კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა უნდა ვიცოდეთ დატვირთვის ტესტის შესახებ


მწვავე კორონარული სინდრომები სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა, რაც შესაძლოა, ნებისმიერ მომენტში დაემართოს კორონარული არტერიების დაავადების მქონე პაციენტს. იგულისხმება გართულებები არასტაბილური სტენოკარდიიდან გულის კუნთის მასიურ ინფარქტამდე. ამიტომ, გულის სისხლძარღვთა დაავადების ნაადრევ გამოვლენასა და პროფილაქტიკას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.
გვესაუბრება წმიდა მიქაელ მთავარანგელოზის მრავალპროფილური საავადმყოფოს ექიმი-კარდიოლოგი, თეკლა ივანიშვილი.

– ქალბატონო თეკლა, რა არის დატვირთვის ტესტი და ვის სჭირდება ის?
დატვირთვის ტესტის ჩვენება მიოკარდიუმის იშემიის გამოვლენა და პაციენტის შეფასების აუცილებლობაა, რომელთანაც საეჭვოა გვირგვინოვანი არტერიების დაავადება.
ტესტის პრინციპი ეფუძნება ფიზიოლოგიურ მექანიზმს, დაუზიანებელი სისხლძარღვების შემთხვევაში, დატვირთვის მომატებისას სისხლძარღვები ფართოვდება და გულის სისხლმომარაგება მატულობს. თუმცა, ათეროსკლეროზული დაზიანების შემთხვევაში, სისხლძარღვები ვერ ფართოვდება, ვეღარ უზრუნველყოფს გულის კუნთს მომატებული სისხლმომარაგებით და ირღვევა ბალანსი ჟანგბადის მოთხოვნასა და მიწოდებას შორის. სწორედ ამ დროს პაციენტს უვითარდება სიმპტომები და ვლინდება შესაბამისი ცვლილებები.
ფართოდაა გავრცელებული ტესტი მზარდი დატვირთვით. საწყისი ეტაპი მოიცავს სიარულს სწორ ზედაპირზე (0 გრადუსის დახრილობით) და 1,7 მლ/სთ სიჩქარით, რომელსაც თანდათან ზრდიან 3 წუთში ერთხელ. დატვირთვისას შესრულებული სამუშაო ფასდება ერთეულით, რომელიც მოსვენების მდგომარეობაში მყოფი ადამიანის მიერ მოხმარებული ჟანგბადისა და დახარჯული ენერგიის ტოლფასია. ჩვეულებრივ, დატვირთვის მაქსიმუმს ანგარიშობენ მოცემული ასაკისთვის გულისცემის სიხშირის ზღვრულ დონემდე მიღწევის მიხედვით, ანუ რიცხვ 220-ს ვაკლებთ პაციენტის ასაკს. თუ ამ ზღვრულ დონემდე მიღწევისას პაციენტს გამოუვლინდა სიმპტომები, შესაბამისი ცვლილებებით, ტესტი ითვლება დადებითად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ტესტი უარყოფითია.
– რას ეფუძნება გულის ნორმული ფუნქციონირება?
– გულის ნორმული ფუნქციონირება ეფუძნება გულში ელექტრონული იმპულსების დენას მკაცრად განსაზღვრული თანამიმდევრობითა და მიმართულებით. ელექტრული რიტმის ნებისმიერი ხასიათის დარღვევას არითმიას უწოდებენ. არითმიების გამოვლენის ფართო სპექტრი მერყეობს უმნიშვნელო გულისცემის შეგრძნებიდან ძალიან მძიმე სიმპტომებამდე, რასაც საბოლოოდ, მივყავართ წუთმოცულობის მკვეთრ დაქვეითებასა და სიკვდილამდე.
არითმიის დასადგენად მოწოდებულია 24-საათიანი ეკგ მონიტორირება ჰოლტერის მეთოდით. ამ პროცედურის დროს პაციენტის გულის მუშაობას უწყვეტად იწერენ სპეციალურ ჩამწერ აპარატში (ჰოლტერის აპარატში), ჩამწერ დისკზე. აპარატამდე იმპულსები მიდის გულმკერდზე დამაგრებული ელექტროდებიდან სადენების მეშვეობით. ჩამწერი აპარატი თავსდება ჩანთაში და ქამრით უმაგრდება პაციენტს წელზე. პაციენტს უშვებენ სახლში, სთავაზობენ სხვადასხვა ხარისხის დატვირთვის ჩატარებას. სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, პაციენტი აფიქსირებს დროს აპარტზე არსებულ ღილაკზე თითის დაჭერით. მეორე დღეს პაციენტს ხსნიან აპარატს და მონაცემები გადაიწერება კომპიუტერში შესაბამისი პროგრამის მეშვეობით. ამის შემდეგ ექიმი შიფრავს მონაცემებს და წერს შესაბამის დასკვნას, რაც ძალიან ეხმარება ექიმს პაციენტის მდგომარეობის შეფასებაში. ეს კი შემდგომში, მისი სწორი და ეფექტური მკურნალობის საფუძველი ხდება.
მობილური: 597 330 906,
514 976 060.
скачать dle 11.3