კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№27 ყველას აქვს შანსი, გახდეს მშობელი – შეუძლებელი კი არაფერია!

თათია ფარესაშვილი ნინო წულუკიძე


 ადვილი არ არის, დაიმსახურო ის ნდობა და სიყვარული, რომელიც პაციენტებს „ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკისა” და მისი ხელმძღვანელის, არსენ გვენეტაძის მიმართ აქვთ. თუ ამ ადამიანების მძიმე ისტორიებს გადავხედავთ (რამდენიმეწლიანი უნაყოფობა, შეწყვეტილი ორსულობები, სხვა მძიმე პათოლოგიები), კიდევ უფრო დავრწმუნდებით ბატონი არსენისა და კლინიკის გუნდის პროფესიონალიზმში. ისინი ქმნიან სიცოცხლეს, უშვილო წყვილებს კი იმედს, რწმენას და ბედნიერებას უნერგავენ.
პროფესორი არსენ გვენეტაძე:
როცა ექიმი ოცდარვა წელია, სამედიცინო საქმეს ემსახურება, თავის გუნდთან ერთად ცხოვრობს და მუშაობს იმ პრინციპებით, რომლითაც „ზურაბ საბახტარაშვილის კლინიკა” ხელმძღვანელობს, აუცილებლად ეყოლება  მადლიერი პაციენტები. რა პრინციპებია ეს: არ გაუკეთო სხვას ის, რაც არ გინდა, რომ შენ გაგიკეთონ; წარმოიდგინე, შენი თავი პაციენტის ადგილზე; შესთავაზე მას ის, რასაც საკუთარ თავს გაუკეთებდი უნაყოფობის თუ სხვა გინეკოლოგიური პრობლემის  შემთხვევაში. მაგრამ, იმისთვის, რომ იცოდე, რა სჭირდება კონკრეტულ პაციენტს, აუცილებელია პროფესიონალიზმი. დღეს  ჩვენი კლინიკა წარმატებულია ევროპაში და მას ისეთივე შეფასებები აქვს, როგორც ევროპის მაღალი დონის რეპროდუქციულ კლინიკებს. წელიწადზე მეტია, ენდომეტრიოზის ოფიციალური ევროპული ცენტრი ვართ. ანუ, ერთ-ერთი იმ ცხრამეტი ევროპული კლინიკიდან, რომლებიც ჩართულნი არიან ამ პრობლემის კვლევაში. შესაბამისი სერტიფიკატი რომ მიგვეღო, ორწლიანი თავდაუზოგავი შრომა დაგვჭირდა. ასევე, ვართ ორსულობის ჩვეული შეწყვეტის პრობლემების შესწავლის საერთაშორისო სათანამშრომლო ცენტრიც. რამდენიმე დღის წინ, მორიგი სამუშაო ვიზიტისას ევროპაში, ატილა ვერევსკისთან  – უნგრეთის რეპროდუქტოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტთან, რომელიც ასევე, რეპროდუქციული კლინიკის ხელმძღვანელიც გახლავთ, მივაღწიეთ შეთანხმებას ურთიერთთანამშრომლობაზე. ერთად ჩავატარებთ მორიგ მულტიცენტრულ ევროპულ კვლევას. ეს კი ნიშნავს, რომ  ჩვენს დარგში მომუშავე ევროპული  კლინიკების ოჯახის სრულუფლებიანი წევრი ვართ.
– რაც იმასაც ნიშნავს, რომ ახლა გაცილებით მეტი შრომა მოგიწევთ.
მოდი, ვთქვათ ასე – შრომა არც ადრე გვიწევდა ნაკლები, უბრალოდ, ახლა სხვა ორბიტაზეც გადანაწილდა ჩვენი ძალისხმევა. ეს ყველაფერი აისახება პაციენტების მომსახურების ხარისხზე. შედეგები, რაც კლინიკას აქვს, აღიარებულია და ეს ეხება როგორც მიღებულ ორსულობებს, ასევე, ჯანმრთელობის შენარჩუნებას. პროფესორმა გერმანიიდან, ანდრია ებერტმა, ჩვენს ერთ-ერთ პაციენტს უთხრა: თქვენ მიიღებთ ზუსტად ისეთივე დონის სამედიცინო მომსახურებას, როგორსაც მიიღებდით ევროპაში, ბერლინში ან კიოლნში. ჩვენ ექსპერტები ვართ და აქ სწორედ ამის შესაფასებლად ჩამოვედითო.
– ანუ, პაციენტს აღარ სჭირდება დახმარებისთვის მიმართოს რომელიმე ევროპულ კლინიკას, დახარჯოს გაცილებით მეტი ფინანსები და დრო.  მისი პრობლემის მოგვარება ისეთივე ეფექტურობითაა შესაძლებელი თქვენს კლინიკაში.
– მეტსაც გეტყვით, უკვე ძალიან ბევრი პაციენტი გვყავს მეზობელი ქვეყნებიდან – რუსეთიდან. ამერიკიდან მოგვმართა პაციენტმა და უნდათ, რომ მათ უნაყოფობას ჩვენ ვუმკურნალოთ. ეს ყველაფერი ყოველდღიურ აღიარებას და ნდობას ნიშნავს. სულ უფრო ხშირად მოდიან პაციენტები და მეუბნებიან, მე მოვიძიე ინფორმაცია კლინიკაზე, მოგისმინეთ თქვენ და ვიცი, რომ ჩემს პრობლემას უშველითო. არაფერია იმაზე სასიამოვნო, როცა პაციენტი ასეთი ნდობით მოდის შენთან. მაშინ ხვდები, რომ ტყუილად არ გიშრომია. შედეგიც შესაბამისია. უცხოეთშიც არაერთხელ შემხვედრიან ჩემი მადლიერი პაციენტები. როგორი დატვირთულიც უნდა იყოს ჩემი სამუშაო დღე, თუ ხედავ  პაციენტს, რომელსაც სახე უბრწყინავს, რომც არაფერი თქვას, უკვე ნათელია, რომ სასურველი ორსულობა დადგა, ამ დროს ახალი ენერგიით, ემოციებით სავსე შევდივარ საოპერაციოში და ეს არის სწორედ პროფესიული ბედნიერება.
ბუნებრივია, ყოველთვის ყველა პაციენტთან წარმატებული ვერ იქნები – ასეთია ჩვენი ცხოვრება. ბუნებაში და მით უფრო მედიცინაში, ასპროცენტიანი გარანტიები არ არსებობს, მაგრამ მთავარია, პაციენტს შენი მხრიდან ყურადღება არ მოაკლდეს. არ იგრძნოს გულგრილი დამოკიდებულება და არაპროფესიონალიზმი. ჩვენი კლინიკა მხოლოდ ამ პრინციპით მუშაობს –  პატივი სცე პიროვნებას და საკუთარ თავსაც.
– „არასოდეს თქვა არასოდეს, შეუძლებელი არაფერია...“ – ეს არის თქვენი ცხოვრების, ასევე, თქვენი კლინიკის მთავარი კრედოც.
– კლინიკას ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი უკავია. ჩვენი გუნდი სრულიად იზიარებს ამ შემართებას. ყოველდღიურად ვცდილობთ, მუდმივად განვაახლოთ ჩვენი ცოდნა – არ დავიშუროთ ამისთვის დრო, სახსრები, მათ შორის, მატერიალურიც და  ასევე, ძალისხმევა. ხშირად ვამბობ ამას და კიდევ ვიტყვი, არ მომერიდება – ჩემი მთავარი მიზანია, უკეთესი გავხადო დედამიწა ჩემ ირგვლივ, სადამდეც ხელი მიმიწვდება, ჩემი პროფესიული, ყოველდღიური ქმედებებით. ჩემი გუნდიც ამ საქმეში  მხარში მიდგას. ეს ჩვენი შრომაა. ყველაფერში ერთი აზრი ვერ გვექნება და არც უნდა გვქონდეს. მაგრამ, იმაში, რასაც ჰქვია პროფესიონალიზმი, პატიოსნება, პაციენტისა და საკუთარი პიროვნების პატივისცემა – ჩვენ ერთნი ვართ.
– და ეს მიდგომები თქვენი კლინიკის პაციენტებზეც აისახება...
– საოპერაციოში ვიხუმრეთ, აღარ დაგვრჩა პაციენტი, რომელიც ჩვენთან მოვიდა და არ დავაორსულეთო (იღიმის). კიდევ ვიტყვი, უდიდესი ბედნიერებაა, როცა შენთან მოდის ადამიანი, რომელსაც არასდროს უნახავხარ და გეუბნება – მე თქვენ გენდობით.скачать dle 11.3