კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№28 როგორ ამოადგმევინა ენა შვილიშვილის ბრწყინვალე თამაშმა ლეგენდარული ქართველი მეკარის „ყრუ-მუნჯ“ ბაბუას

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური


ლეგენდარული ქართველი მეკარე ანზორ კავაზაშვილი ასეთ კურიოზს იხსენებს: „1965 წლის საკავშირო პირველობისთვის მოსკოვის „ტორპედოს“ შემადგენლობაში, ეშერის ოლიმპიურ ბაზაზე ვემზადებოდით. წინა წელს თბილისის „დინამოსთვის“ დათმობილი პირველობის შემდეგ, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვიქტორ მარიენკომ კვლავ ჩემპიონობა დაისახა მიზნად და ინტენსიურად გვავარჯიშებდა. მით უმეტეს, რომ ხანგრძლივი პატიმრობის მერე, გუნდში ედუარდ სტრელცოვიც დაბრუნდა. ცოდვა გამხელილი ჯობია და ვიტყვი, დღის უმძიმესი ვარჯიშების შემდეგ, მე და ედიკა (სტრელცოვი) ბაზიდან ვიპარებოდით და ახლომდებარე ტურბაზის გოგონებთან ვატარებდით დროს. ისე მოხდა, რომ „ჩვენი გოგონები“ სოჭში ინაცვლებდნენ დასასვენებლად. ჩვენ მათთან დაშორება არ გვინდოდა და სტრელცოვმა მითხრა, მოიფიქრე რამეო. მეც მოვიფიქრე. მე და ედიკა მთავარ მწვრთნელთან, ვიქტორ მარიენკოსთან მივედით და ვუთხარი:
– ვიქტორ სემიონოვიჩ, ბათუმში ყრუ-მუნჯი ბაბუა მყავს. ახლა ფეხი მოუტეხავს და გთხოვთ, გამიშვით ორი დღით ბათუმში. ვნახავ და ჩამოვალ.
– კარგი. წადი ორი დღით, – მითხრა მარიენკომ, თან დააყოლა, – ხომ იცი, რომ გერმანელებთან საკონტროლო მატჩი გვაქვს და იცოდე, ღვინოს პირი არ დააკარო, კარგად უნდა მოემზადოო.
– კი. ვიცი, – ვუთხარი მთავარს. ედიკმა კი დააყოლა:
– ვიქტორ სემიონოვიჩ, მეც გავყვები ანზორს, ხომ გაგიგონიათ, მარტო კაცი  ჭამაშიც კი ცოდოაო. რა იცით, რა ხდება. გვერდში დავუდგებიო. ბევრი რომ არ გავაგრძელო, მარიენკომ ედიკ სტრელცოვიც ჩემთან ერთად გამოუშვა „ყრუ-მუნჯი, ფეხმოტეხილი ბაბუის“ სანახავავად და ჩვენც გოგონებთან ერთად, სოჭში შევუბერეთ. ჩვენი ორდღიანი შვებულება ექვსი დღე გაგრძელდა და მხოლოდ ლაიფციგის „ლოკომოტივთან“ საკონტროლო თამაშის წინა დღეს დავურეკე სოჭიდან ბაზაზე მარიენკოს და დამწუხრებული ხმით ვუთხარი.
– ბოდიშს გიხდით, ვიქტორ სემიონოვიჩ, რომ გადავაცილეთ, მაგრამ ბაბუაჩემს ოპერაცია გაუკეთეს ფეხზე. მე და ედუარდი თავზე ვედექით და ქალაქშიც კი ვერ გამოვდიოდით, რომ დაგვერეკა-მეთქი.
 – გასაგებია, გასაგები. ახლა როგორაა შენი ყრუ-მუნჯი ბაბუა? – მკითხა მწვრთნელმა.
 – სძინავს და გამოვეპარეთ. ამ საღამოს ჩამოვედი, –  ვუთხარი მარიენკოს.
– გასაგებია. ერთი წუთით, ყურმილი არ დაკიდო. შენთან ლაპარაკი სურთ, მითხრა მარიენკომ და ვიღაცას ყურმილი მიაწოდა.
– გისმენთ, – ვთქვი მე.
– ბაბუა, რეიზა დამამუნჯე და მომამტვრიე ფეხი, – მომესმა ჩემი საღ-სალამათი ბაბუის ხმა, რომელიც ბათუმიდან ლაიფციგის „ლოკომოტივთან“ საკონტროლო მატჩის სანახავად ჩასულა ეშერაში, პირდაპირ ბაზაზე.
მარიენკომ მე და სტრელცოვი მაინც დაგვაყენა თამაშზე და მოლოდინი არ გავუცრუეთ. მე – ორი პენალტი მოვხსენი, ედიკმა კი ორი გოლი შეაგდო და ჩემი „ყრუ-მუნჯი“ ბაბუა სიხარულისგან სულ „ვაშა-ვაშას“ გაიძახოდა.
ასე ამოიდგა ენა ბაბუაჩემმა.
скачать dle 11.3