კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№29 ძველ წრეზე

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

 
ანუ გაიღვიძეთ, დეპოში ვართ?!

 შესაძლოა, იმიტომ რომ, არაფერია ახალი მზისქვეშეთში, ეს ჩვენი ოკუპანტი ისევ ძველ წრეზე ტრიალებს. ტრიალებს და ჩვენც გვატრიალებს.
 სახელდობრ, შევიტყვეთ, რომ კაზაკთა რაზმები რფ-ის „ეფ ეს ბეს“ სასაზღვრო სამსახურთან ერთად დაიცავენ ოსეთის საზღვარს საქართველოსთან (ამჯერად მხოლოდ ჩრდილო ოსეთზეა ბაასი).
 ჯერ კიდევ 2013 წელს დაუდვიათ შეთანხმება ალანურსა და ტერსკის კაზაკთა შენაერთებს „ეფ ეს ბეს“ სასაზღვრო სამსახურთან (მომყავს ციტატა): „ურთიერთდახმარების შესახებ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დაცვის შესახებ“, რომელიც ძალაში პირველი ივნისიდან შესულა.
შესაბამისად, კაზაკები საზღვრის მთელ პერიმეტრზე იმოძრავებენ, შეამოწმებენ სასაზღვრო ზოლში მყოფი პირების საბუთებს და განმარტებით სამუშაოსაც ჩაუტარებენ ჩრდილო ოსეთის მკვიდრებსა და სტუმრებს.
 იქვე გვამცნობენ, რომ კაზაკების მონაწილეობა რფ-ის საზღვრის დაცვაში მეტად ეფექტიანიაო, საზღვრის დამრღვევების გამოვლენის მიზნით.
 გასაკვირი თითქოს არაფერია, თუმცა, თუ გავისხენებთ, რომ ჩრდილო ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკა ყაზბეგის რაიონიდან გვესაზღვრება, თრუსოს ხეობაზე კარგა ხანია, უჭირავთ თვალი სეპარატისტებს (ეგეც „იუჟნაია ოსეტიააო“), მთლად შემთხვევითი არ უნდა იყოს კაზაკების გამოჩენა, იმის პარალელურად, რომ ჩეჩნეთის რესპუბლიკა პანკისის ხეობითაა შეშფოთებული (იქიდან წასული სახალიფოს მებრძოლები უკან ბრუნდებიან და საფრთხეს შეუქმნიან რფ-ის სამხრეთის საზღვრებსო). გუმანითაც საგრძნობია, რომ რფ მთლად სასიკეთო საქმისთვისაც არ ემზადება და ერთი იმის იმედია, რომ ჩვენს სპეცსამსახურს არ სძინავს!скачать dle 11.3