კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№27 ბაბი კირკიტაძის ანეკდოტები

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე



შვილი ეძახის ეზოდან დედას:
- დედააა!.. დეე!.. დადიკოოო... დე... დედაა… აუუ!.. დედააა!.. დე!.. დეედააააააა….
15-წუთიანი ძახილის შემდეგ დედამ გამოიხედა:
- რა გინდა?
- მამას დაუძახე რაა!
***
– კაცი შედის ოთახში და ხედავს, რომ სვანი ჭაღზე კიდია ფეხებით. ჰკითხა:
- რას აკეთებ?
სვანმა უპასუხა:
- თავს ვიხრჩობ!
- ფეხებით ხარ ჩამოკიდებული და თავს როგორ იხრჩობ? ყელით უნდა ჩამოეკიდო.
- ვიცი, მაგრამ ყელით რომ ვეკიდები, ვეღარ ვსუნთქავ…
***
– შვილი ეკითხება მამას:
- მამი, გველები როგორ ლაპარაკობენ?
მამამ გახედა სიდედრს და ეუბნება:
- რატო ხარ ჩუმად? ამოიღე ხმა! ბავშვს აინტერესებს!
***
ქმარი ცოლს უყვირის:
- რას აკეთებს თოვლის ბაბუა ჩვენს გარდერობში?
- ჩემს სურვილებს ასრულებს.
***
მიხო კვდება და მაროს ბოლო სურვილს ეუბნება:
– მაროო, სიკვდილის წინ ერთი თხოვნა შემისრულე.
– გისმენ, მიხო, ვაიმეეე... – აქვითინდა მარო.
– დაუძახე დედაშენსა, მარჯვნივ შენ დამიდექი, მარცხნივ კიდენა დედაშენი.
– იიი, ე რაღა მაიფიქრე, კაცოო?
– ქრისტესავით მინდა, მოვკვდე ორ ავაზაკ შორისა.
***
– ჭიჭიკია, რაზე ოცნებობ?
– მონიკა ბელუჩის სიყვარულზე.
– მერე, მაგი ხომ უიღბლო და ცალმხრივი სიყვარული იქნება?
– არაფერია, გოუშვი, დეიტანჯოს.
***
ქმარი ეჩხუბება ცოლს:
– ქალო, სამი წამი მაინც გაჩუმდი, გევიგო დეიქოქა თუ არა მანქანა.
***
ქმარი ეუბნება ცოლს:
– ნახე, რა მშვენიერი დღეა!
ცოლი ყურადღებას არ აქცევს, თავისთვის აკეთებს რაღაცას.
ქმარი ისევ:
– ხო, მშვენიერი დღეა?
– არი და იყოს, მერე რა?
– ხო ამბობდი, ერთ მშვენიერ დღეს მიგატოვებო…
***
– თქვენ ცოფის ნიშნები გაქვთ, ეუბნება ექიმი მეგრელს.
– ხოხ, მართლა?
– კი, ნამდვილად ასეა.
– კაი მაშინ, – ჩაილაპარაკა მეგრელმა, აიღო ფურცელი და წერა დაიწყო.
– ანდერძს წერთ? – ეკითხება ექიმი.
მეგრელი ხმას არ იღებს, გამწარებული წერს და წერს.
– თუ ანდერძს წერთ, ტყუილად ირჯებით, არ მოკვდებით.
– მაცალე, კაცო, შენ მე… ხომ მითხარი, ცოფიანი ხარო?
– კი.
– ხოდა, ვის უნდა ვუკბინო, იმათ სიას ვწერ…
***
ნაცნობებმა გურულს უთხრეს:
აღფრთოვანებულები ვართ თქვენი გრძნობებითო. თქვენ და თქვენი ცოლი 20 წელია, ერთად ხართ და სეირნობისას მაინც ხელჩაკიდებული დადიხართ.
– რას ჩივით, ძამა, თქვენ?! აბა, ხელი რომ გუუშვა, ხელათ იყიდის რაცხას...
***
სვანს ბავშვები აწვალებენ. თვალებს დახუჭავს და იტყვის, იყავით ახლა სიბნელეშიო.
***
ყველაფერი მქონდა: სახლი, ფული, მანქანა, მყავდა ლამაზი ქალი, რომელსაც ვუყვარდი, მაგრამ ყველაფერი უცებ გაქრა, – უყვება ჭიჭიკია ძმაკაცს.
- რატომ?
- იმიტომ, რომ ცოლმა გაიგო...
***  
ქუთაისური დიალოგი:
 – რავა ხარ, ჭიჭიკია?
 – აუ, მაგი რა გამახსენე სიმონ.скачать dle 11.3