კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№29 იმის გამო, რომ შვილიან კაცს გავყევი ცოლად, მშობლები არ მელაპარაკებიან

თათია ფარესაშვილი ნათია, 29 წლის.


 ინტიმური საუბრები



ბავშვობიდან იმას მეჩიჩინებოდნენ ოჯახში, ჩვენი შესაფერისი მამაკაცი შეიყვარე და მას გაყევი ცოლადო. არასდროს უთქვამთ, გულით ვინც შეგიყვარდება, მასთან შექმენი ბედნიერი ოჯახიო. უნდოდათ, მდიდარ, გავლენიან და სერიოზულ მამაკაცზე გავთხოვილიყავი, მაგრამ ასე არ ხდება. მართალია, ჩემი ქმარი სერიოზულიცაა და საქმიანიც, მაგრამ, არც მილიონერია, არც ძვირად ღირებული ვილები და მანქანები აქვს. ოროთახიანი ბინაც თავისი შრომით შეიძინა და რაც მასში აქვს – ავეჯი და ტექნიკა, ისიც.  მთავარია, გვყოფნის ჩვენი შემოსავალი და თავს ბედნიერად ვგრძნობთ, მაგრამ მშობლები ვერ შემოვირიგე. გიორგი, თანამშრომელთან გავიცანი, საკმაოდ სიმპათიური და კეთილი ადამიანია. თუმცა, პირველ ქორწინებაში არ გაუმართლა, ცოლს გაშორდა და გოგონა ჰყავს. ჩემები ამის გამო გადაირივნენ, რას ჰქვია, სხვისი შვილი შენ ზარდო, ან რა ქონება მაგას გააჩნია, მთელი ცხოვრება მათხოვარივით, სხვისი მონა უნდა იყოო. ასეთი მიდგომა მაგიჟებს. გიორგიმ იცის, რასაც ფიქრობენ მასზე, პირშიც უთხრეს და გალანძღეს. მაგრამ, კაცურად მოიქცა, სიტყვა არ უთქვამს ჩემი მშობლებისთვის. ვიცი, ჩემი სიყვარულის ხათრით მოითმინა დამცირება. ამიტომ, უფრო მეტად დავაფასე და ისე გავყვევი ცოლად, ჩემებს არც კი დავეკითხე. დღეს ბედნიერი ვარ, მაგრამ მშობლებთან არ მაქვს კონტაქტი. უკვე ერთი წელი გადის, რაც გიორგისთან ერთად ვცხოვრობ, მისი ცოლი ვარ და ამას ჩემები არ აღიარებენ. შემომითვალეს, თუ ასე ძალიან უნდა მაგასთან ცხოვრება, ჩვენკენ არ გამოიხედოსო. ჰოდა, ვცხოვრობ ჩემს ქმართან და მის შვილთან ერთად ბედნიერად, მაგრამ ჩემებიც მენატრებიან. ხან რა ვცადე მათ შემოსარიგებლად და ხან – რა, მაგრამ გაგონებაც არ უნდათ. ერთი პერიოდი დაიჟინეს, თუ გაშორდება, მოვიდეს და მივიღებთ, მაგრამ მასთან ერთად, არაო. ახლა, რომ მიხვდნენ, არ ვაპირებ დაშორებას და თავს ბედნიერად ვგრძნობ, საერთოდ აღარ უნდათ ჩემი დანახვა. ერთადერთი, დეიდაჩემი მაკითხავს ჩუმად და მეხვეწება, არ გაიგოს დედაშენმა, თორემ მეც ამომიძულებსო. მისგან ვიგებ, მათ ამბავს. ვიცი, რომ განიცდიან, დარდობენ, მაგრამ არ იმჩნევენ. რა დავაშავე ასეთი? ნუთუ იმის გამო, რომ შვილიან კაცს გავყევი ცოლად, რომელიც საკუთარი შრომით შოულობს ფულს და არ აქვს დიდი ქონება, ამის გამო უნდა მომიძულონ? ბავშვიც ისე შემიყვარდა, ალბათ, საკუთარი რომ მყავდეს, ამაზე მეტად არ მეყვარებოდა. შაბათ-კვირას მოჰყავს მამამისს და ღამე ისე მეხუტება, ვგრძნობ, რამხელა სითბო მოდის მისგან. ჯერ ოთხი წლისაა და მინდა, თბილად, მოსიყვარულედ მიმიღოს და ასე დავრჩე მისთვის ბოლომდე. მე არ ვაპირებ ჩემი სიყვარულის დათმობას და ოჯახის დანგრევას. არც ვინმეს განაწყენება მინდა, მაგრამ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა. იმედია, ერთ დღესაც მიხვდებიან ჩემი მშობლები, რომ სწორი ნაბიჯი გადავდგი, როცა მეორე ნახევრად გიორგი ავირჩიე, მასთან ერთ ჭერ ქვეშ გადავწყვიტე ცხოვრება და შემირიგდებიან. ყოველ შემთხვევაში, ამის დიდი იმედი მაქვს.
скачать dle 11.3