№29 სედოსანი – იცხოვრე უხერხული მომენტების გარეშე!
ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი ჰომეოპათიური საშუალება „სედოსანი” გამოჩნდა. მას ქართველი ექიმები რეკომენდაციას უწევენ, როგორც უნიკალურ საშუალებას: ჰემოროიდული დაავადებების, ბუასილის სამკურნალოდ. „სედოსანს” აქვს სწრაფი და ეფექტური სამკურნალო თვისებები და არის 100 პროცენტით ნატურალური. მისი გამოყენება თავიდან აგაცილებთ ქირურგიული ჩარევის აუცილებლობას, მწვავედ მიმდინარე ბუასილის დროსაც კი. „სედოსანის” უპირატესობების შესახებ მედიცინათა მეცნიერებათა დოქტორს, მარია გოგობერიშვილს გავესაუბრეთ.
მარია გოგობერიშვილი: ბუასილი, ანუ ჰემოროიდული პრობლემა, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა. თანამედროვე ცხოვრებაში. თითქმის მთლიანი მოსახლეობის 5 პროცენტს აქვს გამოხატული და საკმაოდ მძიმედ მიმდინარე ბუასილი. ბუასილის გამოვლინება იცვლება მისი სახეობიდან გამომდინარე. ეგრეთ წოდებული შიდა ბუასილი, ძირითადად, უმტკივნეულოა და ვლინდება სისხლდენით დეფეკაციის დროს, კუჭში გასვლის პროცესის სხვადასხვა დარღვევით (არასრული დაცლის შეგრძნებით, განავლის ფორმის შეცვლით, დეფეკაციის იმპერატიული - სასწრაფო და შეუკავებელი მოთხოვნით, სწორი ნაწლავიდან ლორწოს გამოყოფით). გარე ბუასილი პირიქით ვლინდება – გამოხატული ტკივილით და ძლიერი დისკომფორტით, შემაწუხებელი ქავილით უკანალის არეში და კუჭში გასვლის გართულებით. ბუასილის გამომწვევი ფაქტორებია: გენეტიკური მიდრეკილება, ქრონიკული ყაბზობა ან პირიქით – ხშირი აშლილობა და დისბაქტერიოზი, ჭარბი წონა და მჯდომარე ცხოვრების წესი, სიმძიმეების აწევა, ხშირი და ინტენსიური ჭინთვები. ამას გარდა, ორსულობა და მშობიარობა ბუასილის აღმოცენების ან გამწვავების ხშირი მიზეზია.
საქართველოში გავრცელებულია აზრი, რომ ბუასილის მკურნალობის ძირითადი მეთოდია ქირურგიული ჩარევა. ეს მოსაზრება ეფუძნება იმას, რომ მედიკამენტური მკურნალობისთვის გამოიყენება, ძირითადად, ეგრეთ წოდებული სიმპტომური საშუალებები. ანუ, დროებითი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტის მქონე მალამოები და სანთლები, რომელთა მიზანია, მოუხსნას პაციენტს ტკივილი ან დისკომფორტი მანამ, სამან ორგანიზმი თვითონ არ გადალახავს ბუასილის გამწვავების პროცესს. პაციენტს ეძლევა, აგრეთვე, საკმაოდ რთულად შესასრულებელი რეკომენდაციები, როგორიცაა 10-წუთიანი მჯდომარე ცხელი აბაზანები ყოველი კუჭში გასვლის შემდეგ, დიეტა, ცხოვრების წესის შეცვლა და სხვა. მაგრამ, გარკვეულ შემთხვევებში სიმპტომური მკურნალობა არ გვაძლევს საკმარის ეფექტს ან მიღწეული ეფექტი ძალზე ხანმოკლეა. ასეთ შემთხვევაში, განიხილება ქირურგიული ჩარევის საჭიროება. თანამედროვე სამედიცინო შეხედულებების თანახმად, ქირურგიული ჩარევა არ არის ოპტიმალური მიდგომა. ამერიკელი გასტროენტეროლოგების ასოციაცია ურჩევს ექიმებს, განიხილონ ქირურგიული ჩარევა როგორც უკიდურესი ზომა: ის შეიძლება, გახდეს აუცილებელი მხოლოდ გარკვეულ სიტუაციებში.
– ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე გამოჩნდა ბუასილის სამკურნალო ახალი საშუალება „სედოსანი.” გვიამბეთ მისი უპირატესობების შესახებ.
– ყველა ამ ზემო აღნიშნულის შემდეგ, თვალნათელი ხდება, რომ მნიშვნელოვანია ახალი, ეფექტური პრეპარატების შექმნა ბუასილის სამკურნალოდ. ასეთია ჰომეოპათიური პრეპარატი „სედოსანი”. მას გააჩნია ბევრი უნიკალური უპირატესობა სხვებთან შედარებით. უპირველესად, ის სრულიად უსაფრთხოა და 100 პროცენტით ნატურალური საშუალება, მასში შედის მხოლოდ მცენარეული კომპონენტები. „სედოსანი” პერორალურად, წვეთების სახით მისაღები პრეპარატია და შესაბამისად, მას აქვს არა ადგილობრივი და სიმპტომური, არამედ სამკურნალო მოქმედება. მისი სამკურნალო მოქმედება ვლინდება არა მარტო სწრაფი და გამოხატული გაუმჯობესების სახით – მისი გამოყენების შემდეგ რეციდივების სიხშირე მცირდება, ზოგიერთ შემთხვევაში კი, დაავადების სიმპტომები საერთოდ აღარ მეორდება. „სედოსანის” ყველა კომპონენტი ტრადიციული და დიდი ხნის გამოცდილია. ის შეიცავს ჰომეოპათიური მეთოდით დამუშავებულ ბალახეულ ექსტრაქტებს, რომლის სამკურნალო თვისებები კარგადაა ცნობილი. კოწახური – ხასიათდება ძლიერი ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და რეგენერაციული მოქმედებით, ამცირებს სისხლის შეგუბებას, თრომბოზის რისკს, ხსნის ქავილს, ზედმეტ მგრძნობიარობას. ჰამამელისი, ანუ ცრუ არნიკა – გავრცელებულია ჩრდილოეთ ამერიკაში და დამტკიცებულია, რომ ანთების საწინააღმდეგო და ანტითრომბოზული თვისებების გამო გამოიყენება სხვადასხვა პრეპარატში აშშ-ის ტერიტორიაზე, როგორც ბუასილის სამკურნალოდ რეკომენდირებული. საბედნიეროდ, ჰამამელისი - გავრცელებულია არა მარტო ამერიკის კონტინეტზე, ის საკმაოდ ხშირად გვხდება საქართველოს მთებშიც. ამის წყალობით ჰამამელისის ახალი და საღი ნედლეულია გამოყენებული პრეპარატ „სედოსანში” ერთ-ერთ წამყვან კომპონენტად. იორდასალამი – შეიცავს ალკალოიდს პიონინს და ხასიათდება გამოხატული ანტიკონგესტიკური და რეგენერაციული ზემოქმედებით. გამოიყენება არა მარტო ბუასილის, არამედ ვარიკოზული დაავადებისა და ტროფიკული წყლულების სამკურნალოდ. ტუია – სიცოცხლის ხე – აქტიური გლიკოზიდებისა და ალკოლოიდების წყალობით გამოიყენება ანთების, შეშუპებისა და შეგუბების საწინააღმდეგოდ. ხელს უწყობს შეხორცების პროცესებს და გრანულომების გაწოვას.
აქტიური და უსაფრთხო კომპონენტების წყალობით, პრეპარატ „სედოსანის” გამოყენება კლინიკურ პრაქტიკაში გვაჩვენებს სწრაფ და სრულფასოვან შედეგებს.
ცალკე აღსანიშნავია, რომ პრეპარატს არ ახასიათებს გვერდითი მოქმედება და არასასურველი ეფექტები. პრეპარატ „სედოსანის” ეს თვისება განსაკუთრებულით მნიშვნელოვანია ორსული ქალების მკურნალობისას. ბუასილი ხშირი მდგომარეობაა ორსულობის დროს და მშობიარობის შემდგომ პერიოდში. სტატისტიკური მონაცემებით, ორსულთა 0,2 პროცენტში საჭირო ხდება მკურნალობა. „სედოსანის” შემთხვევაში, მისი უსაფრთხოება და გვერდითი ეფექტების არარსებობა, ანიჭებს ამ პრეპარატს სერიოზულ უპირატესობას. ჩვენი კლინიკური გამოცდილება სრულიად ადასტურებს პრეპარატ „სედოსანის” სწრაფ და შედეგიან სამკურნალო თვისებებს, პაციენტები კარგად იტანენ და ცხოვრების ხარისხსიც რეალურად უუმჯობესდებათ.
დეტალური ინფორმაციისთვის, დარეკეთ ტელეფონზე: 555 585543.
„სედოსანის” შეძენა შესაძლებელია აფთიაქებში, გაიცემა ურეცეპტოდ.