კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№29 „არ ვარ მე ის კაცი“

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ანუ ვის უნდა მოვუკითხოთ „პირადები“?!

  იმ მარტივი მიზეზით, რომ ეს ჩვენი  პრეზიდენტი სასახლეშიც ცხოვრობს და ადმინისტრაციაც მსუყედ ჰყავს დაკომპლექტებული და ჩახელფასებულიც (ჩვენ უკვე მივეჩვიეთ, ლამისაა დამოუკიდებლობის აისიდან, რომ ამ ჩვენს ღარიბ ხალხს მდიდარი მხოლოდ მთავრობა ჰყავს), რაკი პეტრო პოროშენკოს ელის, ქართულ მედია-საშუალებებს პრესრელიზები დაუგზავნეს.
  ოღონდ ისე მოხდა, რომ (ჩვენთვის უცნობ მიზეზთა გამო: იქნებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელი წუხანდელი ღამენათევი იყო?!) ეს ჩვენი პეტრო პოროშენკო პოლონეთის პრეზიდენტად შემოგვასაღეს.
  მომყავს ციტატა პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესრელიზიდან: „გაცნობებთ, რომ 2017 წლის 17-19 ივლისს საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით, მეუღლესთან ერთად, ეწვევა პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო. მეილზე მიმაგრებულ დოკუმენტში გიგზავნით პროგრამას, სადაც მითითებულია პუნქტები მედიისთვის, ასევე ის ღონისძიებები, რომელსაც გადაიღებენ მხოლოდ პირადები (სტილი დაცულია, პუნქტუაციაც და არც ის მკითხოთ, თუ რას ნიშნავს „პირადები“)“.
  მეტიც, აი, იმ წერილზე (პრესრელიზში რომ „მეილადაა“ მოხსენიებული) მიმაგრებულ დოკუმენტში ვკითხულობთ: „ჩამოსვლის საათი უცნობია“, მაგრამ „მედია აეროპორტში უნდა იყოს, სასახლეში ???“.
 და თუმცა მოგვიანებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მოიბოდიშა, ოღონდ იქაც ვერ ასცდა მარცხ (სულ ბოდიშ-ბოდიში იხადა), ჩვენთვის ისევ დილემად დარჩა: და მაინც, „რა ტყუილად ვაჭმევთ პურსა“?! –   
скачать dle 11.3