კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№27 როგორ გახდა ქართველი მიშა მესხი დიდი სომეხი ფეხბურთელი

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური


 საბჭოთა კავშირის ნაკრები არგენტინაში ამხანაგურ შეხვედრას ატარებდა. ასიათასიანი სტადიონი სავსე იყო, ტრიბუნებზე ნემსი არ ჩავარდებოდა. პრესლოჟაში მსოფლიოს  ჩემპიონი ტიგრან პეტროსიანიც იჯდა, რომელიც არგენტინაში იმყოფებოდა საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირზე. ტიგრანი ფეხბურთის ფანი გახლდათ და მიშა მესხზე „აფრენდა“, რომელიც იმ მატჩში მარცხენა ფლანგზე სასწაულებს სჩადიოდა. ერთ-ერთმა ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა მიგელ მუნესმა მსოფლიოს ჩემპიონს მესხზე ჰკითხა:
– სადაურია ეს ფეხბურთელი, რუსს არ ჰგავსო.
პეტროსიანი შანსს არასდროს უშვებდა, თავისი ეროვნებისთვის ხაზი არ გაესვა, ამიტომ არც აცია, არც აცხელა და მიუგო:
– სომეხია, ისევე, როგორც მე...
მეორე დღეს მასპინძელთა წაგებული მატჩის შემდეგ, ყველა სპორტული არგენტინული გაზეთი წერდა – სომეხი ეროვნების დიდმა საბჭოთა ფეხბურთელმა მარტომ მოგვიგოო...
ასე „შეიცვალა“ მიშა მესხმა ეროვნება, ტიგრან პეტროსიანის წყალობით.
скачать dle 11.3