კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№27 თავკონტროლვერგაწეულები

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე


 ანუ იგრძენით თავი, როგორც სახლში?! 


 გასულ კვირას აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ლიდერი გვესტუმრა, იმას გარდა, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის ცოლი შეხვდა ჩვენს პრეზიდენტს (თუმცა ჩვენი პრეზიდენტი რა მოსატანია, როდესაც ქ-ნი ლეილასთვის ევროპარლამენტის ყველა კარიც კი ღიაა, როცა კი მოესურვება?!).
 და თითქოს ხსენებული ქ-ნისგან არ გვაკლდა პრეტენზია-ლანძღვა-გინება, ჩვენ რა, ჩვენს სახელმწიფოს არ აკლდა, არც აზერბაიჯანელმა ოპოზიციონერმა დაგვაკლო (ქართულ გამოძიებას სულ „ფიქცია“ ეძახა).
  მე არ ვიცი (იმედი მაქვს, არც თქვენ), როდის შემდეგ გადაწყვიტა სრულიად აზერბაიჯანის სრულიად ოპოზიციურმა სპექტრმა, რომ ჩვენსავე სახელმწიფოში უნდა გვაბრუნოს ყველა არსებულ თუ არარსებულ ბრუნვაში (თითქოს აქეთ – თავაზიანობის ნორმებს ჩასძინებოდეს საღათას ძილით, იქით – დიპლომატიურ ეტიკეტს). ისევე, როგორც არც ის, თუ რა აზრისანი ბრძანდებიან აზერბაიჯანელი ოპოზიციონერები, აზერბაიჯანში რომ ეთნიკურ ქართველებს არც ქართული სახელების დარქმევის უფლება აქვთ და არც ქართული ისტორიული გვარების ტარების; არც ის ვიცით, დავით გარეჯი აზერბაიჯანული კულტურის ძეგლი ჰგონიათ და სრულად ითხოვენ თუ არა (მეტს აღარ გავაგრძელებ), თუმცა იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მათი აზრი (ამ საკითხებზე) არ ეთანხმება ოფიციალური ბაქოსას, სტუმარი მხოლოდ დილითაა ოქრო და ჩემის ლანძღვის ექსკლუზივი მხოლოდ მე მაქვს.

скачать dle 11.3