№28 რა მოხდა ამ დღეს
10 ივლისი
1499 – ვასკო და გამას ექსპედიციამ აღმოაჩინა კეთილი იმედის კონცხი (სამხრეთ აფრიკა).
1951 – კორეა გაიყო ორ ნაწილად – ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეად.
11 ივლისი
1533 – გამოცხადდა ანგლიკანური ეკლესიის დამოუკიდებლობა ვატიკანისგან.
1945 – პირველად იქნა გამოყენებული ნაპალმი, როგორც საბრძოლო ცეცხლგამჩენი იარაღი.
12 ივლისი
1901 – გერმანიის რაიხსტაგმა ოფიციალურად დააკანონა დუელები.
1917 – პირველი მსოფლიო ომის მსვლელობაში, ბელგიაში, მდინარე იპრზე გერმანიის არმიამ პირველად გამოიყენა მომწამლავი ნივთიერება, რომელსაც ამის შემდეგ იპრიტი ეწოდა.
13 ივლისი
1897 – გულიელმო მარკონიმ მიიღო პატენტი რადიოზე.
1908 – ლონდონში, მეოთხე ოლიმპიურ თამაშებზე პირველად მონაწილეობდნენ ქალები.
1930 – მონტევიდეოში (ურუგვაი) გაიხსნა პირველი მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში.
14 ივლისი
1099 – პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის მონაწილეებმა იერიშით აიღეს იერუსალიმი და ამოწყვიტეს ყველა იქ მცხოვრები მუსლიმანი და ებრაელი.
1789 – ბასტილიის აღებით დაიწყო საფრანგეთის დიდი რევოლუცია.
15 ივლისი
1669 – სიცილიაზე დასრულდა ვულკან ეტნას უდიდესი ამოფრქვევა, რომელიც ოთხი თვე გრძელდებოდა.
1795 – „მარსელიოზა“ გახდა საფრანგეთის ოფიციალური ჰიმნი.
1869 – იპოლიტ მეტა-მურიემ დააპატენტა მარგარინი.
16 ივლისი
1054 – საბოლოო განხეთქილება კათოლიკურ და მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის.
1439 – ინგლისში ოფიციალურად აიკრძალა კოცნა (მიზეზი იყო ჭირის ეპიდემიის გავრცელების საშიშროება).
1945 – ალმოგორდოში (აშშ) გამოსცადეს პირველი ბირთვული ბომბი.