კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№27 კბილებმსხვრევია

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე


 ანუ ვინ ვის  დაახედებს ნაწლავებზე


 რაკი წელი ერთია და არჩევნები – ლამის ორი, ამჯერად ადგილობრივი თვითმმართველობის ასარჩევად ვემზადებით. თუმცა ჩვენ რა, პოლიტიკოსები ემზადებიან (მით უფრო, რომ ქვას თუ ისვრი, ყოველ ჯერზე თუ მთლად პოლიტიკოსს ვერა, მის თანაშემწეს მაინც გაარტყამ).
 ხოლო, რაკი ემზადებიან, გაძლიერებული ლანძღვა-გინების სეზონიც გაიხსნა. ჯერჯერობით ყველაზე დიდი შემართებით საკრებულოს წევრი ალექსანდრე ელისაშვილი გამოირჩევა, ოღონდ კვლავაც არ გადაუწყვიტავს, ბოლოს და ბოლოს, იბრძოლებს თუ არა მერობისთვის (მაგრამ გაგვიმხილა, რომ ხალხი ქუჩაში აჩერებს და აჯანჯღარებს, გინდა-არ გინდა, კენჭი იყარეო).
  შეჯანჯღარების მოტივი კი, თავად ალექსანდრე ელისაშვილის თქმით, შემდეგია: მე ერთადერთი დამოუკიდებელი კანდიდატი ვარ (თუ ვიქნებიო).
  და თუმცა არ იცის, იბრძოლებს თუ არა (უფრო კი, ვიდრე არაო), ამთავითვე დაიქადნა, რომ არც თეთრი ხელთათმანების ჩაცმას აპირებს (ფიგურალურად) და არც ენის მოჩლექით ლაპარაკს: თუ არჩევნებს გამიყალბებენ, ლაი-ლაის ნაცვლად, პირობას ვდებ, „ყველას კბილებს დავამტვრევო“ (უნდა ეთქვა, ჩავუმსხვრევო, თუ, მაინცდამაინც, გრამატიკას გამოვეკიდებით და ვითომ რატომ არ უნდა გამოვეკიდოთ?!). მისი ასეთი გახელება კი ხალხის ძალას გამოუწვევია (ქუჩა-ქუჩა რომ აჯანჯღარებენ, სავარაუდოდ, იმათსას).

  ჩვენ არ ვიცით, ბ-ნი ელისაშვილი მიხეილ სააკაშვილს ჰბაძავს (ლექსიკა აშკარად ნაპრეზიდენტალის იკითხება) თუ მაინც ყარაჩოღლებს („აბა, ორთაჭალის ბაღში მნახე, ვინა ვარ“), მაგრამ, რაკი კუნთების თამაში აუჩემებია, ვფიქრობ, თბილისის მერის სკამისკენ მიმავალი წინასაარჩევნო კამპანიის ლოზუნგად: „ნაწლავებზე დაგახედებ“ უნდა აირჩიოს! –
скачать dle 11.3