კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№28 ქალმა ქმარი 8 წლის შვილის თვალწინ მოკლა

თათია ფარესაშვილი ეკა ბარაბაძე


 43 წლის ელზა მ-შვილი სამართალდამცველებმა ქმრის, 56 წლის ნოდარ მ-ძის მკვლელობისთვის დააკავეს.  ქალის დაკავება იმ დროს მოხდა, როდესაც ის დანით მოკლული ქმრის დამარხვას  ცდილობდა. ინციდენტს შეესწრო ელზა მ-შვილის მეზობელი და ამის შესახებ  ჯერ მეზობლებს, შემდეგ კი, სამართალდამცველებს შეატყობინა. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა.
   დაკავებულმა ქალმა ჩადენილი დანაშაული აღიარა. როგორც გამოძიებისთვის გახდა ცნობილი, მან მეუღლე მძინარე მდგომარეობაში მოკლა და გარდაცვლილის ცხედარს ორი დღე სახლში მალავდა. ინციდენტს შეესწრო მისი რვა წლის შვილი, რომელსაც სპეციალისტებმა, მოგვიანებით, მძიმე ფსიქოლოგიური სტრესი დაუდგინეს.  გამოძიებას  ჩვენება მისცა ელზა მ-შვილის მეზობელმა, ანზორ ნ-ძემ. ამონაწერი მისი ჩვენებიდან: „ელზას და მის მეუღლეს, ნოდარს კარგად ვიცნობ. ჩემი ნაკვეთი მათ სახლთან მდებარე მათივე კუთვნილ ნაკვეთს ესაზღვრება. სამუშაოდ რომ მივდიოდი, ხან ცოლს, ხან ქმარს ვხვდებოდი და ერთმანეთს გამოველაპარაკებოდით ხოლმე. ინციდენტამდე ერთი დღით ადრე, ელზას და ნოდარის ნაკვეთში ორმო აღმოვაჩინე.  ახალი გათხრილი იყო, ვერ მივხვდი, რა დანიშნულება ჰქონდა. მეზობლების ნაკვეთის გავლით მათ ეზოში ავედი,   ჯერ ნოდარს დავუძახე, არ გამომეხმაურა, მერე ელზა ვიკითხე.  ელზა მაშინვე გამოვიდა ეზოში და მითხრა, რომ ნოდარი მეზობელ სოფელში, დასთან იყო წასული რამდენიმე დღით – მიწის დამუშავებაში უნდა მიეხმაროსო. ეჭვი არ ამიღია, ელზას ვკითხე: თქვენს ნაკვეთში ორომოა  გათხრილი და რისთვის გჭირდებათ-მეთქი? ნოდარმა გათხარა, ზამთრისთვის ბოსტნეული უნდა შეინახოსო. ამ პასუხმა გამაკვირვა, ასეთი რამ ნოდარს არ გაუკეთებია, ზოგადად, დიდი მეურნეები არ იყვნენ. ელზა ტანსაცმლით ვაჭრობდა, სოფელ-სოფელ დადიოდა. ნოდარს არ უყვარდა მუშაობა, რის გამოც ცოლ-ქმარი ხშირად ჩხუბობდა. მათი ჩხუბის მომსწრე მეც გავმხდარვარ და სხვა მეზობლებიც. ელზას დავემშვიდობე და წავედი. ხვალ მოხვალ სამუშაოდო? – მკითხა. მეორე დღეს ცოლი ქალაქში უნდა წამეყვანა ექიმთან და ამის შესახებ გულწრფელად მოვუყევი. მერე მივხვდი, რატომ იყო დაინტერესებული ჩემი ნაკვეთში მისვლით. მეორე დილით, რადგან ცოლის წაყვანა გადავდე,  თავზე დავადექი ელზას მკვდარ ქმარს რომ მარხავდა. გათხრილ ორმოში ცხედარი ნახევრად იყო ჩაფლული. ისე შემეშინდა, ახლოს ვერ მივედი. მეზობლებს ვეძახდი დასახმარებლად და განწირული ხმით ვყვიროდი.”
საქმის მასალების მიხედვით,    ელზა მ-შვილმა მეუღლე დანით მოკლა. მან მძინარე მამაკაცს გულ-მკერდის არეში ორი ჭრილობა მიაყენა.  ნოდარ მ-ძე  ადგილზე გარდაიცვალა. მკვლელობას წინ უძღოდა კონფლიქტი ცოლ-ქმარს შორის, რაც იშვიათობა არ გახლდათ. ქალი ქმრის უსაქმურობასა და სმას ვერ ეგუებოდა. ყოველთვის, როცა კი ნასვამს ნახავდა, კონფლიქტი გარდაუვალი იყო. მამაკაცი, თავის მხრივ ქალს ახსენებდა, რომ მისი მესამე ქმარი იყო და ამორალურ ქცევებში ადანაშაულებდა. ხშირად  კონფლიქტი ხელჩართულ ჩხუბში გადადიოდა,  ერთ-ერთი მეზობლის ჩვენების მიხედვით, ელზა მ-შვილმა ქმარი მის თვალწინ სასტიკად სცემა.  ხანდახან ცოლ-ქმარი ისე ჩხუბობდა, მათი 8 წლის შვილი მეზობლებს აფარებდა თავს. ელზა ნოდარს სახლიდანაც აგდებდა, რა დროსაც მამაკაცს ნაკვეთში უწევდა ხოლმე ღამის გათენება. ოჯახთან დაახლოებული ადამიანების ჩვენებით, ის, რაც ელზა მ-შვილმა ჩაიდინა, მოულოდნელი არ იყო – ელზა აფექტური, ემოციური ხასიათის ქალი იყო და როდის რას ჩაიდენდა, წინასწარ ვერავინ წარმოიდგენდა.
 რა გახდა მკვლელობის დღეს ცოლ-ქმრის დაპირისპირების მიზეზი და რატომ მოკლა ქალმა მძინარე ქმარი? ამის შესახებ თავად ბრალდებულისგან გახდა ცნობილი. მან  ჩვენებაში ქმრის მოკვლა აღიარა, თუმცა აცხადებდა, რომ ეს განზრახული არ ჰქონია. დანა იმიტომ დავარტყი, რომ გაბრაზებული ვიყავი, მისი შეშინება მინდოდა მხოლოდ, მაგრამ ისეთ აფექტურ მდგომარეობაში ვიყავი, დანა გულში ჩავარტყიო, – განაცხადა  ელზა მ-შვილმა.  მან ასევე, დაადასტურა, რომ ქმარი 8 წლის შვილის თვალწინ მოკლა, რასაც  მოზარდისგან მძიმე რეაქცია მოჰყვა – ბავშვი,  რომელიც შოკში ჩავარდა და ხმამაღლა ტიროდა, მამის ცხედარს ვერ მოვაცილეო, – განაცხდა მან აღიარებით ჩვენებაში.    ელზა მ-შვილმა არც ის დამალა, რომ ქმარი მას უცხო მამაკაცებთან სექსუალურ კონტაქტს აბრალებდა, რაც მან დაადასტურა. „ნოდარი ჩემი მესამე ქმარი იყო, ცოლად იმიტომ გავყევი, რომ  სახლი არ მქონდა, ისე მეზიზღებოდა. მას შემდეგ, რაც ბავშვი გაჩნდა, მასთან ვერც კი ვწვებოდი.  სულ მინდოდა გაშორება, მაგრამ სად წავსულიყავი, სახლი მისი კუთვნილება იყო. ამიტომაც, ვღალატობდი, რომ  მისთვის შეურაცხყოფა მიმეყენებინა. ნოდარი ხვდებოდა ამას და ხშირად ვჩხუბობდით. მკვლელობის დღეს ნასვამი მოვიდა სახლში, საწოლზე ჩაცმული  დაწვა და დაიძინა. გაღვიძება მინდოდა და რამდენჯერმე სახეში გავარტყი, რაზედაც გინება დამიწყო. გამწარებულმა დანა ავიღე და  ორჯერ ჩავარტყი. საწოლშივე გარდაიცვალა. გადავწყვიტე, ნაკვეთში დამემარხა და მეთქვა, რომ უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა. ვინ იყო მისი მომძებნი. დილით ადრე ორმოს გათხრა დავიწყე, შორს ცხედარს ვერ გავიტანდი. მეზობელმა აღმოაჩინა ორმო, რაზედაც ვუთხარი, რომ ნოდარმა გათხარა. ორი დღე ვცდილობდი  ნაჭერში გახვეული ცხედრის ორმომდე მიტანას. როცა გავიგე, რომ მეზობელი სამუშაოდ არ მოვიდოდა, მთელი ძალ-ღონე მოვიკრიბე და ცხედარი ორმომდე ჩავიტანე. ამ დროს კი ანზორ ნ-ძე დამადგა თავზე.“
სასამართლომ ელზა მ-შვილი, ქმრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, გაასამართლა და 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
скачать dle 11.3