№29 დედოფლისთითა ეფექტურია ასთმისა და ანგინის დროს
დედოფლისთითა მრავალწლიანი მხოხავ ფესვურიანი ბალახია. ყვავილობს მაისიდან, სექტემბრამდე. ნაყოფი სამკუთხა, უკუკვერცხისებრი ფორმისაა, წაკვეთილი თავით. გვხვდება უმეტესად წიწვოვან ტყეებში.
ეს მცენარე ხალხურ მედიცინაში საკმაოდ პოპულარულია და სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ იყენებენ: ჭრილობების შეხორცების დასაჩქარებლად, საშარდე ბუშტის ტკივილის, სისხლდენისა და გაციების დროს. ის ასევე, აადვილებს ნახველის ამოღებას. დედოფლისთითას ეფექტურია ასთმისა და ყელის ანგინის დროს, კანზე გამონაყარისა და ფურუნკულების სამკურნალოდ. ის ასევე კარგია, როგორც შარდმდენი საშუალება თირკმელებისა და საშარდე ბუშტის კენჭოვანი დაავადების დროს. ამ ბალახის სპირტიან ნაყენს ხალხური მედიცინა ეგზემის სამკურნალოდ იყენებს. კანზე გამონაყრების, ეგზემისა და სიყვითლის დროს დადებით შედეგს იძლევა ნახარში, რომლის შემადგენლობაში შედის: დედოფლისთითა, სამფერა ია და ორკბილა, თითოეული 10-10 გრამის რაოდენობით 1 ლიტრ წყალზე. ერთი ლიტრი ნახარში ერთი დღე-ღამის დოზაა დასალევად.
გარეგან გამოსაყენებლად კარგ შედეგს იძლევა დედოფლისთითას სპირტიანი ნაყენი. საამისოდ ნედლი, აყვავებული ბალახიდან გამოწურულ 250 გრამ წვენს ასხამენ 90-გრადუსიან 250 გრამ სპირტს და 10 დღეს დადგამენ. კარგი შედეგი აქვს ქერტლის მკურნალობის დროსაც.
ნახარშის მოსამზადებლად 20 გრამ ბალახს იღებენ ერთ ლიტრ წყალზე და ადუღებენ 5-7 წუთის განმავლობაში ნელ ცეცხლზე.
გულსისხლძარღვთა სისტემის, ღვიძლისა და კლიმაქსით გამოწვეული პრობლემების მკურნალობა
ალბათ, ყველას უამრავი რამ გვსმენია კატაბალახას სარგებლიანობის შესახებ და არაერთხელ გამოგვიყენებია კიდეც ამ მცენარის თვისებები. მას ნამდვილად ბევრი დაავადების დროს შეუძლია ჩვენი დახმარება. კატაბალახას აქტიურად იყენებენ: ნევრასთენიისა და ფსიქასთენიის მსუბუქი ფორმების სამკურნალოდ, ღვიძლისა და ნაღვლსადენი გზების დაავადებების დროს, როდესაც ამას თან ახლავს კუჭისა და ნაწლავების სპაზმები, ასევე: გულსისხლძარღვთა ნევროზების, სტენოკარდიის საწყისი სტადიის შემთხვევაში, ჰიპერტონული დაავადების, კლიმაქსით გამოწვეული აშლილობის დროს.
კატაბალახას ნაყენისთვის 1-1,5 სადილის კოვზი ფესურები და ფესვები მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური და ადუღეთ წყლის აბაზანაზე 15 წუთის განმავლობაში. გასაცივებლად დატოვეთ 45 წუთი, გაწურეთ, დაუმატეთ ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის მიღებამდე. შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. მიიღეთ 1-2 სადილის კოვზი დღეში 3-4-ჯერ, ჭამის შემდეგ. ნაყენი კარგად მოქმედებს თავის ტკივილების დროსაც.
ნახარშის მისაღებად აიღეთ 1-1,5 სადილის კოვზი კატაბალახას ფესურები და ფესვები, მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური, დადგით დაბალ ცეცხლზე 30 წუთის განმავლობაში. გასაცივებლად გააჩერეთ 2 საათი. გაწურეთ. დაუმატეთ ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის მიღებამდე. შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. მიიღეთ თითო სადილის კოვზი 3-4-ჯერ დღეში.
კატაბალახას დამამშვიდებელი მოქმედება მჟღავნდება ნელა, მაგრამ საკმაოდ სტაბილურია. პრეპარატების ზედმეტი დოზა იწვევს მოთენთილობას, დათრგუნვის შეგრძნებას. თუმცა, ეს გვერდითი მოვლენები სწრაფად ქრება კატაბალახას პრეპარატების მიღების შეწყვეტის შემდეგ.
ულამაზესი მცენარის საოცარი თვისებები
კალანჰოე, ეს ულამაზესი დეკორატიული მცენარე, რომელიც თქვენს ინტერიერს საოცრად უხდება, ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობის თვალსაზრისითაც. სამკურნალო თვისებებიც აქვს. მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ კალანჰოეს ძალიან ბევრი, 100-ზე მეტი სახეობიდან, სამედიცინო მიზნებისთვის მხოლოდ ორი გამოიყენება: კალანჰოე პინნატა და კალანჰოე დაიგრემონტიანა.
ამ მცენარეს განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება და ადვილად ეგუება ოთახის პირობებს. კალანჰოე განათებულ ადგილას დადგით, ადვილად იტანს ზამთრის სიგრილეს, არანაკლებ 10 გრადუსისა. სჭირდება ცოტა წყალი. უმჯობესია, თუ წყალს ლამბაქზე დაუსხამთ. მორწყვიდან მორწყვამდე მიწას შეშრობა აცადეთ. ზამთრის პერიოდში კი, იშვიათად მორწყეთ. მოაცილეთ დამჭკნარი ყვავილები, რომ ამან მცენარის ლპობა არ გამოიწვიოს.
კალანჰოეს აქვს ანთების საწინააღმდეგო, ქსოვილთა აღმდგენი თვისებები. სწრაფად წმენდს ჭრილობებსა და წყლულებს ნეკროზული ქსოვილებისგან და აჩქარებს მათ შეხორცებას. კალანჰოეს წვენი ფართოდ გამოიყენება მედიცინაში. მის სპირტიან ნაყენს სახსრების ანთებითი პათოლოგიების დროს დადებითი ეფექტი აქვს. ასეთ ექსტრაქტს დიფუზიურობა ახასიათებს, ანუ ქსოვილებში გაიწოვება და მისი ანთების საწინააღმდეგო ეფექტი ვრცელდება სახსრის ირგვლივ მდებარე ქსოვილზე, ასევე, თვით სახსრის სტრუქტურებზეც.
კალანჰოეს ნაყენი ძალიან სასარგებლოა სისხლძარღვებისა და სახსრების ტკივილის სამკურნალოდ. მის მოსამზადებლად აიღეთ ნახევარლიტრიანი ბოთლი, სანახევროდ აავსეთ კალანჰოეს დაქუცმაცებული ფოთლებით, შეავსეთ სპირტით ან არყით. დადგით ერთი კვირით ბნელ და გრილ ადგილას, დროდადრო შეანჯღრიეთ. საღამოობით ამ ნაყენით დაიზილეთ ფეხები ტერფებიდან თეძოებამდე. ტკივილი მალე გაივლის, მაგრამ სისხლძარღვოვანი ბადის გასაქრობად, 3-4 თვე დაგჭირდებათ.
კალანჰოეს წვეთებს აგრეთვე, იყენებენ საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევის, დამწვრობის, ქრონიკული დაღლილობისა და უამრავი დაავადების წინააღმდეგ.
ამ მცენარის წვენისგან სურდოს საწინააღმდეგო შესანიშნავ წვეთებს ამზადებენ.
ამისთვის დაგჭირდებათ მცენარის მინიმუმ 3-წლიანი ფოთლები. გახსოვდეთ, რომ სამკურნალო წვეთები სპეციფიკურია და იწვევს ცემინებას. კალანჰოეს ფოთოლი დანაყეთ წვენის გამოსვლამდე და დოლბანდში გაწურეთ, თანაბარი პროპორციით დაუმატეთ წყალი. ეს წვენი ჩაიწვეთეთ ნესტოებში ორ-ორი წვეთის ოდენობით. შემდეგ კი შეინახეთ მაცივარში.
ცირცელი – მკურნალი
ამ მცენარეს ნამდვილად უამრავი კარგი თვისება აქვს. მისი დახმარებით ბევრი დაავადების გამკლავება შეგვიძლია.
ცირცელი აფერხებს სიმსივნის განვითარებას. ის „კლავს“ ავთვისებიანი სიმსივნის უჯრედებს სარძევე ჯირკვალში, ღვიძლში, თავის ტვინში, ფილტვებსა და მსხვილ ნაწლავში. აფერხებს სიბერის პროცესს, ამცირებს გულის დაავადებების რისკს, მაღალ არტერიულ წნევას და ხელს უწყობს კარგი ქოლესტერინის გამომუშავებას.
ცირცელის ნაყოფი 4-8 პროცენტ შაქარს შეიცავს (ფრუქტოზა, გლუკოზა, სორბოზა, საქაროზა). მის შემადგენლობაში ასევე შედის 2 პროცენტზე მეტი ვაშლის, ლიმონისა და ყურძნის მჟავები. ცირცელი შეიცავს ვიტამინების მნიშვნელოვან რაოდენობას. მისი ნაყოფი განსაკუთრებით სასარგებლოა, რადგან ზრდის კალიუმის პერმანგანატის, რკინის, სპილენძისა და ალუმინის შემცველობას.
ცირცელის თესლი შეიცავს გლუკოზიდ ამიგდალინს და ცხიმოვან ზეთს. ფოთოლი კი მდიდარია C ვიტამინით, ბიოლოგიურად აქტიურ შენაერთთა რამდენიმე ჯგუფი შედის ცირცელის ქერქის შემადგენლობაში, მერქანში, ფოთლებსა და ყვავილებში.
შეგიძლიათ, მისი ნაყოფი ნედლადაც მიირთვათ. თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, მას გადაუმუშავებელი სახით იყენებენ. მისგან ამზადებენ ხილფაფას, მარმელადს, მურაბას, ღვინოს, ლიქიორს, ძმარს, სამკურნალო სიროფებს. ამ მხრივ დიდი პოპულარობით სარგებლობს ნაყოფის წვენი შაქართან, დაკონსერვებულ მდგომარეობაში.
ცირცელის ნაყოფსა და ყვავილებს გამხსნელ და ოფლმდენ საშუალებად იყენებენ. ცირცელის ყვავილი ძალიან კარგია საშარდე ორგანოების კენჭოვანი დაავადების დროს. ნაყოფთან ერთად კი, მას იყენებენ ნივთიერებათა ცვლის დარღვევის, გაციებისა და კუჭ-ნაწლავის დაავადების დროს. ცირცელის ხის ქერქი ძალიან სასარგებლოა მეხსიერების გასაუმჯობესებლად.
ცირცელის ნაყოფის წვენი გამოიყენება კუჭის წვენის დაბალმჟავიანობისას. გაითვალისწინეთ, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად, თითო ჩაის კოვზი წვენი უნდა მიიღოთ ჭამის წინ.
ცირცელის ნაყოფი გამოიყენება მეჭეჭების, პაპილომების მოსაშორებლად. ნაყოფის ახლადგამოწურული წვენი კარგია ბუასილის სამკურნალოდ, ასევე, ხელს უწყობს სიმაღლეში ზრდას.
გამოიყენეთ ოფლის მოსადენად, თირკმელისა და შარდის ბუშტის კენჭოვანი დაავადებების დროს, ავიტამინოზის შემთხვევაში. ამისთვის კი, აიღეთ ერთი კილოგრამი ახლად დაკრეფილი ცირცელი და გამოწურეთ წვენი. მოხარშეთ წვენი 600 გრამ შაქართან ერთად.
40 გრამი ნაყოფი დანაყეთ, დასხით 200 მილილიტრი მდუღარე წყალი და 4 საათი დადგით. აანჯღრიეთ, გაფილტრეთ კარგად სამფენა დოლბანდში და შაქარი დაუმატეთ გემოვნებით.
ომბალო – უგემრიელესი სანელებელი და სამკურნალო მცენარე
ომბალოს გემო ყველამ იცის, მაგრამ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ამ მცენარეს ძალიან ბევრი სასარგებლო თვისება აქვს. როცა ომბალოთი მომზადებულ ტყემალს მივირთმევთ, მასში შემავალი ომბალო ბევრ ჩვენს დაავადებას ებრძვის და თან, ძალზე ეფექტურად.
ზოგადად, ომბალოს ეთერზეთები გამოიყენება არომატიზატორად პარფიუმერიაში; საკონსერვო და საკონდიტრო წარმოებაში; ყველის, კანფეტების, ჩაის, გამაგრილებელი და უალკოჰოლო სასმელების, ლიქიორებისა და ძმრის წარმოებაში. შედის სხვადასხვა ჩაის ნაკრებების შემადგენლობაში.
ხალხური მედიცინა იყენებს როგორც ჭრილობის შესახორცებელ და ანტისპაზმურ, ანტისეპტიკურ საშუალებას. ის აგრეთვე, კარგია ყივანახველის, ბრონქული ასთმისა და ისტერიკის დროს, დამაწყნარებელ საშუალებად და ასევე, ნერვული აშლილობის სამკურნალოდ. გარდა ამისა, ომბალო შესანიშნავია იმითაც, რომ მისი სურნელი აფრთხობს რწყილებს.
ომბალო ეფექტურია ღრძილების ანთებისა და პირის ღრუს სხვა დაავადების სამკურნალოდ. ამისთვის გამოივლეთ პირში მისი ნაყენი.
ალბათ, ცოტამ თუ იცის, რომ ომბალოს აქვს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, შარდმდენი, ანტიბაქტერიული და მადეზინფიცირებელი თვისებები. ომბალოში შემავალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები ხსნის მომნელებელი ორგანოების სპაზმებს და აუმჯობესებს მომნელებელი ფერმენტების სეკრეციას. გამოიყენება მეტეორიზმის, პოდაგრის, ნაწლავების, კუჭისა და ნაღველკენჭოვანი დაავადებების დროს.
გარდა ამისა, ომბალო ამშვიდებს ნერვულ სისტემას, აუმჯობესებს მადას, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას. აწესრიგებს ძილს, ხსნის თავის ტკივილებს და შაკიკს. ამკვრივებს სისხლძარღვებს, ასტიმულირებს გულის მოქმედებას, აუმჯობესებს მეხსიერებას.