კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№28 რატომ ჩამოვიდა ქმრის გარეშე ამერიკიდან ნუკი კოშკელიშვილი და რა თანამდებობას სთხოვს ის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე


 მართალია, ნუკი კოშკელიშვილი გათხოვდა და უკვე ორი წელია, ამერიკაში, ქმართან ცხოვრობს, მაგრამ მის მიმართ ინტერესი სამშობლოში არ ნელდება. აინტერესებთ, რას საქმიანობს საქართველოში პოპულარული ნუკი შორეულ ამერიკაში, როგორ ატარებს იქ დროს და როგორ ცხოვრობს მეუღლის გვერდით. მართალია, არაერთი ჭორიც გავრცელდა – თითქოს ნუკი ქმარს შორდება და დაბრუნებას აპირებს, მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. თუ რატომ ჩამოვიდა ნუკი საქართველოში ქმრის გარეშე და რის გამოა ის უფრო ამერიკელი, ვიდრე მისი ქმარი, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.

ნუკი კოშკელიშვილი:
არ გეყოფა ადამიანს წლები, რომ საქართველოს სილამაზეები დაათვალიერო, მეც ასე ვარ. სანამ უცხოეთში გადავწყვეტდი წასვლას, სულ ვამბობდი, საქართველოში ტურიზმი უნდა განვითარდეს-მეთქი. დღეს, მეც სტუმრად ჩამოვდივარ. რამდენიმე დღეა, რაც ჩამოვედი და უკვე მოვასწარი ჩემს საყვარელ ბათუმში ჩასვლა და დასვენება. მე და ბათუმს, საინტერესო სასიყვარულო ისტორია გვაქვს და ჩემთვის ყველაზე საყვარელი ქალაქია. ამიტომ, არ დაველოდე ქმარს, ცოტა მოვესიყვარულე ბათუმს და ისევ იქ დავბრუნდები.
– მარტო რატომ ჩამოხვედი ამ ზაფხულს თბილისში? სად არის შენი ქმარი?
– ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ყოველ ზაფხულს ჩამოვალთ საქართველოში და აქ გავატარებთ დასვენების დღეებს. მას საქმეები ჰქონდა და ამიტომ, მარტოს მომიწია ჩამოსვლა. თუმცა, ბენიც მალე ჩამოვა და ერთად წავალთ ბათუმში. ისეთი სამსახური აქვს, შვებულება ცოტა ხნით ეკუთვნის და იმასაც აქ გაატარებს.
– როგორც კი ნუკი თბილისში ჩამოდის, ყველა მუცელზე აკვირდება. ეს უხერხულობას არ გიქმნის? წარმომიდგენია, როცა გეკითხებიან, ელოდები თუ არა შვილს. რამდენად უხერხული და პირადი კითხვაა ეს შენთვის?
– მართალია, ყველა მუცელზე მიყურებს და მეკითხება, ორსულად ხარო? თქვენ უნდა ნახოთ, ამ მხრივ ბებიაჩემი როგორი აქტიურია – ჩემი მუცლის დამკვირვებელი (იცინის). მაგრამ, ეს სულაც არ არის უხერხული კითხვა ჩემთვის. მიხარია, რომ ჩემი მომავალი შვილით ინტერესდებიან. ბუნებრივია,  როცა წყვილს გულშემატკივრობ და მათთვის კარგი გინდა, მათგან ელოდები კიდეც სიახლეებს. მე და ბენს ძალიან გვინდა, შვილი გვყავდეს. თუმცა, გადავწყვიტეთ, რაღაც პერიოდი დავიცადოთ. სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად გადასვლა და შეგუება, რთული იყო ჩემთვის – არც საბუთები მქონდა გაკეთებული და არც სამსახური. ასეთ დროს, ორსულად ვყოფილიყავი და ეს ყველაფერი გადამეტანა, უფრო რთული იქნებოდა. მე და ბენს ცხოვრების ბოლომდე ერთად ყოფნა გვაქვს გეგმაში. ამიტომ, შვილსაც აუცილებლად გავაჩენთ.
– შენს პირად ცხოვრებაზე არაერთხელ გავრცელდა ჭორი – თითქოს ბენს გაშორდი, პრობლემები გაქვთ და ასე შემდეგ. ეს ჭორები შენც თუ გაიგე და, რა რეაქცია გქონდა?
– თავადაც მიყვარს ჭორების მოსმენა და სულ საქმის კურსში ვარ. ამიტომ, არ მაღიზიანებს, როცა ჩემზე ვიგებ ახალ-ახალ ჭორს. მეც მაინტერესებს, რა ხდება ცნობილი ადამიანების პირადში ვის გაუჩნდება შვილი, ვინ ვის შორდება. ასე რომ, როცა მე ვინტერესდები სხვისი პირადით, როგორ უნდა გამიკვირდეს, თუ სხვა ჩემითაც დაინტერესდა? (იცინის) რომ არ გავიგო ჭორი ჩემს თავზე, შემეშინდება – ვაიმე, აღარავის ვაინტერესებ-მეთქი. ახლა კი, როცა ჭორაობენ, მიხარია. მილიონი ჭორი გამიგია ჩემზე – რომ გავშორდი ქმარს, ჩამოვიდა და აღარ მიდისო, სამსახური დაიწყო და რჩებაო. მაგრამ, ყველაზე მეტად გული მეტკინა, როცა ჩემზე გავრცელდა ჭორი, მოკვდაო. კიდევ ვამბობ, ჭორების მომხრე ვარ – გამაშორე ქმარს, დამაორსულე, მაგრამ ნუ მომაყოლებ ავარიაში და ნუ მომკლავ. ორჯერ მოვკვდი – შემეშინდა და შემძრა. რატომ მკლავ? დაწერე, რომ ქმარი მღალატობს, არ ჯობია?
– ამბობენ, ბენი ნამდვილი ქართველი მამაკაცია, შენ კი უფრო – ამერიკელი. რას გულისხმობენ?
– კი, მართალია, ბენი ნამდვილი ქართველი მამაკაცია და ზოგჯერ ველოდები, ხმებში როდის გამიშლის სიმღერას. დანარჩენითაც, მენტალურად, პატრიოტიზმით, სულისკვეთებით – ნამდვილი ქართველი ბიჭია ბენი.
– მერე, ქართველი ბიჭები რომ ცოტა აზიატები არიან და ცოლს აკრძალვებსა და შეზღუდვებსაც უწესებენ?
– ეს არასწორი წარმოდგენაა ქართველ ბიჭებზე – მიმაჩნია, რომ ჩვენ მსოფლიოში საუკეთესო მამაკაცები გვყავს. უბრალოდ, ჩემი მეორე ნახევარი აღმოჩნდა არაქართველი, თორემ ქართველ ბიჭებს ჩემი დასაწუნი არაფერი აქვთ. ქმრისგან არც შეზღუდვები მაქვს და არც ეჭვიანია. ვერ ვიტყვი, მე და ბენს არ გვიჩხუბია და ფანტასტიკური ურთიერთობა გვაქვს-მეთქი.  დღეგამოშვებით ვჩხუბობთ, დავხოცავთ ერთმანეთს, მაგრამ კრიზისული სიტუაციები ნამდვილად არ გვაქვს. უბრალოდ, ვკამათობთ პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, ზოგად პრობლემებზე.  სულ ვამბობ, რომ გამიმართლა და არა იმიტომ, რომ ამერიკაში ვცხოვრობ, იმიტომ რომ, ჯანმრთელად მყავს ყველა და ბედნიერი ვარ. სიმართლე გითხრათ, ქართველ გოგონებს რომ გადავხედავ და მერე სარკეში ვიხედები, ცოტა ვკომპლექსდები, ისეთი ლამაზები არიან. თუმცა, გახდილი ვარ თუ ჩაცმული, ყურადღებას ვიქცევ. მაგალითად, ამერიკაში ასეთი კომპლიმენტები იციან – რა ლამაზი სათვალე გაქვს, რა ორიგინალური ჩანთა და ასე შემდეგ. მე კი ყველას ვეუბნები, რომ ეს ქართული წარმოებისაა და ამით ვუწევ ჩვენს ქვეყანას რეკლამას. რომელ მაღზიაშიც არ უნდა შევიდე, ქართულ ღვინოს ვითხოვ და ამას წინათ ვხუმრობდი, მგონი, დროა, ქართული ღვინის ელჩად დამნიშნონ ამერიკაში-მეთქი (იცინის). ამ თანამდებობას ნამდვილად ვიმსახურებ და მოთხოვნას შევიტან საგარეო საქმეთა სამინისტროში (იცინის).
– ამერიკის ქუჩებში ნახევრად შიშველი რომ იღებდი ფოტოებს და გამვლელები გაშტერებულები გიყურებდნენ, არც ამაზე უეჭვიანია შენს ქმარს?
– ნახევრად შიშველი ვიღებდი ფოტოებს „ტაიმ სკვერზე“ და ჩემმა ქმარმა დამიკომენტარა სურათებზე: შენ, ალბათ შარვალი დაკარგეო, სულ  ეს იყო (იცინის). არ გაჰკვირვებია და მითხრა: ძალიან ლამაზი ხარო. საცურაო კოსტიუმში ვიყავი და უნდა გენახათ, გამვლელები ტელეფონით მიღებდნენ ფოტოებს, გაოგნებულები მომშტერებოდნენ. მე ყოველთვის მიყვარდა თამამი ფოტოსესიები და სულ ვამბობ, როცა კარგ ფორმაში ვარ, მინდა, ეს დავაფიქსირო. გათხოვილი ქალი ვარ, მაგრამ, რასაც მინდა, იმას ვაკეთებ. მიმაჩნია, რომ ჩემი ფოტოსესიები არასდროს ყოფილა ვულგარული, მეტ-ნაკლებად ესტეთიკური სილამაზის ფარგლებშია მოქცეული. თუმცა, ამ ფოტოსესიის დროს, ამერიკელების გაოგნება მაინც მოვახერხე და დავრწმუნდი, რომ ასეთი რამ საქართველოში უფრო თამამად შეგიძლია გააკეთო, ვიდრე ამერიკაში. გეუბნებით, ყველა მიღებდა ტელეფონით, ვისაც არ ეზარებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ახლოს სარეკლამო გოგონები შიშვლები და მკერდზე წარწერებით დადიოდნენ, ჩემი ფოტოსესია საცურაო კოსტიუმში – გაუკვირდათ.
– როგორც ვიცი, არაერთ ქასთინგზე სცადე ბედი. თუმცა, სამსახური ჯერ ვერ დაიწყე. რას აკეთებ ამერიკაში?
– ჯერჯერობით, დიასახლისი ვარ და ეს როლი ძალიან მიხდება. მიუხედავად იმისა, რომ დიდად არ გამოვირჩეოდი ამ მხრივ, დღეს ისეთი ვარ, მეგრელი დედამთილიც რომ  ვერ მიპოვის წუნს. ყველაფერს ვაკეთებ და დიდი სიამოვნებით. ბენს ძალიან სიამოვნებს, როცა ჩემს გაკეთებულს მიირთმევს. ქართველ ქალს გენში აქვს „კარგი ხელი“ და ამას ვერავინ წაგვართმევს. ბენიც არაჩვეულებრივი კულინარია, თუმცა ის ქართულ კერძებს ამზადებს, მე უფრო – ევროპულს. თუ დედამთილს დავუჯერებთ, კარგი რძალიც ვარ, გადასარევი დიასახლისიც და მოსიყვარულე ცოლიც.  მე, კარიერული თვალსაზრისითაც ვიყავი აქტიური და ახლა დიასახლისური ეტაპი მიდგას. იმედია, ეს ეტაპი დიდხანს არ გასტანს და სამსახურსაც დავიწყებ. ქასთინგებიც იყო და შემოთავაზებებიც, თუმცა მე არ დავინტერესდი.
скачать dle 11.3