კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№27 როდის უწევდა სხვისი სიცოცხლის გადარჩენა პაატა თედიაშვილს და როგორ გაატარა მან მთელი ბავშვობა პატიმარი მამის გათავისუფლების მოლოდინში

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი


 მომღერალი პაატა თედიაშვილი, სიმღერა „სიყვარულის არმიის“ შემდეგ განსაკუთრებულად პოპულარული გახდა. მგონი, არ დარჩენილა ადამიანი, ვინც ამ სიმღერის სიტყვები ზეპირად არ იცის, განსაკუთრებით კი: „უნდა შემოვიდე ამაღამ შენში.“

პაატა თედიაშვილი: ის, რაც ამ სიმღერაზე მოხდა, არცერთ ჰიტზე არ განმეორებულა. ალბათ, გავა დრო და სხვებს გაუჭირდებათ იგივე რეკორდის განმეორება. ამდენი იუმორისტული დამოკიდებულება, ამდენი იუმორისტული „ქოუბი“, შარჟი არასდროს ყოფილა. ყველა ჟანრში გაკეთდა რემიქსი. სასიხარულოა, რომ ჩემმა პროდუქტმა ადამიანებამდე მიაღწია. თუმცა, ემოციური ფონიც იყო. დილა თენდება და სოციალურ ქსელში სულ ჩემი ფოტოებია – ზოგი ძალიან ცუდი დასათაურებით. დამირეკეს და მითხრეს, კომენტარები არ წაიკითხო, ნორმალური ადამიანი ვერ გაუძლებდა ამ ყველაფერსო. ამიტომაც არ ვკითხულობდი. როგორი სტაბილური ნერვული სისტემაც არ უნდა გქონდეს, ერთ პოსტს მაინც დაწერ ან კომენტარს გააკეთებ. რთული იყო, არ მეპასუხა, მაგრამ საბოლოოდ, ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე, დუმილი რომ ავირჩიე.
– გაგრძელებას ხომ არ აპირებ?
გაგრძელება ექნება და ისიც პროვოკაციული – ერთგვარი პასუხი საზოგადოებისა და ხელოვანის ურთიერთდამოკიდებულებაზე. პასუხი ყველა იმ მოვლენაზე, რაც ჩემს ცხოვრებაში იმ პერიოდში მოხდა.
– როგორც მივხვდი, კარგი ნერვული სისტემა გაქვს.
კარგი ნერვული სისტემა მაქვს. ძალიან ბევრი რთული მომენტი მქონია სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში. 20-25 ოჯახში შევდიოდით ყოველ მორიგეობაზე. პროტოკოლში გვიწერია და გვამზადებდნენ კიდეც, რომ არ გვქონდა უფლება, სიტყვიერი დაპირისპირებაც რომ მომხდარიყო, შევპასუხებოდით პაციენტს ან მის მეურვეს. გავულანძღივართ, გამოვუგდივართ, ვუგინებივართ, მაგრამ ეს იყო ჩვენი სამსახური, და ვიცოდით, რომ ადამიანები ინდივიდუალურები არიან და ბევრი პრობლემა არსებობს. ალბათ, განვლილი ცხოვრების ეს ეტაპი დამეხმარა ამ ყველაფრის გადატანაში. თავიდან მინდოდა, პლასტიკური ქირურგი გავმხადიყავი. მახსოვს, ჩემი ლექტორი ამბობდა: სწორ გადაწყვეტილებას იღებ, ეს მომავლის საქმე და ძალიან პერსპექტიული სფეროაო – მაშინ არ იყო ასეთი პოპულარული. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, აღმოჩნდა, რომ პლასტიკური ქირურგიის ძირეული სკოლა არ იყო, უკრაინაში იღებდნენ ცოდნას. ეს კი ფინანსურ ხარჯებს მოითხოვდა. ჩვენ კი მაშინ ოჯახში რთული სოციალური მდგომარეობა გვქონდა. ამიტომ, ვერ განვაგრძე ამ კუთხით სწავლა. შემდეგ მუშაობა დავიწყე ბატონ დათო გველესიანთან, რომელიც იმ დროს „03-ის“ უფროსი იყო. პირველ მორიგეობაზე ვაკეში, ჩემი კოლეგის ოჯახში მოვხვდით – ნარკოტიკული კომა იყო. ცნობილი ანსამბლის მომღერალი გახლდათ, ჰქონდა არაჩვეულებრივი ოჯახი, ელოდებოდა შვილს და ამ დროს აღმოვჩნდი საერთო ტრაგედიის ფონზე. მანამდე, სხვა ბრიგადა იყო მისული, რომელმაც ვერ გამოიყვანა მდგომარეობიდან. მოკლედ, გამოვიყვანეთ მდგომარეობიდან და იმდენად ემოციური აღმოჩნდა, რომ ტირილი დავიწყე. ამის მერე იყო ბევრი ემოციური მომენტი: წყალში გადახტომა, რთული ავარიები და ადამიანი ეჩვევი... ბევრი ისტერიკული მომენტიც მახსოვს. ერთ-ერთი წარჩინებული ოჯახის ქალბატონს ნაწლავზე ჰქონდა წარმონაქმნები, რომლის მკურნალობის დროსაც სასმლის დალევა იკრძალება. ის მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა მიღებაზე, სადაც სასმელი დალია. ისეთი გაუსაძლისი ტკივილები აქვს ამ დაავადებას, რომ საჭიროა პრეპარატი, რომელიც ტკვილებს გაუყუჩებს. ის კი სახლში დარჩენია. სახლში რომ მივიდა, იმდენად ცუდად იყო, წამალს ვეღარ მიაგნო. რომ შევედით, ყველაფერი დალეწილი იყო სახლში. ტანსაცმელი შემოხეული ჰქონდა და თითქმის შიშველს სიმწრისგან სახე დაეკაწრა. რამდენიმე მეზობელი აკავებდა. ოთხნი ვიჭერდით და ვერ ვაკავებდით – ეს ძალიან რთული და მტკივნეული იყო. მახსოვს, ადამიანი წყლიდან ამოიყვანეს მაშველებმა და ექიმმა მითხრა: უკვე დროა, შენ მიხვიდეო. წაკითხული, ნასწავლი, ყველაფერი იმ წამს გამახსენდა და ისე ვაკეთებდი ყველაფერს, თითქოს არაერთხელ გამიკეთებია. მდგომარეობიდან რომ გამოვიდა, საოცრად ბედნიერი, ამაყი ვიყავი – გამოფიტული, ძალაგამოცლილი.
– რატომ დაანებე ექიმობას თავი?
– იყო მომენტები, როცა ადმინისტრაციამ ექიმების მიმართ ძალაუფლებას გადააჭარბა. ეს იყო უხეში, აგდებული დამოკიდებულება ყველას მიმართ. წამოვედი სამსახურიდან, რადგან ვიცოდი, ცუდად დამთავრდებოდა ყველაფერი. იმდენად მეტკინა მაშინ გული, რომ ოღონდ იმ გარემოს გავცლოდი და მეტი არაფერი მინდოდა.
–  ალბათ, ხშირად გეკითხებიან: არ აპირებ დაოჯახებასო?
– მეკითხებიან, მაგრამ რაღაც ვერ ხერხდება. ჯერ  იყო მატერიალური პრობლემები, სკოლა უნდა დამემთავრებინა, მუშაობა დამეწყო, რასაც შემოქმედებითი ზრდა მოჰყვა. ეს კი დიდ მატერიალურ ხარჯს მოითხოვს. სპონსორი არასდროს მყოლია. შეგროვილი კაპიკებით ვწერ სიმღერებს. იმდენად აზარტულია ეს ყველაფერი, რომ ზოგჯერ დრო არ გრჩება პირადი ცხოვრებისთვის. მქონია ურთიერთობა დაოჯახების წინაპირობით, მაგრამ ვერ ხერხდებოდა. ალბათ, დადგება ის ეტაპი, როცა ოჯახისთვის მზად ვიქნები. დღეს არ მაქვს იმის პრობლემა, რომ შვილი, მეუღლე ვერ ვარჩინო, მაგრამ, ჩემში არ მომწიფდა ის, რომ დავოჯახდე, ჩავერთო ამ ფერხულში. ვფიქრობ: ჩემი ოჯახი იქნება წიგნიერი, შემოქმედებითი და რა თქმა უნდა, ქველმოქმედი. ინტელექტუალური უნდა იყოს ქალი. იყო დრო, როცა მოდელებს ვხატავდი და გრძელფეხება ქალები ჩემთვის საოცნებო გახლდათ. მაგრამ, ამ გადმოსახედიდან ყველაზე მთავარი მეგობრობაა. სამწუხაროდ, ქართულ ოჯახში იძულებითი დამოკიდებულებაა ერთმანეთის მიმართ. ქართველი, კავკასიელი ქალბატონები მაქსიმალისტები არიან და ქმარს, რადაც უნდა დაუჯდეს, უნდა გავიდეს, იშრომოს, კეთილი ინებოს და უზრუნველყოს მეუღლეც, შვილებიც.
– ისეთი ქალი არ იქნება შენ გვერდით, რომელიც ბევრს მოგთხოვს, შენს ცხოვრებაში აქტიურად ჩაერევა?
როცა ურთიერთობას ვიწყებ და გოგონა ასე ღრმად ჩაერევა, იქვე მთავრდება ყველაფერი. ცოტა იყოს, მაგრამ ბედნიერი ოჯახი – ეს არის მთავარი. არ არის აუცილებელი, შვილს ბოლო მოდელის ტელეფონი ჰქონდეს, ძვირად ღირებულ მაღაზიებში დაგყავდეს, აფუფუნებდე.
– შენი მხრიდან ექნება ქალს შეზღუდვები?
– ხანდახან მაქვს გამოვლინებები, როცა სწორად ვერ ვაანალიზებ გარემოებას. შეზღუდული არ უნდა იყოს, მაგრამ არსებობს აკადემიზმი და ეს უნდა დაიცვას ადამიანმა. ჩამოყალიბებული პიროვნება უნდა იყოს, მე არ ვარ პატარა.
– რა აზრის ხარ გენდერულ თანასწორობაზე?
– დედამ გაგვზარდა, რადგან მამას თავისი ცხოვრება ჰქონდა. ჩვენი ბავშვობის ეტაპი მამამ ციხეში გაატარა. ვნახულობდი ორსაათიან, ერთკვირიან შეხვედრებზე. ეს იყო  მისი ნახვის დიდი მოლოდინი. მე და ჩემი და გავაღებდით კარადას, მის სამოსს ვუყურებდით და ჩვენთვის იდეალი იყო. ველოდებოდით მის გამოსვლას. 2 წლის წინ სოფელში, ჩვენი სახლი დაიწვა, სადაც მამა ცხოვრობდა და ტრაგიკულად დაიღუპა. დედა იყო ყველაფერი. საუკეთესო დედა და მეუღლე – თუმცა, ეს მაინც ერთეულებს შეუძლით… ჩემთვის მეგობრობა უმთავრესია. არ უნდა გახდეს ურთიერთობა თავხედური, რომ საზღვარს არ გასცდეს. დათმობა ძალიან მნიშვნელოვანია, რომელიც ორმხრივი უნდა იყოს. ჯერ არ მაქვს ოჯახი, მაგრამ ვიქნები იმპულსური უზრდელობის მიმართ, როცა სუბორდინაცია ირღვევა. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი ერთი მთლიანობაა, მეუღლეები იზიარებენ სარეცელს, ეს არ ნიშნავს, რომ მათ ერთმანეთის მიმართ ყველაფრის უფლება აქვთ და  ეს უნდა იყოს ორმხრივი.
скачать dle 11.3