№28 საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ პოლიკლინიკებში
„სამედიცინო კორპორაცია ევექსი” ქვეყნის მასშტაბით ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია, სადაც თანამედროვე სტანდარტების შესაბამის, კომფორტულ და მეგობრულ გარემოში, მაღალკვალიფიციური მედპერსონალი ზრუნავს თქვენს ჯანმრთელობაზე. „ევექსის პოლიკლინიკები” საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო, რაც ნიშნავს, რომ პროგრამის ბენეფიციარებს საშუალება აქვთ, „ევექსის პოლიკლინიკებში“ უფასოდ ჩაიტარონ მაღალკვალიფიციური კვლევები.
სოფიო წიქარიშვილი („სამედიცინო კორპორაცია ევექსის” საბურთალოს პოლიკლინიკის მთავარი მენეჯერი): „სამედიცინო კორპორაცია ევექსის” პოლიკლინიკები ჩართულია საყოველთაო ჯანდაცვის პროექტებში. „ევექსის პოლიკლინიკები” აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური აპარატურით, კვალიფიციური კადრებით და აქ არასდროს არიან დიფერენცირებული პაციენტები სოციალური ფენების მიხედვით. ჩვენთან პაციენტებს საშუალება აქვთ, მიიღონ კონსულტაცია გამოცდილ ექიმებთან, ჩაიტარონ მაღალკვალიფიციური კვლევები და რაც მთავარია, ეს ყველაფერი შესაძლოა, მოხდეს საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით, „ევექსი” ფლობს უპირატესობას, რომ მიაწოდოს ხარისხიანი მომსახურება პაციენტებს პირველადი რგოლის ფარგლებში.
– რა მნიშვნელობა აქვს პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერებას ქვეყანაში?
– საყოველთაო ჯანდაცვის პირველადი რგოლის განვითარება ჯანდაცვაში საკმაოდ პრიორიტეტულია, გამომდინარე იქიდან, რომ პირველადი რგოლის დონეზე საკმაოდ მარტივია, მოხდეს იმ დაავადებების პრევენცია, რაც შემდეგ უკვე იმის წინაპირობას გვაძლევს, პაციენტების ჰოსპიტალიზაციის რისკი არ იყოს გაზრდილი. შესაბამისად, რაც უფრო ადრე მოხდება ნებისმიერი დაავადების დიაგნოსტიკა და სწორად დაიგეგმება ამ დაავადებების მენეჯმენტი, მით უფრო მარტივი და კეთილსაიმედოა გამოსავალი. პირველადი რგოლი, ზოგადად, მედიცინაში უნდა იყოს განვითარებული, რაც გართულებების პრევენციის საშუალებას მოგვცემს. არსებობს რიგი დაავადებებისა, რომელთა შედეგი ხშირად ლეტალურია. განსაკუთრებით ეს ხდება კარდიოლოგიური და ონკოლოგიური დაავედებების შემთხვევაში. ამ ყველაფრის პრევენცია და პროფილაქტიკური კვლევების ჩატარების საშუალება შესაძლებელია, პოლიკლინიკის დონეზე.
– რა არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ძირითადი სარგებელი?
– საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მორგებულია იმაზე, რომ მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომობა იყოს გაზრდილი და მათ საშუალება ჰქონდეთ, ადვილად მივიდნენ ექიმთან და მიიღონ ის მინიმალური სამედიცინო მომსახურება, რაც შემდეგ თავიდან აგვაცილებს საკმაოდ დიდ გართულებებს. შესაბამისად, ეს გართულებები შეიძლება იყოს, როგორც უკვე ვთქვით, ჰოსპიტალიზაციის რისკის ზრდა, რაც გაცილებით ძვირი უჯდება როგორც სახელმწიფოს, ასევე კერძო სექტორს. ბევრად უფრო იაფია, მართო დაავადება პოლიკლინიკის დონეზე, ვიდრე უკვე გართულებული, ჰოსპიტალური სექტორის დონეზე. მნიშვნელოვანია, რომ იზრდება სამედიცინო მომსახურებებზე ხელმისაწვდომობა იმ სოციალურ გარემოში, სადაც ჩვენს მოსახლეობას უწევს ცხოვრება. საყოველთაო ჯანდაცვა პაკეტებისა და სოციალური მდგომარეობის მიხედვით ყოფს მოსახლეობას და შესაბამისად, არსებობს ხელმისაწვდომი გარემო იმისთვის, რომ ადამიანი, უბრალოდ, მივიდეს ექიმთან და მოხდეს ამა თუ იმ დაავადების ადრეული დიაგნოსტიკა.
საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, „ევექსის პოლიკლინიკების“ მომსახურებით უკვე არაერთმა ბენეფიციარმა ისარგებლა:
ნანა ქებაძე: არ მეგონა, რომ ასეთ კარგ გარემოში, ასეთი დონის პროფესიონალ ექიმებთან შემეძლო სამედიცინო სერვისების უფასოდ მიღება.
მარინა პაპუაშვილი: კმაყოფილი ვარ საყოველთაო დაზღვევით, რადგან ფინანსებზე ზრუნვა არ მიწევს და ეს ძალიან დიდი შეღავათია ჩემთვის.
ნუგზარ ჩხორთოლია: „ევექსის” კლინიკაში ძალიან სწრაფად, რაც მთავარია, კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში, ვიღებ ჩემთვის საჭირო სამედიცინო სერვისებს.
საყოველთაო ჯანდაცვის სახელწიფო პროგრამით სარგებლობა შესაძლებელია „ევექსის” შემდეგ პოლიკლინიკებში:
• საბურთალოს პოლიკლინიკა, ვაჟა-ფშაველას გამზ. ¹40;
• ისნის პოლიკლინიკა, ქეთევან წამებულის გამზ. ¹69;
• გლდანის პოლიკლინიკა, გლდანის I მკ/რ, კარტოგრაფიული ფაბრიკის მიმდებარედ;
• ვარკეთილის პოლიკლინიკა, ჯავახეთის ქ. ¹30;
• მთაწმინდის პოლიკლინიკა, ვ.ვეკუას ქ.¹3;
• დიდი დიღმის პოლიკლინიკა, ი. პეტრიწის ქ.¹16;
• დიდუბის პოლიკლინიკა, აკ. წერეთლის გამზ. ¹141 ა;
• დიაგნოსტიკური ცენტრი, პ. ქავთარაძის ქ.¹23.
ცხელი ხაზი: 2 55 05 05, *0505