კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№29 რატომ ვერ უწყობდნენ სტალინს სახელმწიფო გადატრიალებას მისი მოწინააღმდეგეები

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

სტალინის უზომო ძალაუფლების ერთ-ერთი უმთავრესი საიდუმლო ის გახლდათ, რომ საბჭოთა ბელადს ყოველთვის უტყუარი ინფორმაცია ჰქონდა თავისი ხელქვეითების არა მარტო საქმიანობის, არამედ მათი აზრების შესახებაც... მკვლევარი-ისტორიკოსი ვადიმ პოლსკიხი წერს: „სტალინი, ალბათ, ერთადერთი იყო მსოფლიოს პოლიტიკურ ისტორიაში, ვინც ყველაზე ყველაფერი იცოდა. მათში კი, ძირითადად მისი ხელქვეითები მოიაზრება. ანუ, ის ხალხი, ვისაც მისთვის გადატრიალების მოწყობა და ხელისუფლების წართმევა შეეძლო. ამიტომ იყო, რომ საბჭოთა ბელადის წინააღმდეგ სერიოზული შეთქმულება არ მოუწყვიათ. იყო რამდენიმე მცდელობა, თუმცა ყველა მათგანი ჩანასახშივე იქნა ჩახშობილი. დამნაშავეები კი – დაპატიმრებულები, გასამართლებულები და სასტიკად დასჯილები. შეთქმულთა სასჯელი კი სტალინურ სახელმწიფოში ერთადერთი – სიკვდილი იყო... ამ ყველაფრის საიდუმლო კი ის გახლდათ, რომ სტალინის მორჩილი „ჩეკა“ „ყველასა და ყველაფერს“ უსმენდა. ინფორმაცია კი პირდაპირ ბელადთან მიდიოდა და ისიც, მდგომარეობიდან გამომდინარე, შესაბამის ზომებს  იღებდა. „ჩეკას“ ყოვლისმომცველი თვალყური, თავად „ჩეკას“ ხელმძღვანელობასაც აკონტროლებდა. ანუ, ისმინებოდა და კონტროლდებოდა ისიც, ვინც სხვებს უსმენდა. ერთადერთი, ვისაც არ უსმენდნენ, თავად სტალინი გახლდათ და მას სრული კარტ-ბლანში ჰქონდა. ოპონენტების წინაშე. სტალინი მოსმენების საქმეში გარკვეულ იმპროვიზაციასაც იჩენდა. სწორედ ბელადის უშუალო დაკვეთითა და პატრონაჟით აშენდა მდინარე მოსკოვის სანაპიროზე ფეშენებელური სახლი, ეგრეთ წოდებული „სახლი სანაპიროზე“. იმ უზარმაზარ, კეთილმოწყობილ „სტალინურ პენტჰაუზში“ ბელადმა თავისი მთავრობის თითქმის ყველა წევრი შეასახლა და მოსასმენი აპარატურით „გაძეძგილი“ ოთახებიდან იღებდა ინფორმაციას მათი აზრების, მისწრაფებებისა თუ მავნე ჩვევების შესახებ. სწორედ ამ სახლიდან მიჰყავდა „ჩეკას“ „დაჯარიმებულები“, რომლებიც უკან აღარ ბრუნდებოდნენ და სიცოცხლეს ლუბიანკის ჯურღმულებში ამთავრებდნენ. სწორედ ეს სახლი გახდა პროტოტიპი სახლისა, რომელიც მიხეილ ბულგაკოვს „ოსტატი და მარგარიტაში“ აქვს გამოყენებული. ვისაც ეს რომანი წაკითხული აქვს და საბჭოთა ისტორიასაც კარგად იცნობს, არ გაუჭირდება მსგავსების მოძებნა ამ ორ სახლსა და იმ მოვლენებს შორის, რაც რომანსა და 30-იან წლებში ხდებოდა საბჭოეთში. სტალინის დიდი მოტრფიალე, პოეტი კონსტანტინე სიმონოვი ყვებოდა: „სანაპიროზე მდებარე სახლს მოსკოვში ცუდი რეპუტაცია ჰქონდა და მას მოჯადოებულსაც უწოდებდნენ. იმ დროისთვის აბსოლუტური კომფორტისა და უმშვენიერესი ხედის მიუხედავად, ადამიანთა უმრავლესობას იქ ჩასახლება არ სურდა. თუმცა, როცა ამას თავად სტალინი გთავაზობს, შეუძლებელია, იუარო“. თავად სტალინის ფავორიტი კონსტანტინე სიმონოვიც იმ სახლში ცხოვრობდა, თავის უმშვენიერეს მეუღლესთან ერთად და სულაც არ განიცდიდა დისკომფორტს. პირიქით, ძალიან მშვენივრადაც გრძნობდა თავს და თითქმის ყველა ცნობილი ნაწარმოები იქ დაწერა. სტალინი მას რამდენჯერმე ესტუმრა სახლში და ერთ-ერთ  სტუმრობას ასე იხსენებს პოეტი: „1946 წლის მაისში ბერლინში მივლინებით ვიმყოფებოდი გაზეთ „პრავდიდან“ და მოსკოვში 25 მაისს დავბრუნდი. მეუღლე გადაღებებზე იყო ყირიმში. სახლში მარტო ვიყავი და დიდ სტატიაზე ვმუშაობდი, რომელშიც გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში სოციალიზმის მშენებლობა უნდა გამეშუქებინა. სტატია მოწინავე იყო და თვის ბოლოს უნდა გასულიყო. ფაქტობრივად, კონსპირაციულ მდგომარეობაზე ვიყავი გადასული. მხოლოდ „პრავდის“ რედაქტორს შევუთანხმდი, რომ 29-ში მივიტანდი სტატიას და მან კი მითხრა:
– კეთილი. 29-ში დილით გელოდები და არ დაგირეკავ. აბა, შენ იციო.
სხვა საქმე არ მქონდა. ინტენსიურად ვწერდი და არც ტელეფონის ყურმილს ვიღებდი. არადა, ტელეფონი ლამის ამიფეთქდა. ის პერანენტულად რეკავდა 26 და 27 რიცხვებში და იძულებული გავხდი, გამომერთო. საქმე ის იყო, რომ ვიფიქრე: ალბათ, მეგობრებმა გაიგეს, რომ ჩამოვედი და ჩემი ნახვა უნდათ-მეთქი. მე კი სტატია უნდა მომესწრო და ასე იმიტომ მოვიქეცი. 28 მაისს, საღამოს რვა საათი სრულდებოდა. ჩემს კაბინეტში ვიჯექი და უკვე დასრულებული პუბლიკაციის ბოლო შტრიხიც დავსვი. ფურცლები გვერდზე გადავდე, გავიზმორე და ჩიბუხი გავაბოლე. ამ დროს ზარი დარეკეს. დაღლილი ვიყავი და „მორიგი მეგობრის“ „გადაგდება“ განვიზრახე. თუმცა, ზარი არ წყდებოდა. გავბრაზდი, სავარძლიდან წამოვდექი. მრისხანე სახით ხელი დავავლე ჩიბუხს და კარის გასაღებად გავემართე, თან მტკიცედ გადავწყვიტე, რომ ვინც არ უნდა ყოფილიყო ის თავხედი, ბინაში არ შემომეშვა და კუდამოძუებული უკან გამებრუნებინა. გავაღე თუ არა კარი, ადგილზე გავქვავდი. ზღურბლზე სტალინის დაცვის უფროსი ვლასიკი იდგა, მის უკან თავად სტალინი.
– მიმიღებ, ამხანაგო სიმონოვ, – მითხრა სტალინმა, რომელსაც ვლასიკმა გზა დაუთმო და წინ წამოიწია.
– მობრძანდით, ამხანაგო სტალინ, – მივუგე მას. გვერდზე გავიწიე და ბინაში შევიპატიჟე.
– მარტო ხარ?
– დიახ. მობრძანდით.
სტალინმა ვლასიკს უთხრა, მანქანაში დამელოდეო. თავად კი ოთახში შემოვიდა. მე სასტუმრო ოთახში შევიპატიჟე და სავარძელში დავსვი. თავად კი ჩიბუხი ჩავაქრე და ფეხზე დავრჩი.
– რას დამდგარხარ?! დაჯექი, – მითხრა სტალინმა! – შენთან შეიძლება, მოვწიო?
– რა თქმა უნდა, ამხანაგო სტალინ, – ვთქვი  და საფერფლე დავუდე მაგიდაზე.
სტალინმა გააბოლა და მითხრა:
– შენც მოწიე. რა გერიდება შენს სახლში ხარ.
მეც გავაბოლე. სტალინს კი გაეცინა და მითხრა:
– ორი დღეა, გაბმულად გირეკავ და ყურმილს არ იღებ. გუშინ კი საერთოდაც, ტელეფონი გამორთე. მე კი შენგან გერმანული შთაბეჭდილებების მოსმენა მინდა და იმიტომ გირეკავდი,  აგარაკზე მიმეწვიე. შემდეგ კი აქ მოვედი. შენც მოგისმენ და შენს საცხოვრებელსაც დავათვალიერებ.
სტალინს ყველაფერი დაწვრილებით ვუამბე. შემდეგ კი მან ჩემი დიდი ბინის ყველა ოთახი დაათვალიერა. კვლავ სავარძელს დაუბრუნდა. გააბოლა და მითხრა:
– კარგი ბინა გქონია. ალბათ, სხვა ბინებიც ასეთია და ამ სახლს მოჯადოებულს რატომ ეძახიანო.
– არ ვიცი, ამხანაგო სტალინ, – ავიჩეჩე მხრები. თუმცა, კარგად ვიცოდი, რატომაც იყო ეს სახლი „მოჯადოებული“. ეს თავად სტალინმაც კარგად იცოდა, თუმცა, თემა შეცვალა და მითხრა:
– ამხანაგო სიმონოვ, ლიმონიანი ჩაი ხომ არ გაქვთ?
სტალინს ლიმონიანი ჩაი მივართვი. მან დალია, შემაქო და წასასვლელად წამოდგა. რომ გადიოდა, დამემშვიდობა, თუმცა შემდეგ შეჩერდა და მითხრა:
– ეს სახლი მოჯადოებული იმიტომ ჰგონია ხალხს, ეს სახელი უკეთურმა ადამიანებმა შეარქვეს. ნახვამდის, ამხანაგო სიმონოვ, თქვენს სტატიას აუცილებლად წავიკითხავო.
ეს მოულოდნელი ვიზიტი სტალინის პირველი სტუმრობა გახლდათ. მას მერე ის კიდევ ორჯერ მეწვია სახლში...“
სტალინს ჩვევად ჰქონდა, როცა მეგობრებთან ცუდზე ლაპარაკობდა, მინიშნებებს აკეთებდა. კონსტანტინე სიმონოვსაც მიანიშნა – უკეთური ხალხი ის მოღალატეები არიან, ვინც ცუდის გაკეთებას აპირებდნენ. მე კი ისინი ვამხილე და დავასაჯეო. სტალინის მხილების საშუალება კი „სანაპიროს სახლში“ დაყენებული მიკროფონები გახლდათ. სიმონოვმა ეს მშვენივრად იცოდა. სტალინმაც იცოდა, რომ ეს სიმონოვმა იცოდა და არც ის გამოჰპარვია, რომ ეს იმ უკეთურებმაც უწყოდნენ. თუმცა, მთვრალებს, ეიფორიაში მყოფთ, ეს ავიწყდებოდათ და იმას ამბობდნენ, რაც გულში ედოთ. სტალინი კი ასეთ რამეს არავის აპატიებდა. უმკაცრესად სჯიდა მათ. ამიტომაც შეინარჩუნა ამდენ ხანს ძალაუფლება და დიადი სახელმწიფოც ააშენა. ცუდია ასეთი მიდგომა თუ კარგი, ყველამ თავისებურად განსაჯოს.“
скачать dle 11.3