კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№29 როგორ უნდა გახადოთ თქვენი ფარული ნიჭი წარმატების საწინდარი

თათია ფარესაშვილი მიშა ცაგარელი



 მიუხედავად იმისა, რომ ყველას ინდივიდუალური ხასიათი და უნარები აქვს, ამასთან ერთად „შიგნით“ ფარულ ნიჭსაც ინახავს. თუ გსურთ გაიგოთ, ასტროლოგიურად, რა ნიჭი გარგუნეს დაბადების მომენტში ვარსკვლავებმა, ამას ქვემოთ ამოიკითხავთ.

ვერძი - ამ ნიშნით დაბადებულებს შემოქმედებითი ნიჭი აქვთ. ხატვა, მუსიკა, თეატრი, კინო – მათი სფეროა. ძლიერი სქესის წარმომადგენლები  სპორტულ სარბიელზე გამოიჩენენ თავს. სუსტი სქესი კი, შესაძლოა, ჟურნალისტიკითაც დაინტერესდეს.
კურო - ძერწვა, არქიტექტურა და დიზაინი იზიდავთ. მათ დიდ ნაწილს სიამოვნებას ანიჭებს ყვავილების მოვლა და შესაძლოა, კარგი ფლორისტი დადგეს. მათემატიკური უნარების გამო, კუროს ნიშნით დაბადებული, ხშირად ბიზნესმენობაზე ან ბანკირობაზე ოცნებობს და არცთუ – უსაფუძვლოდ.
ტყუპები - აქვს ორი, სამი ან მეტი ჰობი. შესაბამისად, სამომავლოდ მან შეიძლება, ორ პროფესიასაც მიუძღვნას თავი, ერთმანეთის პარალელურად. საუკეთესო საქმიანობად კი შესაძლოა, ნებისმიერი პროფესია იქცეს, რაც მეტ საუბარსა და გადაადგილებას მოითხოვს. მაგალითად, ჟურნალისტიკა, სარეკლამო სფერო, პიარი ან მარკეტინგი.
კირჩხიბი - უზომოდ ემოციურები არიან. ძალიან უჭირთ საკუთარი შესაძლებლობების ფართო მასების წინაშე დემონსტრირება და ურჩევნიათ, ახლო, ოჯახურ წრეში გაიხსნან. ამიტომ, კირჩხიბისთვის საუკეთესო პროფესია, შესაძლოა, პედაგოგიკა და ზოგადად, ბავშვებთან ურთიერთობა იყოს. ზოდიაქოს ეს ნიშანი დამგროვებელი და სიძველეების მოყვარულია. შესაბამისად, კარგი ბანკირები და ისტორიკოსებიც გამოდიან.
ლომი - ლიდერული თვისებები დაბადებიდან ეტყობა. კარგი სამსახიობო ან სასიმღერო მონაცემებიც აქვს. მათგან შესანიშნავი ორატორები გამოდიან. შესაბამისად, შესაძლოა, თავი სამომავლოდ პოლიტიკაშიც გამოიჩინოს. სუსტი სქესის წარმომადგენლები კი, გამორიცხული არ არის, მოდის სფეროთი დაინტერესდნენ.
ქალწული - მთავარი თვისება დაკვირვებულობა და მზრუნველობაა. ამიტომ, ამ ნიშნით დაბადებული, სამომავლოდ  ექიმობას ირჩევს. თუმცა, გარდა სამედიცინო განხრისა, შესაძლოა, კარგი არქიტექტორიც გახდეს.
სასწორი - ბუნებითა და მოწოდებით ხელოვანები არიან. ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ, თუ ის ცეკვის, მუსიკისა და ხატვისკენ ისწრაფვის. შესაძლოა, ასევე, შესანიშნავი იურისტი ან დიზაინერიც დადგეს.
მორიელი - ყოველთვის აინტერესებს ის სფერო, რაც დაფარული, იდუმალებით მოცული და რთულია. გასაკვირი არ არის, თუ ის პოლიციელობას აირჩევს. მისგან არცთუ ურიგო კრიმინალისტი ან სამართალდამცველი დგება. სუსტი სქესის წარმომადგენელი კი, თავის ნიჭს ფსიქოლოგიაში გამოავლენს. ადამიანთა სულის სიღრმეების კვლევა, მორიელის საყვარელი „გასართობია”.
მშვილდოსანი - მოუსვენარი და ხიფათიანი ხასიათი აქვს. ხშირად ინტერესდება ცხოველების მოვლითა და სპორტით. ამიტომ, მათგან კარგი კინოლოგი ან ტანმოვაჯიშე დგება. ასევე, პროფესიონალი სარეკლამო აგენტი.
თხის რქა - ბავშვობიდანვე აქვს დასახული მიზნად, ვინ უნდა რომ გამოვიდეს. თხის რქა, საოცნებო პროფესიად ბანკირობას ან პოლიტიკოსობას ირჩევს. ისინი ასევე, კარგი იურისტები გამოდიან.
მერწყული - ცვალებადი, ნოვატორი და თავისებურია. მრავალმხრივი ნიჭი აქვს. თუმცა, ყველაზე უკეთ, საკუთარ თავს ინტერნეტის ან უახლესი ტექნოლოგიების სფეროში იპოვის.
თევზები - გამოკვეთილად შემოქმედებითი, მეოცნებე და უზომოდ ემოციურია. მისი ილუზორული ბუნება საუკეთესოდ ვლინდება თეატრალურ ან სამწერლო სარბიელზე. მათგან, საკმაოდ კარგი მწერალი, ჟურნალისტი და ფსიქოლოგი დგება.скачать dle 11.3