№28 ბრძნული აზრები
ტაციტუსი: ბრბოს უყვარს, ყველანაირი უბედურება ერთ კონკრეტულ ადამიანს დააბრალოს.
ტვენი: თუ შეამჩნიეთ, რომ უმრავლესობის მხარეზე ხართ, დროა, შეიცვალოთ.
ლინკოლნი: თუ სპილო უკანა ფეხებით დაიჭირე და გაქცევა მოუნდა, აუცილებლად გაუშვი.
ჩეხოვი: არავის სურს, ჩვენში ჩვეულებრივი ადამიანი უყვარდეს.
პოლ ვალერი: გემოვნება ათასი უგემოვნობისგან შედგება.
ბრუნო: შეუძლებელია ჭეშმარიტება ჭეშმარიტებას ეწინააღმდეგებოდეს.
კეისარი: ვინც დარწმუნებულია, რომ ყველაფერს მიიღებს, ნახევარს არ დასჯერდება.
ციცერონი: ვინც იტანჯება, მას ახსოვს.
ბალზაკი: ზოგი ადამიანი ნულს ჰგავს. მისთვის აუცილებელია, რომ წინ რიცხვები ეწეროს.
ჰიუგო: სიღატაკეს რევოლუცია მოაქვს, რევოლუციას – სიღატაკე.
ნაპოლეონი: ისწავლეთ ღირსეული სიკვდილი.
ვოლტერი: ნამდვილი სიმდიდრე მაინც ის არის, როცა ქონებით გამდიდრებული ცოდნით გამდიდრებულს ქირაობს და არა პირიქით.
მარენი: მართლებშიც ყველაზე მართალია ის, ვინც გულწრფელობას გაჩუმება ამჯობინა.
დიდრო: რომ მიუტევო, უნდა გიყვარდეს ან გეშინოდეს.
იოანე ოქროპირი: უნდა გახსოვდეს ცოდვები, მაგრამ საკუთარი ცოდვები.
კანტი: ადამიანები ერთმანეთს გაექცეოდნენ, ერთმანეთის ნამდვილი სახის დანახვა რომ შეეძლოთ.
ბეკონი: ქურდს მოპარვის შესაძლებლობა ბადებს.
ჩერჩილი: პოლიტიკოსს უნდა შეეძლოს, იწინასწარმეტყველოს, თუ რა მოხდება ერთი თვის, ერთი წლის შემდეგ. მერე კი ახსნას, თუ რატომ არ გამართლდა მისი პროგნოზი.
მარკესი: სამყაროსთვის შენ მხოლოდ ერთი ადამიანი ხარ, მაგრამ შეგიძლია, ერთი ადამიანისთვის მთელი სამყარო გახდე.
ჩაპლინი: ცხოვრება ახლო ხედიდან ტრაგედიაა, შორიდან – კომედია.
ლებოკი: ქალში იპოვო ის, რაც გსურს, დიდი ბედნიერებაა.
ბაირონი: როცა ქალი წინააღმდეგობას გიწევს, უნდა დაეხმარო, გადალახოს წინააღმდეგობა.