№29 „სმაილები“ და თქვენი ხასიათი
ზოგჯერ ადამიანს უჭირს საკუთარი თავის შეცნობა. ამ ტესტის შედეგებით შეიძლება გაოცებულიც დარჩეთ. გაიგეთ, როგორი ხასიათი გაქვთ. ყურადღებით დააკვირდით ამ უცნაურ „სმაილებს“ და ამოირჩიეთ ის, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ.
აირჩიეთ? ახლა ნახეთ, რას ნიშნავს თქვენი არჩევანი:
პირველი
ცდილობთ, გარშემო მყოფთ თქვენი საუკეთესო თვისებები დაანახვოთ, მუდმივად პრობლემებზე არ კონცენტრირდებით. ადამიანებს თქვენს მიმართ ისე განაწყობთ, რომ ისინი შეუპოვარ და მტკიცე ხასიათის პიროვნებად მიგიჩნევენ, რომელსაც უყვარს ხმაურიანი გარემო. სინამდვილეში, ზოგჯერ ძალიან გღლით ეს ოპტიმისტის ნიღაბი და, თანაგრძნობის მიღების მიზნით, სიამოვნებით დაიწყებდით წუწუნს. თუმცა, ასეთი განწყობა თქვენთვის გამონაკლისია.
მეორე
წინააღმდეგი არ ხართ, რაიმე თავგადასავალში გაეხვიოთ, თუ ეს განსაკუთრებულ მორალურ ძალისხმევას ან მატერიალურ ხარჯს არ მოითხოვს. როგორც სიამოვნების ნამდვილ მოყვარულს, გსურთ, მეგობრები დღედაღამ გართობდნენ, სასურველია, თავიანთ ხარჯზე. თავად დარწმუნებული ხართ, რომ ოქროს ხასიათი გაქვთ და ის არავითარ განხილვას არ ექვემდებარება.
მესამე
ფიქრების შენიღბვა კარგად გამოგდით. ტიპური კარიერისტისთვის დამახასიათებელი ხასიათი გაქვთ. სტრატეგიული აზროვნება გჩვევიათ და ყოველი დაწყებული საქმე საუკეთესო ფინალამდე მიგყავთ. თუმცა, ძირითადად, ცდილობთ, არ გადაჭრათ პრობლემები და გაურბიხართ მათ. თქვენ იცით, რომ ჭკვიანი მთაზე კი არ ავა, მას გარს შემოუვლის.
მეოთხე
კრეატიული და აქტიური ხართ. საკუთარი და სხვისი ცხოვრების გამრავალფეროვნება შეგიძლიათ. როგორც წესი, თქვენნაირი ხასიათის ადამიანები ძალიან იღბლიანები არიან ცხოვრებაში.
მეხუთე
თქვენში მებრძოლი იმალება. ერთადერთი შემთხვევა, როცა მზად ხართ, იარაღი დაყაროთ – ეს საკუთარი შეცდომის აღიარებაა. თქვენ ხომ, მებრძოლთან ერთად, სამართლიანიც ხართ. დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანას შეუპოვარი მეომარივით ცდილობთ.
მეექვსე
ძალაუფლებისკენ სწრაფვა და ხელმძღვანელობის სურვილი – ეს თქვენთვის დამახასიათებელი თვისებებია. სენტიმენტალურიც ხართ და ბევრს აკეთებთ მათთვის, ვისაც თქვენი მფარველობა სჭირდება. პათოლოგიურად გძულთ მატყუარები და მოღალატეები.
მეშვიდე
სასურველის მისაღებად, საკმაოდ ხშირად იყენებთ ეგრეთ წოდებულ „ტკბილ ტყუილს“ და ამავე დროს, არავითარ სინდისის ქენჯნას არ გრძნობთ. თუმცა, ხანდახან თქვენც გიწევთ ყულფში თავის გაყოფა, როცა სამყარო დაუნდობელი ხდება. ასეთ დროს დეპრესიისგან საზოგადოებაში ყოფნით უნდა იხსნათ თავი.
მერვე
მეგობრები და ახლობლები ხშირად გიზიარებენ, რაც აწუხებთ, რადგან მათთვის დამამშვიდებელ საპირწონეს პოულობთ. საქმეში მოულოდნელი სიურპრიზები არ გიყვართ, თქვენნაირები სტაბილურ, მომგებიან სამუშაოს ანიჭებენ უპირატესობას. ყველაზე მომხიბლველ პერსპექტივასაც კი, დაუფიქრებლად გაცვლით სტაბილურობაზე.