კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№28 როგორ გადაიკვეთა ენძელა მაჭავარიანის ცხოვრება ბიძინა ივანიშვილთან და რას უპირებს მას მემუარებში

თათია ფარესაშვილი თამუნა ნიჟარაძე


 დეპუტატი ენძელა მაჭავარიანი, რომელიც საქართველოს პარლამენტის წევრი „ქართული ოცნების” სიით გახდა, დიდი პოლიტიკისთვის დებიუტანტია, თუმცა, აქტიური ჟურნალისტური წარსულის წყალობით, ყოველთვის იყო პროცესების ეპიცენტრში და საყვარელმა პროფესიამ, იმ ადამიანებს შეახვედრა, ვინც ჩვენი უახლესი წარსულის ქართულ რეალობას ქმნიდნენ. დეპუტატის მანდატს არ შეუცვლია, ძალიან გულწრფელი, ემოციური და კომუნიკაბელურია. ხიბლავს თავისუფალი ადამიანები და ჩარჩოებს არც საკუთარ თავს უწესებს. ალბათ, ამიტომაც აღმოჩნდა ახლახან ოპონენტ კოლეგასთან ხალისიან პოლემიკაში, რის გამოც ჟურნალისტების ყურადღების ცენტრში მოხვდა. ენძელა მაჭავარიანთან საუბარი ამ ისტორიით დავიწყეთ. თუმცა, ჩვენს რესპონდენტს, ისიც ვკითხეთ, როგორ გაიცნო ბიძინა ივანიშვილი და ისიც, მართლა არის თუ არა „დესანტის” ლეიტენანტი –„მეთაური“.
ენძელა მაჭავარიანი
: ვერ ვიტყვი, რომ, მხოლოდ  ბოლო პერიოდში გავაქტიურდი. ყოველთვის აქტიური ვიყავი, მაგრამ რატომღაც არ ვხვდებოდი ჟურნალისტების ყურადღების ცენტრში.   მალე 53 წლის ვხდები,  როგორც დღეს ამბობენ, ბავშვობიდან „ცნობადი სახე“ ვიყავი.  და მართლა  არაფერი მაქვს დასამალი. მოვდივარ  ღრმად კომკავშირულ–კომუნისტური  ეპოქიდან –  „არტეკით“ დაწყებული,  ყველა სკოლა მაქვს გავლილი. მაგრამ, ყოველთვის  ვახერხებდი, ვყოფილიყავი ლაღი და გულწრფელი. კომუნისტური რეჟიმი ვერ მზღუდავდა და საქართველოს  დემოკრატიული პარლამენტის წევრის სტატუსი შემცვლის და შემიზღუდავს თავისუფლებას?  ფეროშენადნობთა ქარხნის  მუშის ოჯახში ვარ გაზრდილი, ზესტაფონის რაიონის სოფელ ზედა საქარაში ვცხოვრობდი. მე და ჩემს კლასელებს მთელი წლის განმავლობაში თითო ფორმის კაბა გვქონდა, მაგრამ მაინც ძალიან ლაღად და ხალისიანად გავატარე ბავშვობა. მქონდა ბედნიერება, გავზრდილიყავი კარგ, ჯანმრთელ გარემოში. ჩვენს ეზოში სამი ოჯახი ცხოვრობდა, –  ჩვენ და   ორი ხანშიშესული მეზობელი. ერთ-ერთ გახლდათ  აკადემიკოს ილია აბულაძის და, თამარ აბულაძე, რომელიც საქართველოში 1918 წელს ჩამოვიდა სორბონის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ. საოცარი ქალი იყო. ევროპული ღირებულებები და ქართული ტრადიციები   შერწყმული იყო მის გონებაში.  ბავშვობიდან მასწავლიდა ფრანგულს – ვიდრე შენ სკოლას დაამთავრებ, საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანა გახდებაო. მამაჩემს ეშინოდა, ეუბნებოდა,  ამ ეზოდან ერთი  მხოლოდ თქვენ დარჩით გადაუსახლებელი და  ბავშვს მაინც ნუ გააგონებთ ამას, სადმე არ წამოსცდეს და ჩვენც არ მოგვადგნენო. ჩვენ ყველა, მათ შორის თამარა ბებოც, მოესწრო საქართველოს დამოუკიდებლობას... მე სწორედ იმ ეზოში გავიზარდე, სადაც გაიზარდა ილია აბულაძე – ხელნაწერთა ინსტიტუტის დამაარსებელი და მისი პირველი დირექტორი. მახსოვს, ჩვენთან სტუმრად ჩამოსული  ნიკო კეცხოველი, შოთა ძიძიგური, ელენე მეტრეველი  ეზოში,  ჭურის თავზე რომ ქეიფობდნენ. იმ გარემოში ცხოვრება განსაკუთრებულ  სილაღეს გმატებს, კომპლექსებისგან გათავისუფლებს. ბავშვობიდან ვიყავი ასეთი –რაც არ მომწონდა, ვცდილობდი, შემეცვალა.  მახსოვს, როცა საბავშვო ბაღში მიმიყვანეს და მითხრეს, წრეზე უნდა დავმჯდარიყავი, გავაპროტესტე, ვინ დააკანონა წრეზე ჯდომა, როცა  მე კუთხეში მინდა, დავჯდე-მეთქი (იცინის).
– ახლა დეპუტატი ხართ და  რეგლამენტი ეტიკეტის დაცვას გთხოვთ...
  ვინ დააკანონა ეს ეტიკეტი? რაც პარლამენტში ვარ, ჩემს  ირგვლივ სულ კამერებია, იქაც, სადაც გადაღება არ შეიძლება...  ხანდახან მგონია, რომ ლაივ-შოუში ვარ. მაგრამ, ამაში ხელფასს ტელევიზიები კი არა, ჩვენი ამომრჩევლები გვიხდიან. ვინ „განსაზღვრა”, როგორ უნდა გაიცინო? არც მე მომწონს ასე გადახარხარება, მაგრამ ადამიანი ვარ, რომელსაც ჯერ კიდევ არ დამვიწყებია ეს და გადახარხარებაც შემიძლია... (იცინის). 35 წელზე მეტია,  ჟურნალისტი ვარ.  8 წლის ვიყავი, ზესტაფონის გაზეთში რომ პუბლიკაციებს  ვბეჭდავდი. ვიყავი  აქტიური ჟურნალისტი, გაზეთის მთავარი რედაქტორი, პიარმენეჯერი.  მეორე კურსის ბოლოს დავასრულე ის დრო, როცა ჟურნალისტს ჰგონია, მის ირგვლივ იმისთვის ტრიალებს დედამიწა, რომ რეპორტაჟები წეროს. მოკლედ,  კარგი ჟურნალისტური სკოლა მაქვს  გავლილი...
– რომან გოცირიძის ამბავიც აიტაცა მედიამ.
მოდით, კადრს მიღმა ასეთ თემებზე ნუ ვისაუბრებთ. პრობლემა ადამიანებში არ არის, იმ უტიფრობაშია, რაც  ძირითად ნაწილად იქცა ჩვენი ოპონენტების პოლიტიკაში.  მათ წლები გაატარეს პოლიტიკაში და სასიკეთო რომ არაფერი გაგიკეთებია ხალხის ცხოვრების გასაუმჯობესებლად და კიდევ აქეთ  ლანძღავ წესიერ ადამიანებს, ამას ვერ ვითმენ.  ჩემზე „ნახევრად ხუმრობით“ ნათქვამ ფრაზაზე:  დესანტის  ხელმძღვანელია პარლამენტშიო, გავიცინებ. მაგრამ როცა  ძალიან პატივსაცემ ადამიანს შეურაცხყოფას აყენებენ, არ მოვითმენ.  თორემ,  ვინც მიცნობს, იცის, რომ აგრესიული და შეურაცხმყოფელი საუბარი  არ მახასიათებს.  მიყვარს ადამიანები და ვიცი,  რომ ძნელია ადამიანობა. ყველა ისე ცხოვრობს, როგორც შეუძლია. ამ დედამიწაზე ყველასთვის არის ადგილი.  
– ამ ინციდენტის  შემდეგ, თქვენი სახელიც კი  იუმორისტული გადაცემის თემა გახდა. ხომ არ გეწყინათ  ასეთი ხუმრობა?
  იუმორთან მწყრალად არ ვარ. პირიქით, იუმორით დაჯილდოვებული ვარ და მგონია, ყველას საქმე ცუდადაა, ვისაც საკუთარ თავზე გაცინება არ შეუძლია. ერთხელ, ძველ დროს, სადარბაზოში მძარცველები დამხვდნენ.    ისე მცემეს, სხეული დალურჯებული მქონდა. მაინც არ გავიხადე პალტო. დიდი არაფერი, ნაჭრის პალტო იყო, მაგრამ სიბნელეში ძვირფასი ეგონათ. მხოლოდ ჩანთის წართმევა მოახერხეს.  სახლში რომ ავედი,  ჩემი და მეჩხუბა, გაგეხადა   ეგ პალტო და გაგეტანებინა, თავი რატომ აცემინეო. ცუდად ვიყავი, მაგრამ მაინც ვიხუმრე საკუთარ თავზე: იმხელა ვარ,  რომ მოენდომებინათ, ვერცერთს ვერ ამაცილებდნენ-მეთქი (იცინის). რატომ უნდა მეწყინოს ხუმრობა ჩემს სახელზე. რამდენჯერმე რეპრესირებული ოჯახიდან ვარ. ყველას ერთნაირი სახელი ერქვა და როგორც ჩანს, ჩემი სახელით გამოხატეს პროტესტი კომუნისტური რეჟიმის მიმართ. შვილი რადგან პირველი ვიყავი ენძელა დამარქვეს, იმ იმედით, რომ სახლში სხვა ყვავილებსაც მოიყვანდნენ. რაც სკოლაში შევედი, ძალს ჩემი სკოლის დირექტორი – ბუდუ მაჩიტიძე იყო, ამ ბავშვს სახელი გადაარქვითო და ძალს ჩემი მშობლები... კარგად მოიქცნენ, რომ არ გადამარქვეს. უნივერსიტეტში რომ ვაბარებდი, ქალბატონმა მზექალამ  ჩემი  მატრიკული აიღო, „ხუთიანი“ რომ ჩამიწერა, მერე წაიკითხა სახელი. ეს ენძელა ვიღამ დაგარქვაო, მკითხა გაკვირვებულმა. ქალბატონო მზექალა, მივუგე ღიმილით, რავა ისე გაგიკვირდათ, თითქოს თქვენ ეკა ან მაკა გერქვათ-მეთქი... ამაზე ახლაც  ვიცინით მე და ჩემი ჯგუფელები...  ყვავილები მართლაც  მოვმრავლდით ოჯახში,  ჩემს მეორე დას ია ჰქვია. მას  სახელი თვითონ დავარქვი.  მესამე დას – ლია, მაგრამ ლალის ვეძახით. სხვათა შორის, ამაზე  ხუმრობდა ხოლმე ბატონი  თამაზ კვაჭანტირაძე, რომელსაც თვითონაც სამი გოგო ჰყავს. მეტყოდა ხოლმე, მამაშენს მესამე გოგოზე ბოტანიკა აღარ ეყოო? (იცინის).
– როგორ გადაიკვეთა თქვენი ცხოვრება ბიძინა ივანიშვილთან, რომელმაც გაგიხსნათ გზა პოლიტიკისკენ.
– ბატონმა ბიძინამ ყველას ცხოვრება შეცვალა, როცა იმ რეჟიმისგან გაგვათავისუფლა... მე ჩემს პირად ურთიერთობაზე, ჩემს დამოკიდებულებაზე  მის მიმართ ახლა არ  ვისაუბრებ. ჟურნალისტი ვარ და როცა დრო მოვა, ამას ჩემს მემუარებში დავწერ. იმას ვიტყვი, რომ მე ჩემმა  ბედმა მიმიყვანა სამების ტაძრის მშენებლობაზეც და  პარლამენტშიც. GDS–ში  ვიყავი იმ გადაცემის  პროდიუსერი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შექმნა. მას იქ მომუშავე ყველა ადამიანთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა. მე მას ბევრად უფრო ადრე შევხვდი.  პირველად ვნახე, როცა  სახელმწიფო კანცელარიაში მოვიდა. სამების ფონდის ოფისი მაშინ იქ იყო და ამ დიდებული მშენებლობის სპონსორობის სურვილი გამოთქვა. ანუ,  ჯერ კიდევ მაშინ ვნახე, როცა ხალხი  ფიქრობდა,  რეალურად არსებობდა თუ არა ბიძინა ივანიშვილი (იცინის).  იმ პერიოდში მე სამების ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ვხელმძღვანელობდი.   თავიდან საკმაოდ რთულ  პირობებში მიწევდა მუშაობა.  ხუთი წელი თითქმის უხელფასოდ ვიმუშავე. სხვაგან აღებულ ხელფასს ხშირად ტაძრის მშენებლობას ვახმარდი.  ამისი მოწმე  ჩემ ირგვლივ ბევრი ადამიანია.  თუმცა,  ამ სამსახურის გამო, უარი ვთქვი საკმაოდ პრესტიჟულ  შემოსავლიან სამსახურზე –  გაზეთ „ქართველი ერის” მთავარ რედაქტორობაზე და ამით დღეს ძალიან ბედნიერი ვარ.   სამების ფონდში თავად პატრიარქის მიწვევით მოვხვდი.  მსოფლიო პატრიარქის ვიზიტზე ქუთაისში ძალიან ახლო ურთიერთობა მომიწია  მის უწმიდესობასთან.  ადრე მას, ჯერ კიდევ სტუდენტობისას შევხვდი, როცა  ინტერვიუ ჩავწერე.   მახსოვს,  ერთმა ჩემმა ჯგუფელმა მითხრა, შენი აზრით, ამ ინტერვიუს სად გამოაქვეყნებენო? ჩემი ინტერვიუ პატრიარქთან, სტუდენტურ გაზეთში დაიბეჭდა. წლების   შემდეგ, როცა ქუთაისში შევხვდი მის უწმიდესობას, ის გამესაუბრა და მითხრა, რომ სამების მშენებლობა იწყებოდა. ხომ არ მოინდომებ, შენც დაგვეხმაროო, შემომთავაზა მისმა უწმიდესობამ. მადლობა უფალს, რომ მე არ დამაბრკოლა ჩემმა ასაკმა, კარგმა სამსახურმა, რაზედაც, როგორც გითხარით,  უარი ვთქვი და  სამების ფონდში წავედი სამუშაოდ. იმ პერიოდში, როცა მის უწმიდესობას ინტერვიუზე შევხვდი, ღრმად მორწმუნე არ ვიყავი „მამაო ჩვენოთი“ შემოიფარგლებოდა ჩემი რელიგიური ცოდნა. თუმცა, მონათლულიც ვიყავი და სახლში რელიგიურ წესებსაც ვიცავდით.  მეუფე ექვთიმემ (მაშინ სამების ტაძრის წინამძღვარი იყო) გადამადგმევინა პირველი ნაბიჯები ეკლესიისკენ,  
 მიშა სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის  შემდეგ, იმის მიუხედავად, რომ ბატონი ზურაბ ჟვანიასგან, რომელსაც გაზეთ „კაბადონში” მუშაობის პერიოდიდან ვიცნობდი,    კარგი  სამსახურის  შემოთავაზებაც კი მქონდა, არ ჩავერთე იმ პროცესებში.  ჩემს საქმეს ვაკეთებდი. იმ რევოლუციური ტრიუმვირატისგან კარგს არაფერს ველოდი და ვერც მათ გვერდით   ვიმუშავებდი.  
როდესაც ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა სამების მშენებლობაზე, მის მიმართ დიდი იმედი
და პატივისცემა გამიჩნდა. თუმცა, მაშინ ვერავინ იფიქრებდა,  რომ მომავალში ასე განვითარდებოდა მოვლენები. პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ,  მე  მასთან ერთ-ერთმა პირველმა ინტერვიუ გავაკეთე. ჩვენი საუბარი დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა. ამ შეხვედრამ კიდევ უფრო გააძლიერა ჩემი პატივისცემა მისადმი და ერთმანეთს თანამოაზრეებად დავშორდით.  ის ჩემი ფავორიტი პოლიტიკოსია და ასე იქნება, ვიდრე ის უბედურება მეხსომება, რაც ამ ქვეყანაში ტრიალებდა.   ჩემი სიყვარული მის მიმართ არის ძალიან გულწრფელი.  მე ასეთი ვარ, თუ ადამიანის, ან საქმის მიმართ გულწრფელი არ ვარ,  იქ არაფერი გამომივა. არავინ მძულს, მაგრამ  მერიდება  ისეთი ადამიანის პანაშვიდზე მისვლის, ვინც არ მომწონდა... წლების მიუხედავად, ასეთი დავრჩი. როგორც ჩემი საყვარელი მწერალი  რეზო ინანიშვილი ამბობდა,  მე ვარ ადამიანი,  „ვინც ჯერ კიდევ მომხიბლავ რამეებს ხედავს  სიღარიბეში.“
– თუმცა, დღეს თქვენი სოციალური მდგომარეობა  ბევრად  უკეთესი უნდა იყოს.
–  პარლამენტარის ხელფასის გარდა, სხვა შემოსავალი არ მაქვს. არ ვწუწუნებ,  ამაზედაც გმადლობ, უფალო, მაგრამ GDS–ში ჩემი ანაზღაურება მნიშვნელოვნად მეტი იყო და ჩემი კრედიტის ამ შემოსავალზე მორგება ცოტა გამიჭირდა, თუმცა, ისეთი დროც მახსოვს, როცა ძალიან მიჭირდა...   მანქანა მე  არ მემსახურება,  ზაზა ხუციშვილს მივყავარ ხოლმე ქუთაისში პარლამენტის სხდომებზე. ის არაჩვეულებრივი ადამიანია.  დღესაც ვცხოვრობ ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე, „კარკასი” მომცეს და ის გავარემონტე კრედიტით.   მთავარი ჯანმრთელოობაა, მარტივად მიყვარს ცხოვრება.  გარეგნული ეფექტები და  ბრწყინვალება  ჩემს პიროვნებას არ შეცვლის. რაც ვიყავი წლების წინ, ის ვარ ახლაც და ასეთი ვიქნები სულ. კომფორტს ადრეც ის მიქმნიდა, როდესაც ჩემ გვერდით ადამიანები კარგად არიან და თავს ბედნიერად გრძნობენ,  ასე ვარ დღესაც.   მიყვარს სხვების დახმარება და როგორც გამომდის, ვაკეთებ. მე ვარ სამყაროს ნაწილი. გარემოს დაცვის კომიტეტში თავს კარგად იმიტომ ვგრძნობ, რომ გარემოს დაცვა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მამა, იმის გამო, რომ ფეროს ქარხანაში, მძიმე პირობებში მუშაობდა,  ძალიან ადრეულ ასაკში დაავადმყოფდა და შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანი გახდა. ზესტაფონში, შავ მდინარესთან  ვარ გაზრდილი. მაშინ  ყვირილასთან მიახლოებაც არ შეიძლებოდა. ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, ეს მდინარე სუფთა მენახა. დარწმუნებული ვარ, მალე მოიტოვებს უკან სამყარო დღეს არსებულ პრობლემებს და წინ სწორედ  გარემოს დაცვის  პრობლემები გადმოვა.  
скачать dle 11.3