№27 დეზერტირობის ხიბლში
„პა დე დე“ თუ „პა დე ტრუა“?!
ბევრი აქცია მოაწყვეს თუ ცოტა, ლოზუნგით: მარიხუანა თუ არ გავაბოლე, რაა სიამეო; დიდი რიგი ედგა თუ არც ისე („გირჩის“ სექტის კარს), ლოზუნგით: რწმენას კი არა მშობელ დედას შევიცვლით, ოღონდაც ჯარში არ წავიდეთო; ცოტა ამტკიცა თუ მეტისმეტი (მთავარმა „გირჩმა“), სამხედრო-სავალდებულო სამსახური ადამიანის უფლებების უხეში დარღვევააო, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი კანონპროექტს, რის მიხედვითაც, სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდება, არც მეტი, არც ნაკლები, 3 წლამდე, მაქსიმუმ, პატიმრობით დაისჯება (ოღონდ ჯარიმით დაიწყება).
თავის არიდებად კი შემდეგი იგულისხმება: ჯანმრთელობის გაუარესების სიმულაცია, თვითდაზიანებების მიყენება ან ყალბი დოკუმენტების მომზადება.
თითქოს (განსაკუთრებით, მიმიდინარე) გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, კანონი დროულია (ცხადია, იმის პარალელურად, რომ ჯარში სამსახურში ძველებურად ყარაულში უსაქმოდ დგომა არ უნდა იგულისხმებოდეს), მაგრამ, მაგალითად, სახალხო დამცველის აპარატში ფიქრობენ, რომ კანონპროექტი დაუსაბუთებელია (ვითომ, პათოსით: გაუმარჯოს დეზერტირებს?!) და მთავრობამ რეპრესიული მიდგომა უნდა შეცვალოს.
სახელდობრ, სახალხო დამცველის აპარატის თავდაცვის სფეროში ადამიანთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსი თამარ გაბიანი დარწმუნებულია (მომყავს ციტატა): „…სახელმწიფოს, უმჯობესი იქნებოდა… სამხედრო სამსახური უფრო მიმზიდველი გაეხადა“.
პირადად მე დამაბნია სიტყვამ – „მიმზიდველმა“, იმ მარტივი მიზეზით, რომ ვითომ ჯარში „პა დე დეს“ უნარ-ჩვევები უნდა დაასწავლონ თუ მაინც „პა დე ტრუასი“?! –