№27 ხელსაყრელი პატრიოტიზმი
ანუ „ჩვენ ორ შორის მოციქული არის „ბოგდანი“
სააკაშვილ-პოროშენკოს შორის უკვე იმდენმა შავმა კატამ ჩაირბინა, რომ ლამის „დღეიდან ამ ორს შორის მოციქული არის ტყვია“.
მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, იმ „ტყვიას“ „ბოგდანი“ რქმევია.
კერძოდ, სულ ახლახან მიხეილ სააკაშვილმა იმ უკრაინული არხის ტელეეთერიდან,
რომელზეც გადაცემა მიჰყავს, უკრაინის პრეზიდენტ პიოტრ პოროშენკოს ძველი ცოდვები გაუხსენა (თვითაღიარებულ აფხაზეთთან გაცხოველებით ვაჭრობდაო).
ნუ იტყვით და, კომპანია „ბოგდანს“, რომელიც ხსენებულ პოროშენკოს ეკუთვნის, 2010 წელს სეპარატისტული სოხუმისთვის ავტობუსები მიუწოდებია (იმხანად თავად პოროშენკო უკრაინის ეკონომიკის მინისტრიც გახლდათ).
შესაბამისად, გადაცემის წამყვანმა (ერთ დროს პოროშენკოს თანამებრძოლმა მიხეილ სააკაშვილმა) უკრაინის პრეზიდენტს ბრალი დასდო „ამორალური, ანტიქართული, ანტიუკრაინული და არალეგალური ვაჭრობით მიღებულ შემოსავალში.
თუ გავიხსენებთ, რომ, დაახლოებით, იმავე პერიოდში შემოიყვანეს საქართველოში „ბოგდანის“ მარკის ავტობუსები (იმხანად საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო, მას მერე კი პრეზიდენტ პოროშენკოს ჩინოვნიკი, ანუ ოდესის გუბერნატორი), იბადება კითხვა: დოკუმენტები პოროშენკოს ამორალობის შესახებ ახლახან ჩაუვარდა თუ „საკონტროლო გასროლად“ ინახავდა თავისთვის ხელსაყრელ მომენტში?!