კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№29 როგორ ააღორძინა ლავრენტი ბერიამ ქართული ხალხური ფოლკლორი

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური


 ლავრენტი ბერია რომ უცოდველი კრავი არ ყოფილა, ფაქტია. თუმცა ისიც ფაქტია,  და თანაც, კურიოზული, რომ ბერიას ფალსიფიცირებულ პროცესზე, 1953 წლის დეკემბერში, მის მიმართ წაყენებული ბრალდებების უმეტესობა თუ არა, ნახევარი მაინც, აბსურდული და სასაცილო იყო. ეს კიდევ უფრო თვალნათლივ გამოჩნდა დღევანდელი გადასახედიდან... პროფესორი კლიმენტი აგაფონოვი წერს: „რბილად რომ ვთქვათ, სასაცილოა ბერიას მიმართ უკიდურესი ნაციონალიზმის ბრალდების ის ორი ეპიზოდი, რომელიც საქმეში „რადიოფიცირების“ სახელითაა ცნობილი... ამ „ჭკუისკოლოფური“ ბრალდების დასკვნის ერთ-ერთ ეპიზოდში წერია: „იყო რა საქართველოს ცეკას პირველი მდივანი, მსჯავრდებულმა ბერია ლავრენტი პავლეს ძემ ქვენა გრძნობებით, განზრახ, წინასწარ შეთანხმებით, შესაბამის ჯგუფთან ერთად, ჯერ თბილისის და შემდგომ საქართველოს უმეტესი ნაწილის რადიოფიცირება განახორციელა. შემდეგ კი პირადი მითითება მისცა (ოფიციალური საბუთის გარეშე) რადიოს ხელმძღვანელობას, რომ ეთერში გასულ გადაცემათა ორმოცდათხუთმეტი პროცენტი ქართულენოვანი ყოფილიყო. მისივე (ბერიას) კატეგორიული მოთხოვნით, ასევე, ოფიციალური საბუთის გარეშე, მუსიკალური პროგრამების სამოცდაათი პროცენტი უნდა ყოფილიყო ქართული ხალხური სიმღერები. ეს კი, გამიზნული იყო იმისთვის, რომ რესპუბლიკის (საქართველოს) მოსახლეობაში აღორძინებულიყო ბურჟუაზიულ-კაპიტალისტური სულისკვეთება და გაღვივებულიყო უკიდურესი ნაციონალიზმი, რაც საბჭოთა სოციალისტური წყობისთვის ძირის გამოთხრაა.” მკითხველი, ალბათ, საკუთარ თვალებს არ დაუჯერებს და იფიქრებს, შეცდომააო, მაგრამ ნურას უკაცრავად... ოფიციალურ სასამართლო დოკუმენტში ჩაწერილი ეს აბსურდი ნიკიტა ხრუშჩოვისეული რიტორიკის თვალსაჩინო ნიმუშია, რომელსაც გენერალური პროკურორის, რომან რუდენკოს ხელდასხმული გამომძიებლები ადგენდნენ... ამ დოკუმენტიდან გამომდინარეობს, რომ ლავრენტი ბერია მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ იყო უკიდურესი ქართველი ნაციონალისტი, რომ საქართველოს უმეტესი ნაწილის რადიოფიცირება განახორციელა და რადიოში ქართულ ხალხურ სიმღერებს გადასცემდნენ, რომლებიც საუკეთესოა მსოფლიო ფოლკლორის საგანძურშიც.
ბერიას ეშმაკობიდან და ძალაუფლებიდან გამომდინარე, გამორიცხული არაა, რომ „ოდნავ მაინც გასცდენოდა საბჭოთა იდეოლოგიურ ჩარჩოებს“. მაგრამ, ასეთი რამის ბრალდებაში ჩაწერა, საბჭოეთის იურიდიული პრაქტიკისთვისაც კი „ნონსენსი“ იყო და ხრუშჩოვმა ძალიან გადაამლაშა.
ბერიას ერთ-ერთი თანაშემწე, კონსტანტინე გოგოხია იხსენებდა: „ლავრენტი ბერია ქართული ხალხური ფოლკლორის დიდი მოტრფიალე და გულშემატკივარი გახლდათ. მას განსაკუთრებით სიმღერები უყვარდა და თავადაც ბრწყინვალედ მღეროდა. სწორედ მისი საქართველოში მმართველობის დროს დაიწყო ქართული ფოლკლორის აღორძინება-განვითარება. მრავალი წიგნი გამოიცა დიდი ტირაჟით ამ თემატიკაზე. ბერია მეგობრობდა ცნობილი ფოლკლორისტ თედო სახოკიასთან და სწორედ ბერიას უშუალო ხელშეწყობით იბეჭდებოდა სახოკიას წიგნები. ბერიას ძალისხმევით ჩამოყალიბდა როგორც სახელმწიფო სიმღერისა და ცეკვის კოლექტივები, ასევე, თვითშემოქმედების ჯგუფებიც. ოფიციალურ საკონცერტო ღონისძიებებზე კი, ბერიას მითითებით, ქართული ხალხური სიმღერები ჩართეს, რაც პირველად საქართველოში განხორციელდა და მხოლოდ  ამის მერე დაინერგა რუსეთში, უკრაინაში, ბელორუსიასა და სხვა რესპუბლიკებში... ბერია, არც თუ იშვიათად, პირადად ესწრებოდა თვითშემოქმედებითი ჯგუფების პრემიერებს და არა მარტო დედაქალაქ თბილისში, არამედ სხვადასხვა რეგიონშიც. ერთი ძალიან საინტერესო ფაქტი მოხდა სოხუმში. 1937 წლის აგვისტოში, ბერიასთან ერთად გაგრიდან თბილისში ვბრუნდებოდი. გაგრაში კი, სტალინის აგარაკის დასათვალიერებლად ვიყავით. ერთ კვირაში სტალინი უნდა ჩასულიყო დასასვენებლად და იქაურობა შევამოწმეთ, რომ ყველაფერი წესრიგში ყოფილიყო. ბერია ყოველთვის ასე იქცეოდა, როცა სტალინს ველოდებოდით საქართველოში. მე ბერიას მანქანაში, მის გვერდით ვიჯექი. ლავრენტი პავლოვიჩი კმაყოფილი გახლდათ რევიზიის შედეგებით. მთელი გზა სოხუმამდე ხუმრობდა, სხვადასხვა ისტორიას მიყვებოდა და საერთოდ, კარგ ხასიათზე იყო. სოხუმში რომ შევედით, ბერიამ ერთ-ერთ სახლზე გაკრული აფიშა დაინახა, რომელიც იუწყებოდა, რომ საღამოს რვა საათზე, სოხუმის კულტურის სახლში იმართებოდა ადგილობრივი თვითშემოქმედების ჯგუფის საპრემიერო კონცერტი. ბერიამ საათს დახედა და თქვა:
– ექვსი საათია. რა დრო გასულა, თანაც, როგორ ცხელა.
იმ ღამეს სოხუმში ვრჩებოდით, რადგან  მეორე დღეს ბერიას თათბირი უნდა ჩაეტარებინა. ამიტომ, ვუთხარი:
– ლავრენტი პავლოვიჩ, მოსვენება გნებავთ, ალბათ. თქვენ უკვე გელოდებიან, ყველაფერი მზადაა და წავიდეთ სამთავრობო რეზიდენციაში.
ბერიამ ალმაცერად, ღიმილიანი სახით შემომხედა და მითხრა:
– როდის იყო ექვს საათზე ვიძინებდი, ქათამი ხომ არ ვარ. მოდი, ასე ვქნათ, კოტე, ახლა წავიდეთ და ვისამხროთ, შემდეგ კი თვითშემოქმედებითი ჯგუფის კონცერტის პრემიერას დავესწროთ. მაინტერესებს,  როგორ მღერიან ჩემი „ზემლიაკები“.
ბერია წარმოშობით სოხუმის მახლობელ სოფელ მერხეულიდან იყო და „ზემლიაკები“ ამიტომ ახსენა.
– კარგი, ლავრენტი პავლოვიჩ, – მივუგე მას.
სამთავრობო რეზიდენციაში რომ მივედით, მე კულტურის სახლში დარეკვა დავაპირე, რათა გამეფრთხილებინა, რომ კონცერტს ბერია დაესწრებოდა. ლავრენტი პავლოვიჩმა კი დამიშალა და მითხრა:
– არ გინდა, მოულოდნელად მისვლა ჯობია. სიურპრიზი მოვუწყოთ „ზემლიაკებს“.
რვას რომ ხუთი წუთი აკლდა, მე და ბერია ერთ-ერთ ლოჟდაში მოვთავსდით. არავის შევუმჩნევივართ და კონცერტიც დაიწყო. თვითნასწავლი, არაპროფესიონალი მომღერლები საუცხოოდ ასრულებდნენ ქართულ ხალხურ სიმღერებს. არა მარტო მეგრულ-აფხაზურს, არამედ საქართვლეოს დანარჩენი კუთხეებისასაც. მომღერლებს შორის ბერიას თანასოფლელები, მერხეულელებიც იყვნენ. ლავრენტი პავლოვიჩმა ყველა იცნო და სიამაყით მამცნო ეს ფაქტი. მეხუთე თუ მეექვსე სიმღერის დაწყების წინ კონფერანსიემ, მერხეულელმა კარლო სამუშიამ, „ოდოია“ გამოაცხადა და სცენაზე მომღერლები გამოვიდნენ. ის-ის იყო სიმღერა უნდა დაეწყოთ და კარლო სამუშია კულისებში უნდა შესულიყო, რომ ბერიას მოჰკრა თვალი. მან ჯერ საკუთარ თვალებს არ დაუჯერა, ხოლო, როცა დაარწმუნდა, რომ ლოჟაში ნამდვილად ლავრენტი ბერია იჯდა, ჯერ სახე გაუბრწყინდა, შემდეგ მიკროფონში  თქვა:
– პატივცემულო მეგობრებო, ჩვენს კონცერტს ლავრენტი ბერია ესწრება. სხვათა შორის, ჩვენი ლავრენტი „ოდოიას” საუკეთესო შემსრულებელი იყო მერხეულში, – შემდეგ სამუშიამ ხელი დაუქნია ბერიას და მიკროფონიდან დაუძახა, – მოდი, ლავრენტი, ჩვენთან. „ოდოია“ იმღერე და დარბაზს შენი ხმა გააგონეო.
მთელი დარბაზი ჩვენს ლოჟას უყურებდა. ფეხზე იდგა, ტაშს უკრავდა, თან გუგუნებდა: ბერია, ბერიაო!..
– წავედი, კოტე. უნდა ვიმღერო „ზემლიაკებთან“ ერთად და მოგვიანებით შეაფასე ჩემი ნამღერი, – მითხრა ბერიამ და თანასოფლელებს შეუერთდა.
ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვამბობ, რომ ლავრენტი ბერიამ მართლა ბრწყინვალედ იმღერა „ოდოია“. დარბაზს  მქუხარე ტაში მოსწყდა და ოვაციები დიდხანს არ წყდებოდა“.
კოტე გოგოხიას მონათხრობი ბერიას შავ-ბნელ პორტრეტს ნათელ შტრიხებს მატებს და „ლუბიანკის ჯალათი“ პოზიტიური კუთხით წარმოჩნდება. იმედია, საბჭოეთის დროინდელი არქივები კიდევ მრავალ საიდუმლოს ინახავს ლავრენტი ბერიაზე და ოდესმე მოვა დრო, მრავალი დოკუმენტი გასაჯაროვდება და ლავრენტი ბერიას ჭეშმარიტ სახეს დაგვიხატევენ ობიექტური მკვლევრები“.
скачать dle 11.3