№28 ბესო კალანდაძის ანეკდოტები
– იცი, გათხოვება კი მინდა, მაგრამ ქმარი ვერ შემირჩევია.
– მიზეზი?
– უმეტესობა სასმელს ეტანება, არადა, ნასვამებს საერთოდ ვერ ვიტან, ფხიზლები კიდე მე ვერ მიტანენ.
***
– უჰ, რა ხაჭაპურის გამოცხობა იცოდა ბიცოლაჩემმა...
– უი, მოკვდა?
– არა, კაცო, ყველი გაძვირდა.
***
– მამიკო, უცოლო კაცს სასიძოს ეძახიან? – ეკითება შვილი მამას.
– კი, შვილო.
– და, ცოლიანს რა ჰქვია?
– მასეთი უზრდელური სიტყვა ჯერ ადრეა შენთვის, შვილო.
***
– კიდე ეჩხუბე საქმროს, თეა?
– აბა, რა? დეგენერატია! არადა, სულ უბრალო რამეზე ვჩხუბობთ, დავიღალე.
– მაინც რაზე იჩხუბეთ?
– მე წინააღმდეგი ვარ, რომ ქორწილი გადავიხადოთ.
– იმას უნდა?
– იმას, ხელის მოწერაც არ უნდა.
***
– რატომ გაქვს ცხვირი გატეხილი?
– ნოხზე მეძინა და გადმოვვარდი.
– ნოხიდან როგორ გადმოვარდი, შე კაი კაცო?
– კედელზე იყო გაკრული.
***
ცოლ-ქმარი დასასვენებლად აპირებს წასვლას. ცოლი ამბობს:
– მოდი, ასე მოვიქცეთ, ერთი ბავშვი შენს დას დავუტოვოთ, მეორე – ჩემს მშობლებს, მესამე – მამიდაჩემს, ძაღლი და კატა – ბიძაჩემს და თუთიყუში – დეიდაშენს. რას იტყვი, ხომ ჭკვიანი ვარ?
– ჭკვიანი კი არა, რეგვენი ხარ!
– რატომ, კაცო?
– შე ქალო, თუ ასეთი სიწყნარე იქნება სახლში, სად მიდიხარ? აქ დასვენებას რა ჯობია?
***
ორი ტიპი ციხეში ზის. დილით, ერთი დილაადრიან აღვიძებს მეორეს და ეუბნება:
– გილოცავ, ბიჭო, ახალ წელს!
– დამაძინე, რა დროს ახალი წელია, გაგანია ზაფხულია.
– ეგ კი ვიცი, მაგრამ გუშინ ციხის უფროსმა მითხრა, კიდევ ერთი წელი დაგიმატეს.
***
წიგნის მაღაზიაში მამაკაცი ეკითხება გამყიდველს:
– გოგონი, ხომ არ გაქვთ წიგნი „როგორ გავხდე მილიონერი“?
– კი, როგორ არა და თან, სისხლის სამართლის კოდექსიც მოჰყვება დამატებით.
***
ქმარი ეუბნება გურულ ცოლს:
– ლამარა, რამდენი ქუდიც იყიდე და დაიხურე, არცერთი არ მომწონს.
– ოჰ, ბოდიში! არყის ბოთლს ვერ დევიდგამ თავზე!
***
– გუშინ გია და დათო თევზის დასაჭერად წავიდნენ.
– დაიჭირეს?
– კი, ორივე.
***
ღამით, კარი ბრახუნით გააღო ქმარმა, გალეწილი მთვრალია.
– ანზორ, შენ ხარ? – გასძახა საძინებლიდან ცოლმა.
– არა, შენმა თავის გახეთქვამ, ღამის 4 საათზე, ანტონიო ბანდერასი მოგაკითხავდა!
***
სოფელში ჩასულ შვილიშვილს ეკითხება ბებია:
– რა არის, ნენა, რომ არ ჩამოდიოდი ამდენ ხანს.
– რა ვქნა, ბებო, არ მქონდა დრო, ორი უმაღლესი დავამთვრე.
– ორი რატო? ერთში ვერ გასწავლეს?