კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№28 მულმა სიცოცხლე გამიმწარა

თათია ფარესაშვილი ნინი, 27 წლის.

ინტიმური საუბრები


სანამ გავთხოვდებოდი, ჩემი მეგობრები მეუბნებოდნენ, წყვილმა მარტო უნდა იცხოვროს, თორემ თუ ოჯახში მესამეცაა, ჩათვალე, პრობლემა უკვე წამოჭრილიაო. სულ ვეკამათებოდი, ვეუბნებოდი,  რა სისულელეა – მართალია, დედამთილი ჩემი ნამდვილი დედა არ იქნება და არც მამამთილი – მამა, მაგრამ ისინი ხომ ჩემი საყვარელი ადამიანის მშობლები იქნებიან და რატომ უნდა მქონდეს ცუდი შეხედულება და განწყობა მათზე-მეთქი. მადლობა ღმერთს, გავთხოვდი და ქმარიც არაჩვეულებრივი შემხვდა და დედამთლ-მამამთილიც. თუმცა, მულმა ცხოვრება გამიმწარა. ცდილობს, სულ ჩვენს შორის ჩადგეს. მარტო არსად გვიშვებს, მურმანის ეკალივით შუაში გვეკვეტება. ვხედავ, როგორ შურს ჩემი და მისი ძმის ბედნიერება. 45 წლისაა, გაუთხოვარი და ისეთი მოთხოვნები აქვს, ჰგონია, თავადაა ოჯახში უფროსი. სულ ვფიქრობდი, ასეთი ლამაზი და ჭკვიანი გოგო როგორ დარჩა გასათხოვარი-მეთქი, მაგრამ მისი ხასიათი რომ გავიგე, ამას ცოლად ვინ მოიყვანდა? თვითონ მომიყვა, შეყვარებულები მყავდა, მაგრამ მალევე ვშორდებოდი, ვერ მიძლებდნენ, ქალის პრეტენზიებს რომ ვერ აიტანს, ის კაცი მე კი არა, არცერთ ქალს არ გამოადგებაო. ამას წინათ, მისაღებ ოთახში ვისხედით მთელი ოჯახი. ჩემი ქმარი ჩამეხუტა და მისი გამოხედვა უნდა გენახათ. თვალებით კინაღამ შეჭამა. ადგა და მეორე ოთახში გავიდა. კიდევ ვამბობ, ასე შურდეს დას საკუთარი ძმის ბედნიერება და ამას ასე აშკარად გამოხატავდეს, პირველად გავიგე და ვნახე. უკვე ორი წელია, გათხოვილი ვარ და წინა ზაფხულს დასასვენებლად ვერ წავედი, ბავშვი პატარა იყო და თან, ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. ექიმმა გვირჩია, უმჯობესია, არ გაიყვანოთ და ჩემი მეთვალყურეობის ქვეშ იყოსო. წელს კი, ჩემმა ქმარმა მითხრა, ამდენი ხანია, შენთან ერთად არსად ვყოფილვარ და შაბათ-კვირას სადმე, ქალაქგარეთ, „გავიპაროთო“. ჩემს დედამთილს გაუხარდა, გვითხრა, წადით, შვილო, ბავშვზე არ იდარდოთ, მე დავიტოვებ, დიდი ხანია, არსად განმარტოებულხართ, ახალგაზრდები ხართ და დრო გაატარეთო. ჩემმა მულმა კი – უი, რა კარგია, მეც მინდოდა სადმე, ქალაქგარეთ გასვლა, ამოვიხუთე თბილისში და მეც წამოგყვებითო. თან, ისე აქვს დაყენებული საკითხი ოჯახში, ვერავინ ეკამათება. მეც ვცდილობ, არ დავძაბო სიტუაცია და როცა ვხვდები, კამათისკენ მიდის სიტუაცია, მეორე ოთახში გავდივარ. მოკლედ, ჩემმა ქმარმა ვერაფერი უთხრა და ერთი ისღა მოახერხა თავის დასაძვრენად: ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი და თუ მოვიფიქრე, წაგიყვან შენცო. ისე გავბრაზდი ჩემს ბოროტ, შურიან და შეუგნებელ მულზე, მინდოდა, მივვარდნოდი და დამეხრჩო, მაგრამ თავი შევიკავე. ცოდვას ვერ ვიტყვი, ჩემს შვილს თან ჰყვება, მართლა გულით უყვარს და ცდილობს, რაც შეუძლია, გაანებივროს. ამბობს კიდეც, ეს ბავშვი, ჩემი ცხოვრების აზრიაო. მაგრამ, მე და მისი ძმა რომ საშინელ წნეხში ვყავართ და ახალგაზრდობა ჩაგვიშხამა, ამაზე არ ფიქრობს. ზუსტად ვიცი, მთელი ცხოვრება მისი ატანა მომიწევს და როდემდე მოვუთმენ და გავჩუმდები, აი, ეს კი ნამდვილად არ ვიცი. ყველას ვეუბნები, თუ ბიჭი გიყვართ და გინდათ ცოლად გაჰყვეთ, დაელოდეთ, სანამ მისი და არ გათხოვდება, თუ გინდათ, საყვარელი ადამიანის გვერდით მშვიდად იცხოვროთ-მეთქი.
ნინი, 27 წლის.скачать dle 11.3