კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№27 „დავაქორწინეთ, მაშ?!“

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ჩამოორმილიონებულების გასაჭირი 


 სანამ ჩვენ იმას ვარჩევთ, ვენეციის კომისიის თავკაცი და, ასე განსაჯეთ, საქართველოს ორდენოსანი (ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილმა დააჯილდოვა) ჯანი ბუკიკიო რა ხარისხით დარჩა იმედგაცრუებული, ამომავალი მზის ქვეყანაში სულ სხვა პრობლემები აღელვებთ.
 სახელდობრ, ის, რომ, თურმე, იაპონელი მამაკაცების 30 პროცენტი რეალურ ქალთან ურთიერთობას მაღალტექნოლოგიურ თოჯინებთან  ურთიერთობას ამჯობინებს.
 მეტიც, ამ თუ სხვა მიზეზით, ოჯახის შექმნა მათ (ანუ იაპონელი მამაკაცების) მხოლოდ 20 პროცენტს სდომებია.
 და იმის მიუხედავადაც, რომ იაპონიის მოსახლეობა 126 მილიონია, რაკი იაპონელ მამაკაცებს თვალი ქალების ნაცვლად რობოტებისკენ გაურბით, იაპონიის მთავრობამ დაოჯახების ხელშეწყობა განიზრახა.
 ამიტომაც გადაწყდა, რომ ბიუჯეტი დააფინანსებს ქალებისა და ვაჟების პაემნებს, ხოლო, თუ ისინი ოჯახსაც შექმნიან, 10 წლის განმავლობაში კომუნალური გადასახადებისგანაც კი გაათავისუფლებენ.
 მეორე მხრივ, თუმცა ჩვენ, დედაწულიანად, სამი მილიონ 700 ათასი თუ ძლივს ვიქნებით და, შობადობის ამ ტემპით, 50-ოდე წელიწადში ჩამოორმილიონობას გვიწინასწარმეტყველებენ, ჩვენი საზოგადოების ნაწილს კონსტიტუციაში ის ჩანაწერიც კი არ მოეწონა, სახელმწიფო შეიმუშავებს დემოგრაფიულ პოლიტიკასო (რას მიქვიან, გვაძალებენ გამრავლებასო და მერე რა, რომ დემოგრაფიული პოლიტიკა არანაირი დაძალება არ არის?!).
 ამის გათვალისწინებით კი, იაპონელების მსგავსი ინიციატივა რომ შემოეთავაზებინათ, დიდი ეჭვი მაქვს, რომ ჩვენებურ გამოლიბელარულებს სახელმწიფოსთვის თვით სტრასბურგში ეჩივლათ (მოტივით: დაქორწინებას გვაძალებენო). –
скачать dle 11.3