კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№28 როგორ უნდა გაატაროს ადამიანმა დასვენების დღეები და როდის ხდება ეს მისი სულიერი აშლილობის მიზეზი

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი


 სამწუხაროდ, დღეს ჩვენში ფართოდ არის გავრცელებული მკვდარი სარწმუნოება, რადგან როგორც კი ჩავვარდებით განსაცდელში, მწუხარებაში, სნეულებაში, მაშინვე ვკარგავთ ყველაფერს. დღეს ასევე, ერთ-ერთი საკმაოდ გავრცელებული ცოდვა, ეს არის ოცნება, მეოცნებეობა, ფანტაზია და ასე შემდეგ. რით უნდა უმკურნალოს ადამიანმა მეოცნებეობას და როგორ უნდა იცხოვროს მან ცნებების დაცვით, ამ ყველაფრის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი მამა გიორგი (თევდორაშვილი): 

–  ოცნება – ეს ბოროტი ძალის ყველაზე მსუბუქი იარაღია, რითაც შეუძლია, უძლური ადამიანი შეიპყროს. ხშირად ჩვენი ოცნება  დაკავშირებულია წარსულთან და მომავალთან. ჩვენი მდგომარეობაც ზუსტად ასეთია – ხან წარსულში ვართ გადავარდნილები, ხან მომავალში და აწმყოზე საერთოდ აღარ ვფიქრობთ. ოცნება ებრძვის წარსულს, იქიდან იყენებს გარკვეულ მაგალითებს, რომ შენზე იმოქმედოს, შეგიყვანოს ოცნებაში – აწმყოზე არაფერს გეუბნება და გაოცნებებს, რომ მომავალში იქნება ასე ან ისეო. კეთილ და ბოროტ საქმეებზე ოცნებისას ჩნდება სხვადასხვა აზრი. როცა შენ ოცნებაში ხარ – წარსულში ან მომავალში, გავიწყდება იესო ქრისტეს სახელი, ოცნება პირდაპირ გაშორებს უფლის სახელის ხსენებასთან. ამიტომაც, ხარ უძლურებაში, დაიმედებული. იმედი სხვა რამეა, ხოლო ოცნება – სხვა.  ჯერ ოცნებაში ვარდებიან სასულიერო პირები, შემდეგ საერო ხალხი. მეოცნებობაც ჩვენიდან, სასულიერო პირებიდან იწყება, რომელიც ნაყოფია ამპარტავნების და შემდეგ ეს აირეკლება ერშიც. რადგან ნათქვამია: რაც ბერია, ის ერიაო. ადამიანები წლების განმავლობაში ეკლესიურად ცხოვრობენ, მაგრამ მაინც ვერ ხვდებიან, რა არის უფლის ნება – დაშვება თუ განგებულება. ამისთვის საჭიროა, საეკლესიო სწავლების ცოდნა და წმიდა წერილის გააზრება. როცა ადამიანმა იცის იობისა და აბრაამის ცხოვრება, ღმერთის არსებობა, მან უნდა იცოდეს, რომ ღმერთი მასზე არ დაუშვებს ისეთ რამეს, რაც მას დაღუპავს, გაანადგურებს. ღმერთისგან კარგი მოდის, ყველაფერი ჩვენი სიკეთისთვის, ცხონებისთვისაა და, ვინც ეს დაინახა, ის ცხონდა. მაგრამ ის, ვინც ეურჩება, არ სურს, დაინახოს საკუთარ თავზე ღმერთის ნება, განგებულება, დაშვება, ის ავტომატურად ეშმაკის ზეგავლენის ქვეშ ექცევა. ეშმაკი კი მას მცდარი სწავლებით აბრკოლებს, ანადგურებს მის თავისუფალ ნებას. ხშირად ადამიანი აცხადებს: მე თავისუფალი ვარ, არ მჭირდება არავის მონება! – და ამ დროს ეშმაკის მონებაში ხვდება. შემდეგ კი, თავისი და ეშმაკის ნებით, ცოდვაში ვარდება, მრავალ უმსგავსობას აღასრულებს. მერე, როცა თავის უმსგავსობას ხედავს, ამბობს: უბედური ვარ, ღმერთმა დამაწერა, ეს არის ჩემი ბედისწერაო. რა თქმა უნდა, ეს უმეცრებაა.
– როგორ უნდა განეშოროს ადამიანი ამ ყველაფერს?
– თუ გინდა, ოცნებაში არ ჩავარდე, თქვი სიტყვები: მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის.  ღმერთო, შენს წმიდა ნებას ვავედრებ ჩემს თავს, იყავ ნება შენი. ესე იგი, თუ გინდათ, თქვენში ღვთის ნება აღსრულდეს, თქვით: იყავ ნება შენი, მე თანახმა ვარ, რომ ჩემზე შენი ნება აღსრულდეს. თუ როგორია ნება ღვთისა ამას უფალი დაგანახვებთ. უფალო, მადლობა ყველაფრისთვის, რის მოვლინებასაც ინებებ ჩემთვის. ანუ, თუ რამის მოვლინებას კიდევ ინებებ ჩემთვის, წინასწარ ამაზეც გიხდი მადლობას. სამართლად ღირსი, რომელი ვიქნები  – მომეგების, მომიხსენე, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა. რასაც დაუშვებ მომავალში ჩემზე, ამისთვისაც დიდი მადლობა და როდესაც მოხვალ სუფევითა შენითა, მომიხსენიე სასუფეველში. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამპარტავნება ნერვებს აღაგზნებს, სისხლს ადუღებს და ოცნებებს აღძრავს. ხელს უწყობს დაცემული ცხოვრების განახლებას. დააკვირდით აღგზნებულ ადამიანებს, რომლებიც ბევრს ყვირიან, გვეჩხუბებიან, გვლანძღავენ, გვიმტკიცებენ, რომ ბედნიერები ვართ და ამით სხვა ადამიანებშიც აღძრავენ ოცნებებს და ტყუილ, ფუჭ იმედებს. ერთი შეხედვით, დავდივართ ეკლესიაში, ვესწრებით წირვა-ლოცვას, მაგრამ, თუ კარგად გადავხედავთ ჩვენს მდგომარეობას, მივხვდებით, რომ ჩვენგან ძალიან შორს არის წრფელი ლოცვა. ძლივს ვდგებით საწოლიდან, ხათრით ვკითხულობთ ლოცვებს, გვეზარება, გვეჩქარება, გონება გვეფანტება; ეკლესიაშიც იმიტომ მივდივართ, რომ მარხვა შევინახეთ და ზიარება გვინდა. ვდგავართ ლოცვაზე და მერე უცებ გავრბივართ, ისე, რომ არც ქადაგებას ვუსმენთ და არც ჩამოლოცვას. თუ სიხარულში ხარ, თქვი: „ეს შენგან არის‚ უფალო“; თუ მწუხარებაში ხარ, მაშინაც თქვი: „ეს შენგან არის‚ უფალო“; თუ გარდაიცვალა შენი ახლობელი – „შენ წაიყვანე‚ უფალო“, – ასე უთხარი. ყოველთვის ეუბნები: „უფალო, ჭირი, მწუხარება, წინსვლა – ყველაფერი არის შენგან“.
– ზაფხული მოვიდა და ბევრი ადამიანი მიდის დასასვენებლად. ეს დღეები, ალბათ, ყველაზე „კარგი“ დროა იმისთვის, რომ ადამიანი შორს იყოს ეკლესიისგან, ლოცვისგან, სულიერი საქმეებისგან.
– ძალიან ბევრი ადამიანი მთელი წლის განმავლობაში ელოდება შვებულებას, რომ დასასვენებლად წავიდეს. თუმცა, ხშირად, მათი უმეტესობა ასეთ დროს, დასვენების ნაცვლად, კურორტიდან სულიერად და ფიზიკურად აშლილი ბრუნდება. ადამიანი იღლება, სჭირდება დასვენება. სამწუხაროდ, ადამიანები ისვენებენ ხორციელად და სულიერებას საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას. სასურველია, ადამიანის დასვენება არ იყოს მხოლოდ ხორციელი და სულიერად არ დაზიანდეს. მან დასვენების დღეები უნდა გაატაროს არა მცონარებაში, არა ულოცველობაში, უფლისგან განშორებაში, არამედ უნდა დაგეგმოს ყოველი დღე. ღმერთი ყველგან ხედავს ჩვენს მდგომარეობას, ცხოვრების წესს. ამიტომ‚ ნუ დავშორდებით უფალს და ნუ მივეჯაჭვებით ხორციელ სიამოვნებას. რატომღაც, ზოგიერთი ფიქრობს, რადგან თერთმეტი თვე იმუშავა, იშრომა, ამიტომ, კომპენსაცია უნდა გაუკეთოს საკუთარ სხეულს. რა თქმა უნდა, უნდა გაუკეთოს, მაგრამ, არა სულის ხარჯზე. რა დასვენებაზეა ლაპარაკი, როცა ღმერთს შორდები?! ეს, ერთი შეხედვითაა დასვენება, თორემ, როგორც კი ადამიანი ასეთი დასვენების შემდეგ, საკუთარ შინაგან მდგომარეობას გადაავლებს თვალს, მიხვდება, რომ, კი არ დაისვენა, არამედ, გაექცა ეკლესიურ ცხოვრებას, ზნეობას, უფალთან ურთიერთობას – ეგონა, რომ ზღვაზე, მთაში, ტყეში ღვთისგან გაშორებით იქნებოდა. ადამიანი ვერ განეშორება და ვერსად დაემალება უფალს. ან, რატომ უნდა ემალებოდე ღმერთს? პირიქით, მისი მადლობელი უნდა იყო, რომ მოგცა ხელფასი, მატერიალური ანაზღაურება, რასაც გონივრულად დახარჯავ და ენერგიას მოიხვეჭ, რათა, დაბრუნებული, სამსახურსაც და ოჯახის წევრებსაც უფრო მეტი ენერგიითა და თავმდაბლობით ემსახურო. დასვენება ნიშნავს ცოდვებისგან განშორებას და არა მათ დაგროვებას, რაც ჯერ ხორციელად გვამძიმებს და მერე – სულიერად. იწვევს აშლილობას და შემდეგ ხელახლა გვიწევს ახსნა, რომ აღსარება უნდა თქვან, ეზიარონ.

скачать dle 11.3