კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№29 გაუცნობიერებელი მკვლელობა

თათია ფარესაშვილი ნინო წულუკიძე


ბორხეს ლუისი

 ის ტყისმჭრელი იყო. რაც თავი ახსოვს, სულ ტყეს ჭრიდა და ამით ბედნიერი იყო. ისევ იმ ქოხში ცხოვრობდა, რომელშიც დაიბადა. ყოველ შემთხვევაში, მას ასეთი ინფორმაცია ჰქონდა, მაგრამ ვისგან – ეს უკვე არ ახსოვდა. იმიტომ რომ, მშობლებიც არ ახსოვდა. ქოხიც ჩვეულებრივი იყო – ღარიბული და ზამთარში ციოდა ხოლმე, მაგრამ ამასაც დიდი ხანია, შეეჩვია. ისევე, როგორც საკუთარ მარტოობას. ვიღაცისგან მოისმინა (ესეც აღარ ახსოვდა კარგად, სოფელში პროდუქტებზე რომ ჩავიდა, მაშინ თქვა ვიღაცამ) ტყის ბოლოს, სულ ბოლოში, დიდი ზღვა არისო. დაახლოებით იცოდა, რაც იყო ზღვა. ბევრი წყალი და სივრცე. თუმცა, სურვილი იმის, რომ ტყე გაევლო და ზღვასთან მისულიყო, არ ჰქონდა. მაგრამ რამდენჯერმე, ძილის წინ იფიქრა – ნელ-ნელა, ტყეს რომ გავჩეხავ, ზღვამდეც ხომ ჩავალო. რამდენიმე წლის წინ მარტო არ იყო. მას ძმა ჰყავდა. უფროსი ძმა, რომელიც უყვარდა. ის ხშირად ელაპარაკებოდა ხოლმე. ის ეუბნებოდა, დასავლეთისკენ თუ წახვალ, მდინარეს მიადგებიო. იქ ჩვენს სოფელზე დიდი და ლამაზი სოფელია. იქეთური ადამიანები ძალიან ლამაზად იცვამენო. თავადაც ლამაზები არიანო. იქ წასვლა შეეძლო, მაგრამ სურვილი არ გასჩენია. მერე მის ძმას მოჭრილი ხე დაეცა და მოკვდა. იდარდა... ის უფრო აწუხებდა, ქოხში მარტო რომ დარჩა, მაგრამ დიდხანს დარდი არ იცოდა. მშობლები რომ ჰყოლოდა, აი, ისეთი მშობლები, ჩვეულებრივ ადამიანებს რომ ჰყავთ ხოლმე... მამაც ტყეში ხეებს ჭრიდა და მდინარეში თევზს საკუთარი ხელით იჭერდა. ძალიან პატარას ეს პროცესი ნანახი ჰქონდა, მაგრამ მეხსიერების ბნელ კუნჭულებში გადაიტანა და მათი ამოქექვის სურვილი აღარ გასჩენია. ტყეში მგლებიც ცხოვრობდნენ, მაგრამ მათი არ ეშინოდა. არაერთი და ორი მოუკლავს თავისი ვეება ცულით. სოფელში იშვიათად ჩადიოდა, რომ რაღაც პროდუქტი ეყიდა. ფულის ხარჯვა დიდად არ უყვარდა. არ მოსწონდა, როგორ უყურებდნენ ადამიანები. საკუთარი წლები არ დაუთვლია. ზუსტად ვერ იტყოდა, რამდენი წლის იყო, მაგრამ იცოდა, რომ წლები საკმარისად დაუგროვდა. ქოხში ერთი ორმო ჰქონდა – ჯერ კიდევ მამამისის მიერ ამოთხრილი და ფულს იქ ინახავდა. რაში უნდა დაეხარჯა ნახევრად ველურს ფული. თანაც, ძალიან მოსწონდა, ორმოში ჩაყრილი ოქროსფერი მონეტების რიცხვი რომ მატულობდა. დროგამოშვებით ორმოს თავს ახდიდა და ორივე ხელს თავის საგანძურში ურევდა. შეიძლება, გონებრივად დიდი შესაძლებლობების არ იყო, მაგრამ ის იცოდა, რომ ორმოში ჩაყრილი ფული უნდა დაეცვა – ერთადერთი ღირებული რამ, რაც გააჩნდა. შეეძლო, თუ არა ადამიანის მოკვლა? ამაზე არასდროს  დაფიქრებულა, არ უყვარდა ფიქრი.
ერთ საღამოს, მას მერე დრო გავიდა, ვიღაცამ ქოხის კარზე დააკაკუნა. არ შეშინებია, ნაჯახი ხომ იქვე ჰქონდა. უცნობი მძიმე ნაბიჯებით შემოვიდა. მაღალი იყო, მაგრამ ახალგაზრდულ წლებს დიდი ხნით გამოთხოვებოდა.
– ღამე გამათევინე, საცხოვრებელი არ მაქვს. არც არავინ არ მყავს. საქსების თითქმის მთელი მიწები მოვიარე. დავიღალე. ჩემიანებს ვეძებდი.
მან არც იცოდა, ვინ იყვნენ საქსები, მაგრამ კაცი მოეწონა. ის ისე არ უყურებდა, როგორც რაღაც ამაზრზენ, ადამიანის არამსგავს არსებას.
პური და ნანადირევი გაუნაწილა. სანამ ჭამდნენ, სტუმარი ჩუმად იყო. მხოლოდ ქოხს ათვალიერებდა. რამდენჯერმე მასპინძელზე შეაჩერა მზერა.
– ვინ ხარ? ტყეში რატომ ცხოვრობ?
– ხის მჭრელი ვარ. ტყეში კი იმიტომ ვცხოვრობ, რომ მომწონს.
გარეთ წვიმა დაიწყო. ქოხის სახურავს ხმაურით ენარცხებოდა მსხვილი წვეთები. ცხოველების ტყავები აიღო და სტუმარს ლოგინი გრძელ, ხის ტახტზე გაუშალა. იმ ტახტის მოპირდაპირედ, სადაც თავადაც იძინებდა ხოლმე. გონება მშვიდად ჰქონდა. არაფერზე შფოთავდა და არც რამე უსიამოვნო წინათგრძნობა ჰქონდა. მაგალითად ისეთი, ზურგიდან მგელი რომ მიჰპარვია. არც დღისგან ელოდებოდა რამე განსაკუთრებულს.
დღის სინათლეზე წუხანდელი სტუმარი უკეთ შეათვალიერა. სახეზე ნაიარევი და მბრძანებლის გამომეტყველება ჰქონდა. ერთი ხელით მძიმე კომბალს ეყრდნობოდა.
– შენ მე უნდა მემსახურებოდე, – უთხრა მედიდურად.
– რატომ? მე არავის ვემსახურები.
– მე განსაკუთრებული ვარ, მეფე ვარ.
გაეცინა. არ იცოდა, რა იყო მეფე, მაგრამ მიხვდა, რომ რაღაცას ნიშნავდა.
– იზერნი მქვია და ღმერთებმა ამირჩიეს.
მხრები აიჩეჩა. რატომ უნდა დაინტერესებულიყო ვიღაც ღმერთებით.
– გინდა, დაგიმტკიცო, რომ მეფე ვარ? აი, შეხედე... – სტუმარმა მუჭი გაშალა და ვეება, ფართო ხელისგულზე დადებული მედალიონი დაანახვა. მედალიონს მზის დისკოს ფორმა ჰქონდა. უცნაური ფიგურებით იყო დაფარული.
– დარწმუნდი, რომ მეფე ვარ? ახლა დამემორჩილები? გააკეთებ, რასაც გეტყვი? არ დაგავიწყდეს – დიდი ოდინია ჩემი მფარველი.
უნებლიეთ კისერზე ჩამოკიდებული ხის ჯვარი გაახსენდა. ესე იგი, ვიღაც ოდინის არ უნდა შეშინებოდა. აი, მედალიონი კი ძალიან მაცდუნებლად ბრწყინავდა. სულს უფორიაქებდა.
– მომეცი ეგ მედალიონი, – უთხრა ღამის სტუმარს.
მოხუცმა ხმამაღლა გაიცინა.
– არ მოგცემ, მაგრამ შეგიძლია, შეეხო.
– თითები უკანკალებდა, როცა მედალიონს ეხებოდა. ცხოვრებაში პირველად იგრძნო საზიზღარი სისუსტე. არ მოეწონა მოხუცი ასე რომ მიმართავდა, როგორც პატარა ბავშვს.
– ქოხში მონეტები მაქვს, ბევრი მონეტა, ყველას მოგცემ და ეგ მედალიონი დამიტოვე.
– არა. თუ მოვინდომებ, ისიც ჩემი იქნება, – წარმოთქვა მრისხანედ და ზურგით შებრუნდა. ნაჯახის ერთი დარტყმა საკმარისი აღმოჩნდა. სინდისის ქენჯნა საერთოდ არ უგრძნია. ვერც იმას მიხვდა, რომ საშინელება ჩაიდინა. მდინარე, რომელიც წლები იყო არ ენახა, ისევ გაახსენდა. მკვდარს ფეხებში წაავლო ხელი, მდინარისკენ წაათრია და წყალში გადააგდო. ნაჯახიც გარეცხა, ხელებიც დაიბანა. მედალიონმა მზის სხივებზე ჯადოსნურად გაიბრწყინა. ის უკვე მისი იყო.
скачать dle 11.3