოდა, როგორც საჭირო იყო, თავსაც შევარცხვენდი და მერე – სხვებს. საბოლოოდ, ყველაფერი გამოვიდა.
– შენი ეთერში დაჯდომა ყველასთვის სიურპრიზი იყო.
– ოჯახის წევრების გარდა, არავინ იცოდა. წინასწარ არ მიყვარს ლაპარაკი. თან, სიურპრიზის ეფექტი ჰქონდა. ბევრს ეგონა, სტუმრის სტატუსით, ერთჯერადად მივედი. ზოგი საერთოდ ვერ მიხვდა, რა ხდებოდა და გადახვევის პრინციპით გაიგეს, რომ ყოველდღე, დილის ეთერში მიმყავს ბიზნესრუბრიკა, ორი ჩართვა მაქვს: 10-წუთიანი და 8-წუთიანი. გვაქვს საინტერესო სიუჟეტები, გვყავს სტუმრები და აქტიურად ვაშუქებთ ეკონომიკაში, ბიზნესში მიმდინარე სიახლეებს.
– ძალიან დატვირთული გრაფიკი გექნება.
– ცოტა აგონიაში ვარ, საერთოდ არ მძინავს. დილის 6 საათზე ვდგები, თან, დღის განმავლობაში უამრავი ტექსტის გაკეთება მიწევს – მუშაობა, ინფორმაციის მოძიება, მონტაჟი, ეთერისთვის გამზადება. საქმე არ მღლის, უძილობის გამოა რთული. პირიქით, მღლის უსაქმურობა, 24 საათი შემიძლია, ვიმუშავო და ერთადერთი დისკომფორტი უძილობაა.
– ორი ბიჭის დედა ხარ. უხარიათ დედის ეკრანზე გამოჩენა?
– ყველაზე მეტად მიხაროდა, რომ ამ ყველაფერს დედაჩემი და ჩემი შვილები ნახავდნენ. ამ სამი ადამიანის გახარებული და ბედნიერი სახეების დანახვა იყო ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. ძალიან მინდოდა, შვილებს ეამაყათ ჩემით. პატარა ბაღში რომ მიდის და იქ მასწავლებლები, ჯგუფელები ეუბნებიან: ტელევიზორში დედაშენი ვნახეთო, ძალიან უხარია. უფროსი პირველივე დღეს ჩამეხუტა და ბევრი მკოცნა. მითხრა: ძალიან ლამაზი იყავიო.
– როგორია ორი ბიჭის დედობა?
– ორი ბიჭის დედობა საოცარი ემოციაა. თუ კი რამე ღირებული შემიქმნია, ეს ჩემი შვილებია. ამაზე კარგს ვერავინ ვერასდროს ვერაფერს გააკეთებს. როცა ადამიანს შვილი ჰყავს, მას არ უნდა ჰქონდეს ცუდ ხასიათზე დადგომის, მოწყენის უფლება. რა თქმა უნდა, რაღაც მომენტში, ეს ყველას აქვს, მაგრამ არაფრის გამო არ უნდა დაითრგუნო და დეპრესიამდე მიხვიდე.
– მეუღლეს დაშორდი. კარგად მახსოვს წლების წინ, თქვენი ლამაზი ქორწილი.
– მეუღლეს ორი წელია, დავშორდი. ბავშვებს ჰყავთ ძალიან კარგი მამა, რომელიც გვერდში უდგას მათ და ჩართულია ბავშვების აღზრდა-გაზრდის საკითხში. ასევე, გვერდით ჰყავთ დედა, რომელიც ყველაფერს აკეთებს მათთვის.
– ხშირად, მეუღლესთან დაშორების შემდეგ ქალები უფრო მეტ წარმატებას აღწევენ ხოლმე. შენ შემთხვევაშიც ასე მოხდა?
– არ მინდა, ისე გამოვიდეს, თითქოს მეუღლესთან დაშორება კარგია და ყველას ვურჩიო: მოდი, დაშორდით მეუღლეებს და თქვენს წარმატებას მიაღწევთ-მეთქი. არა, რა თქმა უნდა და ზოგადად, ამის ფორმულაც არ არსებობს. ჩემს შემთხვევაში, უბრალოდ, ასე აღმოჩნდა. გათხოვილი რომ ვიყავი, გარკვეული პაუზა მქონდა აღებული – არ ვიყავი ასეთი აქტიური. მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ ვინმე რამეს მიშლიდა. უბრალოდ, იმ ეტაპზე ბავშვების აღზრდით ვიყავი დაკავებული. თუმცა, რომ არა ჩემი ოჯახი – დედა, მამა, ჩემი და, ძალიან გამიჭირდებოდა რამის გაკეთება. განსაკუთრებით ამ ბოლო დროს, როცა თითქმის სახლში არ ვარ, მხოლოდ ტელეფონით ვაკონტროლებ იმას, თუ რა ხდება.
– რას ფიქრობ, რა არის საჭირო ბედნიერი ოჯახური თანაცხოვრებისთვის?
– ოჯახური თანაცხოვრებისთვის, ალბათ, ყველაზე მთავარი სულიერი კომფორტია. ეს ვიღაცისთვის შეიძლება, იყოს სიყვარული, ვიღაცისთვის – პატივისცემა, ვიღაცისთვის – ურთიერთშეთანხმება, რომ ასე იცხოვრონ, ყოველგვარი სიყვარულისა და გრძნობების გარეშე. ვიღაცისთვის ეს ყველაფერი ერთადაა აუცილებელი. ჩემთვისაც ასეა – ყველაფერი ერთად, რადგან მაქსიმალისტი ვარ და მიყვარს ყველაფრის კარგად, ხარისხიანად გაკეთება. მით უმეტეს, როცა საქმე პირად ურთიერთობებს ეხება, იქნება ეს მეუღლე, მეგობარი თუ სხვა ოჯახის წევრი. თუ მთლიანად არ ხარ ამ გრძნობაში ჩართული, მაშინ რატომ უნდა არსებობოდეს ეს ურთიერთობა?! თუ შენ ყველაფერს არ გააკეთებ მისთვის და ისიც ანალოგიურად არ მოიქცევა, მაშინ ვინ გაიძულებს, რომ ეს ურთიერთობა გაგრძელდეს?! შესაბამისად, ჩემთვის ყველაფერი ერთად აუცილებელია: სიყვარული, პატივისცემა და საერთო ღირებულებები. შეიძლება გჯეროდეს, რომ მას ძალიან უყვარხარ, მაგრამ არ მოგწონდეს ასეთი სიყვარული. ამიტომ, ერთნაირად უნდა ესმოდეს ორივეს ბევრი რამ, ის, რაც ღირებულია, სიყვარულის არსიც ერთნაირი უნდა იყოს მათთვის და არ აქვს მნიშვნელობა, რა სტატუსი აქვთ ერთმანეთის მიმართ. სანახევროდ რაღაცეების ქონას, ჯობია არ გქონდეს. სანახევრო ურთიერთობები და გრძნობები ჩემთვის, რაღაც მხრივ, ფარისევლობა, ტყუილია. ტყუილსა და ფარისევლობას კი მირჩევნია, ასეთი ურთიერთობა საერთოდ არ იყოს.
скачать dle 11.3