კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№27 რატომ იქცა „კაიფის” თავისუფლება თანამედროვე საქართველოს ნომერ პირველ პრობლემად და როგორ უკავშირდება ის ღვინის კულტს

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე


 ბოლო პერიოდში ახალგაზრდებმა, ძირითადად, მამაკაცებმა ორ მასობრივი საპროტესტო აქცია მოაწყვეს და ორივე მარიხუანას უკავშირდებოდა. უფრო ზუსტად, პირველი მარიხუანის ლეგალიზაცია-დეკრიმინალიზაციას და, მეორეც, ასევე, დეკრიმინალიზაციას, ოღონდ ადამიანის უფლებების დაცვის ჭრილში: პოლიციის მიერ დაკავებული რამდენიმე რეპერის გათავისუფლების მოთხოვნით, რომლებსაც, აქციის მონაწილეთა აზრით, მარიუხანა პოლიციამ ჩაუდო. მოთხოვნა, რომ მარიხუანის მოხმარების გამო ადამიანი ციხეში არ უნდა გაუშვა, ლეგიტიმური და ბუნებრივია, როგორც ის, რომ ადამიანის უფლებების დაცვა უმნიშვნელოვანესია. თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ ადამიანის უფლებები მუდმივად ირღვევა (მათ შორის, კონსტიტუციური უფლებები –  სუფთა ეკოლოგიურ გარემოში ცხოვრების, სრულფასოვანი კვების, განათლებისა და ასე შემდეგ.) და იმასაც დავამატებთ, რომ ამ უფლებადარღვევების გამო, საპროტესტო აქცია არასდროს მოწყობილა, ჩნდება კითხვა: რატომ იჩენს მგრძნობელობას ახალგაზრდობა ჩვენს ცხოვრებაში მხოლოდ მარიხუანის ყოფნა-არყოფნისადმი? არის ეს დეგრადაციის მაჩვენებელი თუ პირიქით, განვითარების; თუ არაფრისაც არა, იმას გარდა, რომ, მე ვარ და ჩემი ნაბადიო, –  ამ თემაზე ფსიქოლოგ ნოდარ სარჯველაძესთან ერთად ვისაუბრებთ.

ნოდარ სარჯველაძე: ნარკომანია საკმაოდ გავრცელებული იყო საქართველოში: დაწყებული წინა საუკუნის 60-იანი წლებიდან და დღემდეც პრობლემაა, ანუ საქართველოში ყოველთვის იყო ნარკოტიკის ბევრი მომხმარებელი. მარიხუანა ვითომ მსუბუქ ნარკოტიკად ითვლებოდა, მაგრამ, ფაქტობრივად, თავისებური დებიუტი იყო სხვა ნარკოტიკებზე გადასასვლელად.
– არსებობს მონაცემი, რის მიხედვითაც, საფრანგეთის წამყვან სარეაბილიტაციო ცენტრში, ნარკომომხმარებლების 60 პროცენტს ნარკოტიკის მოხმარება დაწყებული ჰქონდა მარიხუანით.
– 
სახელმძღვანელოებშია შეტანილი, მარიხუანის თავისებურება ის არის, რომ მის მერე მომხმარებლები გადადიან სხვა, უფრო მძიმე ნარკოტიკულ საშუალებებზე და ეს თაობები დიდი ხანია, დაბოლილები არიან. ანუ დიდი ხანია, ნარკოტიკებით არიან გაჟღენთილები და ერთადერთ საბრძოლო საშუალებად შერჩათ მარიხუანა, რომელიც, მაგალითად, ჰოლანდიაში ლეგალიზებულია და ამ სულისკვეთების ადამიანებმა ჩვენთანაც თქვეს, ჩვენც გვინდა იგივეო. ნარკოტიკების მიღება ადამიანს უბიძგებს ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობისკენ, ეგრეთ წოდებულ „კაიფისკენ”, როცა ადამიანი იღებს თავისებურ განცდას, რომელიც თითქმის, როგორც ამბობენ  სიამოვნების ხარისხით, ორგასტულ განცდას ემსგავსება. ეს სიამოვნება, ანუ ჰედონისტური სწრაფვა საკმაოდ დიდხანს იყო მოდებული და მის ბოლო მოჰიკანად მარიხუანა დარჩა. სხვა ნარკოტიკული საშუალებები შედარებით ადვილად გასანადგურებელია და ანადგურებენ კიდეც, ხელიც მიუწვდებათ საზღვარზე მათ შესამოწმებლად. ამდენად, დარჩა მარიხუანა, რომლის დეკრიმინალიზაცია დაკავშირებულია ლეგალიზაციასთან და მომავალში „კაიფის” შესაძლებლობასთან. ანუ ეს თაობა იტოვებს „დაკაიფების” საშუალებას, ანუ ცნობიერების შეცვლილ მდგომარეობაში ლეგალურად შესვლის საშუალებას. არადა, ამ დროს ცნობიერების მდგომარეობის შეცვლა შესაძლებელია სხვა საშუალებებითაც. მაგალითად, ალკოჰოლით; მთელი მედიტაციური სისტემები არსებობს ამ მდგომარეობაში შესვლისთვის ჯანმრთელობის ყოველგვარი დაზიანების გარეშე და პირიქით, გაჯანმრთელების ხარჯზე.
იმის თქმა მინდა, რომ სწრაფვა ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობისკენ, დავარქვათ ასე ნარკოტიკების მოხმარებას, არა მარტო ქართველი ახალგაზრდების მისწრაფებაა, არამედ ბევრი სხვა ქვეყნის ახალგაზრდებისაც. მაგალითად, იგივე ჰიპებიც აქეთკენ ისწრაფოდნენ, იყო სხვა მოძრაობებიც; მათ შორის, „როკენროლის” ცეკვაც და სხვა ცეკვებიც, ხმამაღალი მუსიკის ფონზე, ტრანსამდე მიყვანის საშუალებებია. ტრანსულია თავისი ბუნებით და იწვევს ცნობიერების შეცვლილ მდგომარეობას, მაგალითად, ხომ ტარდება სამეგრელოში ყოველწლიური პროექტი…
– კაზატიპი
დიახ, ეს გამოძახილია იმის, რომ არსებობს ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობისკენ სწრაფვის მოძარობა და იქ ჩამოსულთა რაოდენობა აღემატება ადგილობრივი ახალგაზრდების რაოდენობას. გარდა ნარკოტიკისა, ემატება სექსიც.
– ჰოლანდია ახსენეთ და და აშშ-ც არის ნარკოტიკის ყველაზე მსხვილი მომხმარებელი მსოფლიოში…
– იმიტომ რომ იქ, ძირითადად, კოკაინია.
– მაგრამ იმ ქვეყნებს აქვთ, თუ შეიძლება, ასე ითქვას, ნარკოდამოკიდებულთა ყოლის ფუფუნება, რადგან ძლიერი, ფეხზე მდგომი სახელმწიფოებია. ჩვენ კი ძალიან მცირერიცხოვანი ახალგაზრდები გვყავს და ისინიც, თუ მხოლოდ ნარკოტიკს მიეძალნენ, რესურსს ხომ კარგავს ჩვენი ისედაც სუსტი და ღარიბი სახელმწიფო?
– ახალგაზრდებს, რომლებიც ამ მოძრაობაში არიან ჩართულები, აინტერესებთ მხოლოდ საკუთარი „კაიფი.”
– გავიგე, მაგრამ, მინიმუმ, ცოცხალი მაინც ხომ უნდა გადარჩე, რომ, თუნდაც, „იკაიფო?”
– მათთვის სიცოცხლე ღირს „კაიფად” და დამთავრდა; რამდენ ხანსაც ვიცოცხლებ, თუ ვიცოცხლებ, „ვიკაიფებო”. მოკლედ რომ ვთქვა, ძალიან ძლიერია ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობისკენ ადამიანების მიდრეკილება. პირველყოფილ ტომებში რელიგიური ტრანსები, როდესაც ისინი ცეკვავდნენ და როკავდნენ, პლუს თანამედროვე ცეკვები, სექტები, რომლებიც თავიანთ რიგებში რთავენ მოქალაქეებს და ამგვარი, ძალიან ბევრი სხვა სოციალური ორგანიზმები, ესწრაფვიან ცნობიერების შეცვლილ მდგომაროებაში შესვლას, ანუ „კაიფს”. თრიაქს ჩვენთანაც ეწეოდნენ უძველესი დროიდან, მეფეებიც კი –  ელიტური გასართობი იყო. სხვათა შორის, ღვინოც ასეთია. ჩვენთან არსებული ღვინის კულტი დიონისურ საწყისს ექვემდებარება. ძველ ბერძნულ მითოლოგიაში არსებობდა აპოლონური და დიონისური საწყისები. აპოლონური საწყისი ნიშნავდა რაციონალიზმს, გათვლას, საღ გონებას; დიონსიური კი – არარაციონალურს, ქეიფს, სიმღერას, ცეკვას, სამყაროსთან ერთობის გრძნობას, ეროტიზმს. ეროტიზმი და ნარკომანია პარალელური პროცესებია. გოგონები რომ დადიან დახეული შარვლებით, უჩანთ ჭიპები, ეს არის ნარკოტიკით „კაიფის“ ძიება გადაჯაჭვული ეროტიკასთან. და ყველაფერი ემსახურება არა მატერიალურსა და სულიერ კეთილდღეობას, არამედ ჰედონისტური სიამოვნებაა, რომ სიამოვნების ის ცენტრი, რომელიც ადამიანშია, იყოს დაკმაყოფილებული და ჰედონიზმი ბატონობდეს.
– მეორე მხრივ, საზოგადოებას, წესით სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა თუ დემოკრატია, სჭირდება მომავლისთვის, თავში მოუფრინდა პუტინს და დაძრა ჯარი ცხინვალიდან; თავში მოუფრინდა ერდოღანს და დაძრა ჯარი აჭარისკენ; თავში მოუფრინდა ალიევს და დავით გარეჯში ჩააყენა ჯარი. ჩვენი ახალგაზრდები, რომლებსაც ჯარში სამსახური არ უნდათ, მაგრამ უნდათ დაბოლება, რას აკეთებენ ამ დროს? ბოლდებიან საპასუხოდ? მოქალაქემ არ უნდა იფიქროს, რა ზიანი შეიძლება, მიიღოს ასეთი დამოკიდებულებით?
მარიხუანა არც ისე უსაფრთხოა, როგორც ამბობენ. მქონია ძალიან ბევრი შემთხვევა, როგორც პრაქტიკოს ფისქოთერაპევტს, როცა ჩემთან მოსულან ადამიანები, რომლებსაც მარიხუანის მოწევის შედეგად აღმოუცენდათ შიზოფრენიის მსგავსი მდგომარეობა. მე ვერ გავერკვიე, რა განსხვავებაა შიზოფრენიასა და შიზოფრენიის მსგავს მდგომარეობას შორის, მაგრამ რაკი ფსიქიატრები ამბობენ, არისო, დავუჯეროთ მათ. მისი სიმპტომებია: დერეალიზაცია, როდესაც რეალობას გაუცხოებულად აღიქვამს ადამიანი; დეპერსონალიზაცია, ხანდახან შეიძლება, თავისი მეობა დაკარგოს ადამიანმა, რასაც ემატება შფოთვა და ასე შემდეგ. ასეთი მდგომარეობა ტიპურადაა დამახასიათებელი შიზოფრენიის მსგავსი ფსიქოზისთვის. ასეც ჰქვია. ხშირად მინახავს ასეთი შემთხვევა პირადად და ლიტერატურაშიცაა აღწერილი. ამ დღეებშიც მყოლია ასეთი პაციენტი და ადრეც. იმის თქმა მინდა, რომ ეს არ არის ერთეული შემთხვევები. ამდენად, არც ისე უსაფრთხო ნარკოტიკია მარიხუანა, როგორც ამას პროფანი ჯაფარიძე და მისი „გირჩი“ ამბობს. ჯერ რა დაბოლილი სახელწოდებაა „გირჩი“?! რატომ უნდა დაარქვა პოლიტიკურ პარტიას, თუ თავისებური შიზოფრენია არ გჭირს?! მარიხუანა, ჯერ ერთი, იწვევს სხვა ნარკოტიკზე გადასვლას და მეორეც –  შიზოფრენიის მსგავს ფსიქოზს. ამდენად, არ არის უსაფრთხო და ინდივიდი გვეკარგება. სახელმწიფომ უნდა შექმნას გარკვეული რეგულაციები. მართალია, მარიხუანის მოწევისთვის ვერ დააპატიმრებ, მაგრამ რაღაც სოციალური სტიმულირების მექანიზმები უნდა არსებობდეს, რომ, თუ ადამიანი გადაეჩვევა, რაღაც სარგებელს მიიღებს, მაგალითად, დასაქმდება. ერთი სიტყვით, უამრავი რამის მოფიქრებაა შესაძლებელი. მხოლოდ სასჯელით ვერ მოაგვარებ ამ პრობლემას.
– მგონია, რომ ბაღებიდან უნდა დაიწყოს ანტინარკოტიკული გონივრული პროპაგანდა და ინფორმაციის მიწოდება, თუ რა შეიძლება, ამას მოჰყვეს.
– ინფორმირებულები არიან, მაგრამ ცალ ყურში უშვებენ. „კაიფი” ისეთი მდგომარეობაა, რომ, თუ ადამიანი შეეჩვია, თითქმის ვეღარ გადააჩვევ. ნებისმიერი შეიძლება, ცდუნდეს, აკადემიკოსიც კი. იმიტომ რომ, ცნობიერების შეცვლილ მდგომარეობაში ყოფნა ყველას უნდა; მაგალითად, ყველას უნდა, რომ ღვინო დალიოს, გონება დაკარგოს და იცეკვოს, დაივიწყოს ვალდებულებები, რაც აქვს. ამისთვის ფულს ხარჯავენ ადამიანები, ნარკოტიკი კი ამას იძლევა მარტივად. ამდენად, ნარკოტიკებთან ბრძოლა არ არის იოლი.
– „გირჩმა“, როდესაც გამოჩნდა და დაირქვა ეს სახელი, განაცხადა, რომ იქნებოდა პროზე პროდასავლური ძალა და შემოგვთავაზებდა სრულიად ახლებურ მიდგომებსა და კომუნიკაციის ფორმებს, რაც აქამდე არასდროს გვენახა.
– დავიწყოთ იმით, რომ პროდასავლური კი არ უნდა იყო, არამედ პროქართული. რატომ უნდა ვიყო ან პროდასავლური, ან პროქართული?! თუ მე მჭირდება დასავლეთი და მართლაც მჭირდება დასავლური განათლების სისტემა, დასავლური ორიენტაცია, რომ ხედვები მქონდეს და არა მხოლოდ, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ უყოყმანოდ უნდა მივიღო, მისი ყველა ღირებულება?! მე უნდა მქონდეს პროქართული ორიენტაცია. ადამიანებმა უნდა იცხოვრონ იმ უნივერსალური ღირებულებებით, რასაც ჰქვია თავისუფლება, კეთილდღეობა და სოლიდარობა. მაგრამ ჩვენთან მთავარია ნეპოტიზმი, ნათესავი დაასაქმო და ასე შემდეგ. რაც უნდა იძახოს დასავლური ორიენტაციაო, ამ ფონზე, სისულელეა.
– კითხვა ვერ დავასრულე: საბოლოოდ „გირჩული“ პროდასავლურობა გამოიხატა იმით, რომ შექმნეს სექტა, აგროვებენ დეზერტირებს და აქეზებენ ნარკომანიას. ჯარში წასვლა ადამიანის უფლებების დარღვევაა და დაბოლების აკრძალვაც, ანუ იყავით დაბოლილი დეზერტირებიო. ეს ნიშა იყო თავისუფალი თუ ამ მიდგომაზე იყო მოთხოვნა და გამოიყენეს?
– ორგანიზაცია იმიტომ კი არ იქმნება, რომ მოთხოვნაა მასზე, არამედ ჯერ ქმნიან ორგანიზაციას და შემდეგ ქმნიან მოთხოვნასაც. გაიხედეს-გამოიხედეს და მიხვდნენ, რომ ნარკომანი ბევრია და დაბოლებისკენ სწრაფვაც ბევრს აქვს, ამიტომ თქვეს, ჩვენ დავიცავთ მათ უფლებებსო, თორემ ჯერ მოთხოვნა კი არ ყოფილა. შექმნეს ორგანიზაცია, ამის შემდეგ დაფიქრდნენ, საიდან აეკრიფათ ამომრჩეველი და მონახეს კიდეც ასეთი ამომრჩეველი. პოლიტტექნოლოგიები ამაზეა აგებული: ამომრჩეველი კი არ არსებობს, არამედ ის უნდა შექმნა. ბიზნესშიც ასეა: კლიენტი უნდა შექმნა. ანუ ჯერ უნდა შექმნა მოთხოვნა საქონელზე და აყიდვინო ის საქონელი. ამდენად, ნუ იტყვით, რომ მოთხოვნა იყო და მათ ეს ნიშა დაიკავს. მათ შექმნეს ეს მოთხოვნა და შემდეგ დაიკავეს ეს ნიშა.
– ეს უარესია, თუმცა იმთავითვე იყო გასაგები, რომ „გირჩები“, არაოფიციალური სტატისტიკით, არსებულ 200 000 ნარკოდამოკიდებულის ხმაზე ინადირებდნენ. სავსებით გასაგებია, რომ პოლიტიკოსს უნდა, შექმნას თავისი ამომრჩეველი, მაგრამ ეს ხომ მავნე პოლიტიკაა. ვერ ხვდებიან თუ სკამის გამო ყველაფერს კადრულობენ?
რაში აინტერესებს პოლიტიკოსს, ქვეყანას წაადგება თუ ავნებს მისი პოლიტიკა?! ის ხომ პოლიტიკაში სარგებლისთვის მიდის და არა იმიტომ, რომ არიქა, 300 არაგველი თუ გაცოცხლდა, დამლოცონო. ამ იდეალით კი არ ცხოვრობენ?! ისინი ანგარიშს არ აბარებენ ჩვენს წინაპრებს: აი, რა გავაკეთე, რა კარგი ვარო. მათ უნდათ, სარგებელი ნახონ  და თავიანთ ჯიბეზე ფიქრობენ. რა შუაშია სახელმწიფო?! მათ სახელმწიფო აინტერესებთ?! ან, საერთოდ, ვის აინტერესებს სახელმწიფო?!
скачать dle 11.3