კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№29 რა ქონება აქვთ პარლამენტარ ნატო ჩხეიძესა და მის მეუღლე ზაზა ოქუაშვილს

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე


 საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი ნატო ჩხეიძე 1960 წელსაა დაბადებული და ის საქართველოს პარლამენტში საარჩევნო ბლოკ „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიციის“ პარტიული სიით მოხვდა. მანამდე კი, მეხუთე მოწვვის პარლამენტის წევრიც იყო (1999-2004 წლებში) საარჩევნო ბლოკ: „საქართველოს აღორძინების“ პარტიული სიით. უმაღლესი განათლება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე მიიღო. მისი შრომითი ბიოგრაფია საქართველოს სახელმწიფო წიგნის პალატის ბიბლიოთეკაში დაიწყო 1977 წელს, სადაც ის 1978 წლამდე ტექნიკოსად მუშაობდა. 1978-1984 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში სწავლობდა; 1984-1986 წლებში ორდინატურა გაიარა თსსი-ის პოლიკლინიკის ანატომიის ლაბორატორიაში; 1986 წელსვე დაინიშნა თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფოს ექიმად (1994 წლამდე) შემდეგ, 1999 წლამდე თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში მუშაობდა ასისტენტად, 1999-2004 წლებში პარლამენტის წევრი იყო, 2004 წელს – ტელეკომპანია „იბერიის“ რედაქტორი, 2004-დან 2016 წლამდე კი – შპს „ომეგას“ განყოფილების ხელმძღვანელი, ვიდრე მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი გახდებოდა.
ნატო ჩხეიძის მიერ ბოლოს შევსებული დეკლარაცია 2016 წლის 30 დეკემბრით თარიღდება, რომელიც მან შეავსო, როგორც პარლამენტის წევრმა და ოჯახის წევრებად მიუთითა მეუღლე, 1963 წელს დაბადებული ზაზა ოქუაშვილი და ორი შვილი: 1998 წელს დაბადებული რატი და 2000 წელს დაბადებული გიორგი.
ნატო ჩხეიძის საკუთრებაა: ბინა თბილისში, საირმის ქუჩაზე (170 კვ. მ.), ბინა ჭავჭავაძის გამზირზე (428,3 კვ. მ.) ავტოფარეხებით; მიწის ნაკვეთი წყნეთში (1 203 კვ. მ.) და მიწის ნაკვეთი (როსტომ ჩხეიძესთან ერთად) გორის რაიონის სოფელ ყელქცეულაში (9 376 კვ. მ.). ზაზა ოქუაშვილს კი ეკუთვნის: საცხოვრებელი სახლი თბილისში, ოდესის ქუჩაზე (1 081 კვ. მ.), მიწის ნაკვეთი სოფელ დიღომში (4 200 კვ. მ.), საცხოვრებელი სახლი ოქროყანაში (1 310 კვ. მ.), არასაცხოვრებელი ფართის წილი (21,24 პროცენტი) თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე (95 კვ. მ.), არასაცხოვრებელი ფართის წილი (9,12 პროცენტი) თბილისში, ასევე, ცინცაძის ქუჩაზე (3 866 კვ. მ.), მიწის ნაკვეთი წყნეთში (6 023 კვ. მ.), არასაცხოვრებელი ფართი გორის რაიონის სოფელ კარალეთში (39 987 კვ. მ.), საცხოვრებელი სახლის წილი გორში, კოსტავას ქუჩაზე (515 კვ. მ.) და ბინა ლონდონში (170 კვ. მ.).
ამას გარდა, ნატო ჩხეიძის საკუთრებაა 10 000 ლარზე ძვირად ღირებული ფერწერული ტილო და პიანინო, ხოლო ზაზა ოქუაშვილს კი ჰყავს „ბე ემ ვე X6“.
ზაზა ოქუაშვილი პანამის ოფშორში ინახავს 200 ერთეულ 200 აშშ დოლარის ღირებულების აქციას, ხოლო შვეიცარიაში 40 აშშ დოლარის ღირებულების 125 000 ობლიგაციას.
დეკლარაციის შევსების მომენტში ნატო ჩხეიძეს ნაღდ ფულად 7 500 ლარი ჰქონდა, მის მეუღლეს – 8 500 ლარი.
დეკლარაციაში ცარიელია გრაფა, რომელიც ეხება სამუშაოს, რომელიც ანაზღაურდა, თუმცა ზაზა ოქუაშვილს 2015 წლის განმავლობაში მიუღია შემდეგი შემოსავლები: 52 649 ლარი, 78 880 ლარი, 10 140 ლარი და 20 119 ლარი ოთხი არასაცხოვრებელი ფართის იჯარიდან.
ნატო ჩხეიძეს კი ჰქონდა გასავალი: სწავლის საფასურად 49 200 ლარი გადაიხადა, რემონტი კი 21 700 ლარი დაუჯდა.
скачать dle 11.3