კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№29 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: ხშირად ჩემს ახლობლებს ვერ ვპატიობ ჩადენილ საქციელს. ამით ვიტანჯები, მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებ. როგორ მოვიქცე?
პასუხი
: ლოცვაში – „მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა“, იგულისხმება, რომ ჩვენც ისევე მოგვეტევება უფლისგან, როგორც ჩვენ მივუტევებთ მოყვასს. ვისაც პატიება არ შეუძლია – ტრაგედიაა ეს იმ ადამიანისთვის. მიტევების უნარი აუცილებელია. ხოლო, ვისაც გულწრფელი მცდელობის მიუხედავად, არ აპატიებენ, შეუძლია, გულმშვიდად იყოს.
კითხვა: ჩემი წინაპარი უგზო-უკვლოდ დაიკარგა დიდ სამამულო ომში. შეიძლება თუ არა მისი მოხსენიება სხვა მიცვალებულებთან ერთად?
პასუხი:
თუ თქვენი წინაპარი იყო მართლმადიდებლურად მონათლული, შეგიძლიათ, ის მოიხსენიოთ მოსახსენიებელში და ილოცოთ მისი სულისთვის.
კითხვა: როგორ უყურებს ქრისტიანობა ტრანსპლანტაციას, ორგანოთა გადანერგვას საჭიროების შემთხვევაში?
პასუხი
: ეკლესია გვასწავლის ადამიანის სხეულის პატივისცემას, რათა არ გახდეს ის ექსპერიმენტების საგანი. კატეგორიული აკრძალვა ორგანოთა გადანერგვასთან დაკავშირებით ეკლესიას არ გააჩნია. თუმცა, მნიშვნელოვანია, რა შემთხვევაშია დაუშვებელი ტრანსპლანტაცია. კერძოდ, არ შეიძლება იმ ადამიანის ორგანოს გადანერგვა, ვინც გასაჭირშია ჩავარდნილი. თუ ის თავის ორგანოს ნებაყოფლობით იძლევა – ეს მის მიერ გაღებული მსხვერპლია. ყიდვა-გაყიდვა კი უზნეობაა. სრულიად დაუშვებელია ახალშობილთა გაყიდვა ორგანოთა გადანერგვის მიზნით. ასევე, დაუშვებელია აბორტის შემდეგ ადამიანის ნაყოფის სხვადასხვა ნაწილის გამოყენება, მით უფრო, რომ თვით აბორტიც უმძიმესი ცოდვაა.
კითხვა: ჩვენ გვერდით არსებობენ სხვადასხვა გზით გამდიდრებული ადამიანები. შეიძლება თუ არა მდიდარი ადამიანი იყოს „სულით გლახაკი“?
პასუხი:
მდიდრებსაც შეუძლიათ იყვნენ „სულით გლახაკნი“, თუ შეიგნებენ, რომ ხილული სიმდიდრე წარმავალია და ის ვერ შეცვლის სულიერ სიკეთეს. ამიტომ მათ ბევრი სიკეთე უნდა აკეთონ, სხვებს დაეხმარონ და მხოლოდ სიმდიდრის მოხვეჭითა და დაგროვებით არ უნდა შემოიფარგლონ.
კითხვა: შეიძლება თუ არა ფსიქიკური დარღვევების მქონე ადამიანის ზიარება (იქიდან გამომდინარე, რომ ის სრულყოფილ აღსარებას ვერ იტყვის) და ჩაითვლება თუ არა ცოდვად ასეთი ადამიანის მიერ ჩადენილი თვითმკვლელობა?
პასუხი
: ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანებს ეკლესია აზიარებს. ასეთი ადამიანებისთვის ეკლესიაში არსებობს სპეციალური ადგილი – სტოა (სწორედ აქ ხდება მათი ზიარება). ხოლო თუ ფსიქიკური დარღვევების მქონე ადამიანი ჩაიდენს თვითმკვლელობას, ასეთ დროს გარდაცვლილზე აღსრულდება საეკლესიო წესი და მისი ლოცვებში მოხსენიებაც შესაძლებელია, რადგან ასეთმა ადამიანმა ეს საქციელი გაუცნობიერებლად ჩაიდინა.
კითხვა: ჩვენში არსებობს გამოთქმა, როდესაც ბავშვი ამა თუ იმ საქციელს ჩაიდენს, ნათლიამ დაანათლაო. მართლაც შეიძლება თუ არა ნათლობის დროს ნათლიამ ნათლულს დაანათლოს რამე?
პასუხი:
ეს გამოთქმა არასწორია და საეკლესიო კანონიკასთან არაფერი აქვს საერთო. ნათლობის საიდუმლოს აღასრულებს ღმერთი მოძღვრის ხელით, ხოლო ნათლია დებს პირობას, რომ ბავშვს აღზრდის ქრისტიანული რწმენის შესაბამისად. ამდენად „დანათვლა“, როგორც ასეთი, არ ხდება. თუმცა, სასურველია, ნათლიამ უსურვოს ყველა ის სიკეთე ნათლულს, რაც თავად გააჩნია და ილოცოს მისთვის.скачать dle 11.3