კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№27 მამაკაცის ფაქტორი უნაყოფობაში

თათია ფარესაშვილი ნინო კანდელაკი



 უშვილობა, გარდა დემოგრაფიულისა, საკმაოდ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური და ფსიქოლოგიური პრობლემაა ბევრი ოჯახისთვის. ხშირად ამ პრობლემის გადაჭრისას, არასათანადო დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ფონზე იხარჯება უამრავი დრო, ფინანსური რესურსები, ემოციები და შედეგი კი არ ჩანს. ამიტომაც ძალზე მნიშვნელოვანია, რომ უშვილობის პრობლემის მართვა ხორციელდებოდეს კომპლექსურად სპეციალიზებულ კლინიკებში მაღალკვალიფიციური, გამოცდილი სპეციალისტების მიერ.
მაშ ასე, ჩვენი სტატიიდან შეიტყობთ, თუ სად და რა პირობებში შეგიძლიათ ამგვარი მაღალხარისხიანი და ეფექტური სამედიცინო მომსახურების მიღება.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი „უნივერსი” (ყოფილი „ემბრიოტოქსი”) უნიკალური სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც შესაძლებელია რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში ყველა სახის უწყვეტი სამედიცინო მომსახურების მიღება: ორსულობისთვის მომზადება, ორსულობის მეთვალყურეობა და მშობიარობა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ არა თუ საქართველოში, არამედ შესაძლოა, მსოფლიოშიც, იშვიათად მოიძებნება დაწესებულება, სადაც ქალსა და მამაკაცს თანაბარი შესაძლებლობები აქვთ, ჩაიტარონ  რეპროდუქციული დარღვევების სრულყოფილი, კომპლექსური,  თანამედროვე დონის შესაბამისი გამოკვლევა და მკურნალობა. სწორედ ამის საშუალებას იძლევა ცენტრში არსებული ამბულატორიული და სტაციონარული განყოფილებები ორივე სქესის პაციენტებში (ბავშვთა ასაკიდან კლიმაქტერული პერიოდის ჩათვლით) რეპროდუქციული დარღვევების კონსერვატიული და ქირურგიული მკურნალობისთვის.
კლინიკაში არსებული კომფორტული გარემო, მსოფლიო დონის უახლესი აღჭურვილობა, კვლევისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები (ინ-ვიტრო განაყოფიერების ჩათვლით), კეთილგანწყობილი, გამოცდილი, ავტორიტეტული, მაღალკვალიფიციური, მუდმივად განახლებული ცოდნით – ასეთი კადრები განაპირობებენ სამედიცინო მომსახურების მაღალ ხარისხსა თუ  პაციენტთა კმაყოფილებას და ნდობას, რასაც ადასტურებს პაციენტთა სიმრავლე და მზარდი მომართვიანობა.
რეპროდუქციული მედიცინის ცენტრ „უნივერსის”  გენერალური დირექტორი, მედიცინის დოქტორი, რეპროდუქტოლოგი, საქართველოს ანდროლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, თემურ გაგნიძე დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო, რთულად დასათანხმებელი რესპონდენტი აღმოჩნდა. ეს მიზანსწრაფული, ნოვატორულად მოაზროვნე, ენერგიული,  მრავალმხრივ საინტერესო და თავისი საქმის პროფესიონალი, დღეს ჩვენი სტუმარია და გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.

–  ბატონო თემურ,  იშვიათია კლინიკა, რომელიც, პრაქტიკული საქმიანობის გარდა, სამეცნიერო კვლევებსაც ეწეოდეს. მაინც, რა არის თქვენი ძირითადი კვლევის საგანი?
– პრაქტიკული საქმიანობის გარდა, ცენტრ  „უნივერსში” დიდი ყურადღება ექცევა სამეცნიერო-პედაგოგიურ მუშაობას. ცენტრის თანამშრომლები აქტიურად არიან ჩართულნი სამეცნიერო კვლევებში, სამედიცინო გაიდლაინებისა და პროტოკოლების მომზადებაში, საერთაშორისო კონგრესების, კონფერენციების, სემინარების მუშაობაში, ასევე უწყვეტი სამედიცინო განათლების პროცესში. მეტად მნიშვნელოვანია ცენტრის საქმიანობაში ახალგაზრდა კადრების მომზადება – ცენტრი წარმოადგენს თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის კლინიკურ ბაზას მეანობა-გინეკოლოგია-რეპროდუქტოლოგიაში რეზიდენტებისა და დოქტორანტებისთვის.
ცენტრის საქმიანობის როგორც პრაქტიკული, ასევე  სამეცნიერო პრიორიტეტია უშვილობა და ორსულობის განმეორებითი დანაკარგები. „უნივერსს“ ამ მიმართულებით მუშაობის ექსკლუზიური გამოცდილება აქვს. ცენტრის მიერ ამ სფეროში ჩატარებული სამეცნიერო კვლევის შედეგები ინტერესს იმსახურებს, არა მარტო საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც, რაც ბოლო წლებში, საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესებზე (პარიზი – 2015, ბერლინი – 2015, ფლორენცია 2016, კანი 2016, რომი – 2017) ცენტრის თანამშრომლების მიერ წარდგენილი არაერთი ნაშრომის კონკურსებში გამარჯვებით აღინიშნა.
გამომდინარე სამეცნიერო და კლინიკური საქმიანობის პრიორიტეტებიდან, ცენტრში შემუშავებულია ზემოაღნიშნული მდგომარეობების მართვის სპეციალური ალგორითმები და გაიდლაინები, რაც ეფუძნება როგორც მსოფლიო უახლეს მონაცემებს, ასევე საკუთარ მდიდარ პრაქტიკულ გამოცდილებას და ქვეყნის (მათ შორის, ჯანდაცვის სისტემის) სპეციფიკას. მთავარი აქცენტი რეპროდუქციული დარღვევების მართვისას კეთდება დიაგნოსტიკისა და მკურნალობის კომპლექსურ, სრულყოფილ მიდგომაზე, რომლის დროსაც მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გამოვლენის საფუძველზე, ხდება ყოველი პაციენტის სრულფასოვანი გამოკვლევა, პრობლემების მიზეზების მაქსიმალური სიზუსტით დადგენა და შემდგომ, მკურნალობის ინდივიდუალური, ოპტიმალური სქემის შერჩევა საუკეთესო, ეფექტიანი შედეგის მისაღებად.
ყოველივე ზემოაღნიშნულში ფასდაუდებელი წვლილი შეაქვს კლინიკა „უნივერსის” დირექტორის მოადგილეს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, ექიმ-რეპროდუქტოლოგს, პროფესორ ჯენარო ქრისტესაშვილს. მისი დამსახურებით ჩვენი ცენტრი საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ დაწესებულებად ჩამოყალიბდა.
–  რა იწვევს მამაკაცთა უშვილობას?
–  მამაკაცის უშვილობის გამომწვევი მიზეზები საკმაოდ მრავალფეროვანია, მათ შორის, ანატომიური (ასევე ვარიკოცელე), გენეტიკური, ენდოკრინული, იმუნური, ინფექციური და ასე შემდეგ. თუმცა, რეპროდუქტოლოგიისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა ის ფაქტია, რომ შემთხვევათა თითქმის 1/3-ში ზუსტი მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება. ამიტომაც, მთელ მსოფლიოში ამ მიმართულებით კვლევებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
კლინიკა „უნივერსის” ანდროლოგიური სამსახურის როგორც სამეცნიერო, ასევე, პრაქტიკული საქმიანობა ადასტურებს ფაქტს, რომ ანდროლოგია არ მოიცავს მხოლოდ სპერმის რუტინულ ანალიზს, ვინაიდან განაყოფიერებისთვის საკმარისი სპერმატოზოიდების რაოდენობა არ ასახავს მის ხარისხსა და განაყოფიერების უნარს სრულად. სწორედ ამიტომ, ჩვენს კლინიკაში მამაკაცის ანდროლოგიური შეფასება ხდება კომპლექსური მიდგომით (ჰორმონული, იმუნოლოგიური, ექოსკოპიური, ინფექციებზე და სხვა კვლევებით), რაც საშუალებას იძლევა, სწორად განისაზღვროს რეპროდუქციული პროგნოზი და მკურნალობის ტაქტიკა, მათ შორის, დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების ამა თუ იმ სახის გამოყენების მიზანშეწონილობა. მით უმეტეს, რომ ხელოვნური განაყოფიერების მეთოდების სრული სპექტრია წარმოდგენილი ჩვენი კლინიკის შესაბამის განყოფილებაში.
„უნივერსში” ახლახან დაინერგა საქართველოსთვის უნიკალური სპერმატოზოიდების დნმ-ის ფრაგმენტაციის განსაზღვრის მეთოდი. განსაკუთრებით საინტერესოა ის ფაქტი, რომ დნმ-ის ფრაგმენტაციის ინდექსის მომატება მამაკაცებში ნორმოსპერმიით, განაპირობებს არა მარტო სპერმატოზოიდების განაყოფიერების უნარის დაქვეითებას, არამედ იწვევს თვითნებით აბორტებსაც. ამდენად დღეს შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ კლინიკა „უნივერსში” ამ უახლესი მეთოდის დანერგვით, შეგვიძლია, დახმარება გავუწიოთ უშვილობის პრობლემის მქონე წყვილებს და ამ ნოვაციით დაინტერესებულ ყველა დაწესებულებას, რათა მათ მოახდინონ სპერმის სრულყოფილი ხარისხობრივი შეფასება, უშვილობის რეალური მიზეზების დადგენა და ადეკვატური მკურნალობის ჩატარების შედეგად, ნანატრი შვილის ყოლის ბედნიერების მინიჭება.
– მამაკაცის უშვილობის მიზეზთა შორის, თქვენ ახსენეთ ვარიკოცელე, რომელიც როგორც ცნობილია მამაკაცთა დიდ პროცენტს აღენიშნება. რამდენად აქტუალურია დღეს ეს პრობლემა?
– ვარიკოცელე მამაკაცებს შორის მეტად გავრცელებული დაავადებაა, რომელიც არაერთ უსიამოვნო შედეგს იწვევს. ვარიკოცელე სათესლე ბაგირაკის ვენების ვარიკოზული გაგანიერებაა. სათესლე პარკში სისხლის შეგუბების შედეგად გამოწვეული ტემპერატურის მატებით, ირღვევა სათესლე ჯირკვლების ნორმალური ფუნქციონირება, რაც გამოიხატება სპერმის ხარისხობრივი მაჩვენებლების დაქვეითებით. იმ მამაკაცებიდან, ვინც უშვილობის გამო მიმართავს ექიმს, ვარიკოცელე ხშირად დასტურდება. ოპერაციიდან 3-6 თვის განმავლობაში, სპერმის მაჩვენებლები მამაკაცში საგრძნობლად უმჯობესდება. ბოლო პერიოდში, ღია წესით ოპერაციების ალტერნატივად გვევლინება ეგრეთ წოდებული „უსისხლო,” სათესლე ვენების ენდოვასკულარული ემბოლიზაციის მეთოდი, რომელიც ბევრად უფრო ნაკლებტრავმულია – რეციდივების ბევრად უფრო ნაკლები ალბათობით და რეაბილიტაციის მოკლე პერიოდით. დღეისთვის საქართველოში მხოლოდ ჩვენს კლინიკაშია დანერგილი ეს თანამედროვე მეთოდი.

–  ბოლო პერიოდში,  როცა საუბარია უშვილობაზე, საზოგადოებაში ხშირად ისმის ტერმინი „წყვილების იმუნოლოგიური შეუთავსებლობა.” რა იგულისხმება ამაში და რამდენად აქტუალურია ის თქვენი სამედიცინო პრაქტიკიდან გამომდინარე,?  
– ზოგადად, წყვილებში უშვილობის მიზეზები თანაბრადაა განაწილებული ქალებისა და მამაკაცის მიზეზით გამოწვეულ ფაქტორებზე. ამიტომაც, ძალზე მნიშვნელოვანია წყვილებში ორივე პარტნიორის კვლევის ერთდროულად დაწყება – ინდივიდუალური შესწავლა, მკურნალობა და წყვილის ნაყოფიერების პოტენციალის ერთობლივი შეფასება. ყოველივე ამის შემდგომ უკვე შესაძლებელია, განისაზღვროს რეპროდუქციული პროგნოზი და მკურნალობის ტიპი (კონსერვატიული, ოპერაციული), ასევე, საჭიროების შემთხვევაში დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენების აუცილებლობა და სახეობა (ინ-ვიტრო განაყოფიერება, საშვილოსნოსშიგა ინსემინაცია, დონაცია-სუროგაცია).
იმუნოლოგიური ფაქტორებით განპირობებული უნაყოფობა და ორსულობის თვითნებითი შეწყვეტა კლინიკა „უნივერსის” სამეცნიერო-პრაქტიკული საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებაა. ეს სფერო მოიცავს როგორც მამაკაცის უშვილობის განმაპირობებელ აუტოიმუნურ პროცესებს, ასევე ქალის ორგანიზმში გამოვლენილ იმუნურ პასუხს მამაკაცის სპერმაზე. აუტოიმუნური პროცესები ვლინდება სპერმატოგენეზის დარღვევებით, სპერმატოზოიდების მოძრაობისა და სიცოცხლისუნარიანობის დაქვეითებით,  მათი ფრაგმენტაციითა და აგლუტინაციით (სპერმატოზოიდების შეჯგუფება). ქალის ორგანიზმში დარღვეული იმუნური პროცესების შედეგად, იზღუდება ქალის ზემო სასქესო ორგანოებში სპერმატოზოიდების გადაადგილება, კვერცხუჯრედის განაყოფიერება და ემბრიონის მიმაგრება საშვილოსნოს კედელზე და ნორმალური განვითარება, რაც შესაძლოა, თვითნებითი აბორტით გამოვლინდეს. ამგვარ პროცესებს საზოგადოებაში „წყვილის იმუნოლოგიურ შეუთავსებლობას“ უწოდებენ. კლინიკაში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ორსულობის თვითნებითი შეწყვეტისა და წარუმატებელი ინ-ვიტრო განაყოფიერების შემთხვევებში, იმუნოლოგიური ფაქტორების როლის გამოვლენაზე. ეს შესაძლებელი გახდა ბოლო პერიოდში „უნივერსში” იმუნოლოგიური კვლევების უახლესი მეთოდების დანერგვით. მნიშვნელოვანია, ზუსტი დიაგნოზის დასმა და სწორად შერჩეული მკურნალობა. ამ პრობლემის მკურნალობას ჩვენთან ძალიან მაღალი შედეგები აქვს,  რაც მიღებული ორსულობების მაღალი მაჩვენებლებით დასტურდება.
– ბატონო თემურ, სამწუხაროდ, რეპროდუქტოლოგია ერთ-ერთი ძვირად ღირებული სამედიცინო მომსახურებაა. როგორც ვიცით, კლინიკა „უნივერსმა” უპრეცედენტო პროექტი დანერგა და აქციის ფარგლებში, უნაყოფო წყვილებს დიდი ფასდაკლებით იკვლევთ. როდემდე გასტანს ეს აქცია?
– გეთანხმებით, ეს მომსახურება მართლაც ძვირად ღირებულია და სწორედ ამიტომ დაინერგა  აქცია-პროექტები ჩვენს კლინიკაში, რომლის ფარგლებშიც, წყვილს საშუალება ეძლევა,  ჩაიტაროს აქციით გათვალისწინებული გამოკვლევები და გასინჯვები.  უკვე მრავალმა წყვილმა ისარგებლა ამ აქციით. აქციებს აქვს პერიოდული ხასიათი და ამის შესახებ პაციენტები წინასწარ არიან ინფორმირებული. წყვილებს 400 ლარამდე ღირებულების მედიკამენტებითაც ვეხმარებით.
გამომდინარე, ქვეყანაში არსებული საკმაოდ მძიმე დემოგრაფიული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან, მოსახლეობისთვის თანამედროვე, ხარისხიანი რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებისადმი ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ცენტრის მიერ შემუშავდა და ხორციელდება შეწყვეტილი ორსულობის მართვის პროექტი. აღნიშნული სამსახურის სამეცნიერო ხელძღვანელი გახლავთ პროფესორი ჯენარო ქრისტესაშვილი. პროექტის განხორციელებაში სხვადასხვა ორგანიზაცია გვეხმარება, სადაც გათვალისწინებულია ქალის რიგი ლაბორატორიული გამოკვლევებისა და მედიკამენტებით    უზრუნველყოფა-დაფინანსება. მსურველებს საშუალება ეძლევათ, მაქსიმალურად შეღავათიანი პირობებით ჩაიტარონ სრულყოფილი, კომპლექსური, თანამედროვე დონის შესაბამისი გამოკვლევები და მკურნალობა.
მართლაც, ძალიან კარგი და ეროვნული საქმე კეთდება!
скачать dle 11.3