№27 ყირამალა საყვარლები
ანუ პატარა სექსის დიდი ამბები
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹6-26(861)
ისტორია ოცდამესამე
იმედგაცრუების დროული ხიბლი
(მოქმედი პირები: ზურა და თეო)
***
– მე შენგან? რას უნდა ვითხოვდე, არაფერს! მეგონა... და თუ არა...
– რა გეგონა, ადამიანო? ასეთ ისტორიაში გინდა, გამხვიო. და იცი მაინც ეს „პიდერები“ როგორი ინტრიგანები არიან?! და რომ გააბაზროს ჩვენი ურთიერთობა? ფიქრობ, ლაშას ყურამდე თუ მივა ჩვენი ისტორია, შენ იმ პედერასტის გადარჩენით გადარჩები? ჭკუა სულ დაკარგე, გოგო? რაის ძმა, რაის ბაბუა. მე რა შუაში ვარ ამ ოჯახურ სიბინძურესთან?!
– ზურა!
– ჰო, რა იყო?! მე რატომ მხვევ ამ სიგიჟეში? ერთხელ მაინც გიფიქრია ჩემზე? იმაზე, რომ ოჯახი მყავს, შვილები და მათ მამა სჭირდებათ, რომ მეც შეიძლება, ასე დავკარგო ჩემი ... არა, ჩემი კარგი... ეს რა სიგიჟე მთხოვე!
– უკაცრავად, ბატონო! მე მაპატიეთ, რომ შეგაწუხეთ! დედა, როგორ შემეშალა! ჩემი უმწიკვლო ბიჭი, ოჯახის ბურჯი! ლანა – ქათამიც არ დაგავიწყდეს, რომ გყავს! მასაც რამე საფრთხე ხომ არ დაემუქრება, „ცისფერებთან“ თუ გამომყვები? არა?! დედა კი მომკალი, მე უზნეო და უვარგისი, კინაღამ ეს რა ჩრდილი მოგაბჯინეთ ამ წმინდა ოჯახობას!
– დაიქოქე, ხომ? რა იყო, რა ბზიკმა გიკბინა? და საერთოდ, ნუ ატლიკინებ ენას ჩემს ცოლზე...
– რაო, მე ვატლიკინებ ენას შენს ტურფაზე? ეს რომელზე? სახლის დედა-ქათამზე? დაჯი-დაჯი ლანაზე? შენ, ბიჭო, სულ გაურიკინე, თუ რა მოგდის? ვისაა, რომ ასე ელაპარაკები? მასე შენს ქათამს მიმართე და ისიც დაგიჯდება ფეხებთან. აბა, დაახვიე ახლა ჩემი სახლიდან და კარი ზურგს უკან მიიკეტე! რაში მჭირდები, ნეტა?! არაფერში! არასდროს შენ არ მარგიხარ და, ალბათ, დროა, დავინახო რა ხვითოც ხარ!
– მართლა გირჩევნია, დააკვირდე, რას ლაპარაკობ. საერთოდ ქუჩურ ლექსიკაზე გადახვედი და სარკეშიც თუ ჩაიხედავ, კარგს იზამ.
ზურა წამოდგა. ცოტა ხანს გაუნძრევლად იდგა ჩემ წინ და შუშის თვალებით შემომყურებდა. მერე კარისკენ გატრიალდა. ერთი გაფიქრება კი ვიფიქრე, ახლა ამას მაგრად გავჟიმავ და ისე გავუშვებ თავის ქათამთან-მეთქი, მაგრამ რაღაცნაირი დაღლილობა შემომაწვა და სურვილიც ჩამიქრა. ზურას მოხრილი მხრები და ნაცნობი, ოდნავ თეძოდან ამოვარდნილი მიხრა-მოხრა უსაშველოდ მაღიზიანებდა და რაღაცას მტკენდა. მტკენდა არა გულს, არა თავმოყვარეობას... არა, სულ სხვაგან მირტყამდა და ვერ ვაცნობიერებდი, რა ხდებოდა. ეს ტკივილი იმდენად უცნაური და თითქოს სასიამოვნოც იყო, ზურასთვის არც თვალი მომიშორებია და არც კრინტი დამიძრავს. ბოლოს კართან მისული მოტრიალდა, ერთი შემომხედა და უხმოდ გაიკეტა.
სავარძელში მოწყვეტით დავეცი. სიგარეტის მოკიდების ძალაც კი არ მქონდა. რაღაცნაირად დაცლილი და გათანგული დავრჩი. თითქოს დიდი ბრძოლა გადავიტანე. თითქოს ის, რაც ვიყვირე და ვილაპარაკე, მე კი არა, სულ სხვამ მიაყარა ზურას ჩემი ენითა და ბაგეებით... არადა, სულაც, არ მინდოდა, არც მიფიქრია და ვერც ვხვდები, რა მოხდა ან რატომ მოვიდა ასეთი აჭრილი, ან როგორ წავიდა... მე მგონი, პირველად გავუშვი სექსის გარეშე. არა, აქ რაღაცაშია საქმე. მგონი, მართლა ვიღაც შეუყვარდა. აბა, მართლა ქათამი ლანას გამო ხომ არ იტყოდა ჩემზე უარს?! მოიცა და, ლანამდე რაო? შენი „პიდერი“ ძმა და შენი ბაგრატიჩი ერთ ადგილას მკიდიაო? ასე ხომ? არა, წარმოუდგენელი რამ მითხრა! ეს ზურამ მითხრა მე უარი დახმარებასა და საერთოდაც, ყველაფერზე?!
არა, ყველაფერზე არ უთქვამს, მაგრამ ასე გამოვიდასავით. ზურა ასეთი უბედური და უხასიათო ჯერ არ მინახავს. და საერთოდაც, როგორ დამიკიდა...
მე, დეგენერატს კი, მეგონა, ჩემი გულისთვის სამყაროს გადადგამდა. აი, ყოჩაღ, ბიჭი! რა მაგარი საყრდენი მყოლია... წადი შენი, შე მართლა ქათამის ღირსო და პატრონო, შენ რად გინდა ჩემნაირი ქალი?! შენთვის ლანაც ზედმეტია, შე ჩმორო!...
ისე ვბრდღვინავდი და ვკიოდა, რომ საკუთარი ხმა მაშინებდა, მაგრამ სიმწრისგან აბღავლებული, ვეღარ ვჩერდებოდი. თითქოს ვიღაც გარედან მმართავდა და ნელ-ნელა მაგიჟებდა.
როცა ჯადო კლავს
(მოქმედი პირები:
ზურა, ლაშა, ქეთა და ლანა)
თეოსგან ისე დამდუღრულივით გამოვვარდი, არც კი შემითვალიერებია, რომელიმე მისი მეზობელი ხომ არ იდგა სადმე. დარწმუნებული ვიყავი, რომ იქ აღარასდროს დავბრუნდებოდი. ლიფტს არ დავლოდებივარ, ფეხით ჩავირბინე კიბეები და გარეთ გავედი თუ არა, ისე ღრმად დავიწყე სუნთქვა, თითქოს ყელზე საბელი მქონდა მოჭერილი.
მანქანაში ჩავჯექი, ცხელ-ცივი ოფლი მასხამდა და თავი თითქოს მიდუღდა. ამ ბოლო დროს უჩვეულობა დამჩემდა: ტვინი თითქოს მეთიშებოდა და 1-2-წუთიან მონაკვეთებს ვერ ვიხსენებდი. დაახლოებით იგივე დამემართა ახლა თეოსთან. უცებ გამახსენდა, რომ თეომ დახმარება მთხოვა, მე კი, როგორც უკანასკნელმა ლაჩარმა, ჯერ ყვირილი დავიწყე, მერე კი გამოვიქეცი. არა, ლანა მაინც რამ მახსენებინა, თან – ჩემი ცოლი-მეთქი. ამ ფრაზაზე ცოფშეურაცხადი ხდება?! მოდი და, ნუ გაცოფდები. მე კი „ვაბოლებ“ ხოლმე, ქალი და მამაკაცი სხვაა, სად, შენ რომ ქმარი გყავდეს და სად, მე რომ ცოლი მყავს-მეთქი, მაგრამ ვგოთვერნობ, ორივემ ხომ ვიცით, რომ ვიტყუები?!
თუმცა რას ვატრაკებ, რა ჩემი საქმეა ვიღაც „ცისფერების“ ამბების გარჩევა?! ან რა უნდა ვუთხრა, გამარჯობა, მე შენი ნათესავის საყვარელი ვარ და ვიმეგობროთ-მეთქი?! თეოს თავისი ოჯახი წმინდანებით დასახლებულ ადგილად გამოჰყავდა და ეს რეები დაუტრიალებია მის საყვარელ ბაბუას, სულ მაყვედრებდა, კაცი ისეთი უნდა იყოს, ჩემი ბაგრატიჩი რომ არისო.
აუფ, რა მაგარი კაცი ყოფილა ბაგრატიჩი?! სამაგალითო ნამდვილად: ნაბიჭვარიც გაუჩენია და მერე იმ ნაბიჭვარს – უარესი ნაბიჭვარი! ხომ არის ღირსი, მეც გამოვუგდო მასეთი ნომერი?! მაგის სახე დამანახვა ერთი, რომ ვეტყვი, შვილი შემეძინა-მეთქი…
მოიცა, რეებს ვროშავ?! სულ დავქლიავდი. თეოს რა ბრალია?! თეო როგორ მივატოვე?! დახმარება მთხოვა, მე კიდევ მივატოვე. კაცი ვარ მე?! ისედაც ამდენი წელია…
არაფრით მინდოდა, მეთქვა ეს სიტყვა „ვიყენებ“! იმიტომ რომ, თეო მიყვარს, ჩემი ოცნების ქალია ნამდვილად, მაგრამ მასთან ვერ ვიცხოვრებ, გამორიცხულია: არ იცი, როდის რა მოაფრინდება თავში და რაზე მოაწყობს სკანდალს, რა ეწყინება და რა გაუხარდება.
არაა!.. თან, ცოლის ტიპი არ არის. თეოსნაირი ქალები ცოლობისთვის არ უნდა მოცდნენ…
მე ოჯახს არ დავანგრევ, ესეც გამორიცხულია! ვიცი, რაც ვარ, ამას რომ ვამბობ, მაგრამ არ დავანგრევ და მორჩა! ან რა ჯანდაბა უნდა: ყოველდღე ვნახულობ, ერთმანეთს მესიჯებს ვწერთ, სულ მასზე ვფიქრობ; ისევე მიზიდავს, როგორც პირველად. ქალისკენ არც გამიხედავს. ეს კიდევ კონცერტებს აწყობს?! ათასჯერ ვუთხარი, ნუ ლანძღავ-მეთქი ჩემი შვილების დედას! თუ მათი დედა ქათამია, ესე იგი, ჩემი შვილები ვინ არიან?! სულელი ქალი!
არა – უნდა დავამთავრო ეს ამბავი. ცუდ კალაპოტში გადადის და რაღაც არ მომწონს! რაში მჭირდება მისი ნათესავების გაცნობა?! სულ რომ დიდგორის ომის გმირები იყვნენ?!
აბა, რა მჭირდება?! ვიხმარო, როცა ამიდგება, მერე კი სახლში მივიდე და შვილებს შუბლზე ვაკოცო?! კიდევ კარგი, ლანა არ მყავს ხოლმე შუბლზე საკოცნელი…
ლაშა მაგარი კაცია: მე ტრაკი არ მეყოფოდა, ქეთასნაირი შალავას ქმარი ვყოფილიყავი. მე იმის ტრაკიც არ მაქვს, ახლა თეოსთან ავიდე და ბოდიში მოვუხადო. ჰო, უტრაკო ვარ, მარა არც ისე, საკუთარ თავს ხომ მაინც გავუმხილე ეს?!
თეოსთან ასვლა მომინდა და მასთან ჩახუტება, მისი სურნელის შესუნთქვა და პატიების თხოვნა. კალთაში ჩავუდებდი თავს და მუხლებზე მოვეხვეოდი. ის ლამაზ თითებს შემიცურებდა თმაში და კისერში მაკოცებდა თავისი რბილი და თბილი ტუჩებით…
ისე ახლოს ვიგრძენი თეოს სხეული, თვითონაც არ ვიცი, როგორ აღმოვჩნდი ლიფტთან. ნათლად დავინახე, რა არაკაცურად მოვექეცი თეოს, ჩემს მეგობარს, ჩემს ყველაზე ახლობელ ადამიანს! ქალს, რომელზეც ჭკუას ვკარგავ!
ამასობაში ჩემმა ტელეფონმაც დარეკა. ნომერი ვერ ვიცანი და არ ვუპასუხე. უცხო ნომრიდან ამჯერად მესიჯი მოვიდა: ლაშა ვარ, აიღე.
ლიფტში არც შევსულვარ, ისე მოვტრიალდი 180 გრადუსით.
– ლაშა, სად ხარ, ძმაო? სტამბოლში?! მე რატომ არ ვიცოდი?! როდის ჩამოხვალ? კაი. ქეთას შევუარო? ვნახოთ, თუ მოვიცალე. ლანას და ბავშვებს დავპირდი რაღაცას და ვერ გადავაგდებ.
ისევ მანქანაში ჩავჯექი. თეო საერთოდ აღარ მახსოვდა. ლაშას უეცარი გამგზავრება არ მომეწონა. თან, ეგ ქეთას გარეშე არსად დადის. სულ თან დაათრევს იმ შალავას. რა იყნოსა, ნეტავ?! ეგ ტყუილად არ ჩავიდოდა ეკასთან. ან ეს ლანა სად დაბოდიალობს ამ ეკასთან ერთად?!
ტელეფონს დავხედე: აი, ესღა მაკლდა – ქეთა მირეკავდა.
– ზური, ქეთა ვარ. ვისთან ერთად წავიდა და სად ჩემი ქმარი?
– აზრზე არ ვარ, არც ის ვიცი, თუ სადმე წავიდა.
– თქვენ რა პირი შეკარით?! ტელეფონი გამორთული აქვს: თუ მართლა სტამბოლში წავიდა, უკვე კაი ხნის ჩასული უნდა იყოს, მაგრამ არც დაურეკავს. ვინ გყავთ სტამბოლში?
– მე შენი პირადი მდივანი არ ვარ და არც ჩანერგილი შპიონი. ცოლ-ქმარმა თვითონ გაარკვიეთ თქვენი საქმე. წავედი, მეჩქარება.
– შენ ვინ გაგაბრაზა, თეომ?
– თეო ვინაა? – ვკითხე, რაც შეიძლება, მშვიდად.
– ვინაა და შენი საყვარელი.
– სისულელეებს ნუ ლაპარაკობ!
– სისულელეებს არ ვლაპარაკობ. ჰოდა, ასევე, თუ არ გინდა, შენმა ცოლმა და შენმა ცოლის ძმამ გაიგონ, რომ ლანას უზარმაზარ რქებს ადგამ, ათ წუთში მომახსენებ, სად და ვისთან ერთად არის ლაშა!
ქეთამ გათიშა, მე კი ამჯერად მხოლოდ ცივმა ოფლმა დამასხა. ამ შალავამ საიდან შეიძლება, იცოდეს?! გაარტყა, თორემ შანსი არაა, გაეგო. თეო ეგეთებთან არ მეგობრობს და თვითონაც ისე მალავს, თითქოს კოცონზე დაწვავენ, რომ გაუგონ.
ცდილობს, ამაგდოს. ეგ ძუკნა, ეგ! ის ვერ მომინელებია, რა შარში გამხვია თავის სახლში, მერე მანქანაში რომ ჩამიხტა და ცხვირთან მითამაშებდა ძუძუებს. ფუ… არ უნდა ავვარდე. დავურეკავ არა…
ზუსტად ათ წუთში დარეკა ქეთამ. გავუთიშე. კიდევ დარეკა. კიდევ გავუთიშე. ამ შალავას აღარ გავაბითურებინებ თავს!
ისევ თეო გამახსენდა. თეოსთან მომინდა. უცნაური ის იყო, რომ სექსი არ მინდოდა. თეოს დანახვაზე ყოველთვის ერექცია მაქვს. მქონდა. იმიტომ რომ, დღეს მსგავსიც არაფერი მქონია. რა დროს ერექციაა?! ეს შალავა მაშანტაჟებს და ლაშამაც თუ ამოქექა, რომ მე ვიყავი მისული მათთან იმ საღამოს…
ამ ფიქრებში აღმოვაჩინე, რომ სახლთან ვიდექი. არც სახლში მინდოდა ასვლა. თეოსთან მინდოდა, მაგრამ თითქოს რაღაც არ მიშვებდა. ფეხებმა თავისით მიმიყვანა ჩემი სახლის კართან.
კარი ლანამ გამიღო: აი, ზურიკოც მოვიდა. ჩვენ სტუმარი გვყავს.
მისაღებ ოთახში ქეთა იჯდა.
ისტორია ოცდამეოთხე
სიყვარულის ნუმერაცია
(მოქმედი პირები:
დუდუ, ლევანო და თეო)
– რა გითხრა, ძამიავ, მეტი დანამდვილებით არც რა ვიცი. თუმცა და, ეჭვები... – ლევანომ სიგარეტს ისეთი ღრმა ნაფაზი დაარტყა, ხველება ვერ შეიკავა და ისევ კონიაკს დასწვდა: ბოლოს რომ ვნახე, აი, დამეფიცება, ისე იქცეოდა, ქალი რომ საყვარელს ელოდება და ... ჰო, რა ვიცი, დუდუ, მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა. ხომ იცი, ბავშვობიდან ვიცნობ თეოს და ყველა მისი ინტონაცია ისევე მახსოვს, როგორც ირასი, აი, თითქმის რა, ძმობას გეფიცები. ჰოდა, ავედი, ამასწინებზე, ერთი ჩახლართული ამბავი მქონდა მოსაყოლი, მერე შენც გეტყვი, ალბათ. კვირა დილას ადრიანად ავადექი, რომ ირას და ბავშვებს არ გაეღვიძათ. მოკლედ, მივედი და კარი ისეთმა გამიღო... აი, ნუ, მოკლედ, ხომ გესმის, კაცს რომ ელოდება ქალი და...
– ლევანო, დათვერი, შე ბოთე! რაებს ბაზრობ, ბიჭო.
– არა, ძმობას გეფიცები, მე კი არა, თეო იდგა ნახევრად შიშველი და არც უკითხავს, ვის უღებდა კარს. მერე, რომ დამინახა, უცბად შეტრიალდა და ხალათი შემოიხვია... მარა სახე შეეცვალა და გეუბნები, მე შენ! სხვას ელოდებოდა!
– და ეგ არის სულ, რაც თეომ დააშავა? მაგარი შერლოკი მყავხარ, აი... ბიჭო, კი ხარ მისატისკი, მარა, მიპატიებია. რაებს ბადიბუდობ, და რომ მწერდი, თეოზე ეჭვები მაქვსო, სხვა თუ არაფერია, ეს გაიკარი და იარე, შე, მართლა ლაყაფა. ტყუილად კი არ გეძახდა თეო.
– ლაყაფა, ხომ?! და გგონია, მარტო მე ვფიქრობ ასე? იმ დღეს ირა-მირა კინაღამ გადამერია. და იცი, რატომ?! არ იცი, ბიჭო, შენ თბილისის ამბავი, ხომ? დაგავიწყდა ამდენი წელია, თუ ფიქრობ, აქ რამე გამოიცვალა? ერთი დიდი სოფელია, ძმაო და სოლოლაკში რომ გააკუებ, მთაწმინდაზე ისმის. კაცს ქალი ვერ გაგიჟიმავს, ცოლს რომ არ ჩაუკაკლონ.
– მოიცა, ახლა შენ არ მითხრა, ირას ვღალატობ და დამასტუკესო?! ვახ, შე აბდალა, ეგეც ვერ მოგიხერხებია?! ისე, ბიჭო, ასეთ გოგს უყვარხარ, შენი შვილების დედაა და სადაა, რომ დასეირნობ, თან ისე, ირას ყურამდეც მიდის?!
– დუდუ, ახლა ამაზე ლაპარაკის ხასიათზე არ ვარ... ისე, რომ იცოდე, ვინც მე ჩამაგირავა, იმანვე ახარა ირას, რომ თეოს საყვარელი ჰყავს.
– ვისზე ამბობ? – დუდუს მწვანე თვალები ჩაუმუქდა და კისერზე ძარღვები დაებერა.
– ვისზე და, არის ერთი ქლესა, ჯამლეთა, დედააფეთქებული. წიხლქვეშ მყავს გასაგდები ეგ ხვითო. ვფიქრობ, როგორ და სად, თორემ ჩამაგირავებს და დააჭერინებს ჩემს თავს. დიდი ჩათლახი ვინმეა, შენს ძმობას ვფიცავარ!
– ვინ ჩემი ფეხებია, ამოღერღე!
– არის რა, თეო უყვარს, რომ ჰკითხო. წლებია დაჰყვება კუდში და თეო არ იკარებს. ჰოდა, ახლა, ეტყობა, გამწარდა და სამაგიეროს უხდის. მეც ამიტომ მიმაყოლა ხურდაში, იცის, თეოსა და ირას დობის ამბები და ამწარებს თეოს.
– ამწარებსო?! მანახო უნდა ეგ ტიპი, ლევანო. ადექი, წამოდი ახლა.
– გადაირიე, ადამიანო?! გეუბნები, ნაძირალაა ეგ ქლესა და გაგვყიდის ორ შაურად.
– გაგვყიდის არა, წამოდი-მეთქი, მაგას მერე მივხედავ. თან, მარტო. ახლა თეოსთან ამომყვე უნდა.
– მე? მე რაში გჭირდები, დუდუ?! – ლევანოს აშკარად არანაკლებ შეეშინდა თეოსთან ასვლის, ვიდრე ჯამლეთას ცემისა და პოლიციაში ყურყუტის.
– რა იყო?! თეოც პოლიციას გამოიძახებს? – დუდუ მიუხვდა ლევანოს ფიქრებს და ქეჩოში წაავლო ხელი: ადექი, ბიჭო, კაცად ხომ უნდა იქცე, როცა იქნება?! წამომყევი, სახლი მიჩვენე და ეგაა. შუამავლად კი არ გეპატიჟები საკუთარ პირველ სიყვარულთან...
გაგრძელება შემდეგ ნომერში