კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№27 ქმარს, ხელის გულზე რომ მატარებდა, გული ვატკინე

ინტიმური საუბრები

რომ ამბობდნენ, რაც შუბლზე გაწერია ვერ აცდებიო, მეცინებოდა, მაგრამ ახლა ვხვდები, ბედისწერა მთავარია ცხოვრებაში. სწორედ მისი მსხვერპლი გავხდი. სხვას ვერაფერს დავარქმევ იმას, რაც ჩემს თავს ხდება. სკოლის მერხიდან გვიყვარდა ერთმანეთი მე და საბას. დაგეგმილი გვქონდა, სკოლას დავამთავრებდით, უმაღლესში ჩავაბარებდით და ოჯახსაც შევქმნიდით. ვოცნებობდით ზღაპრულ მომავალზე და ნამდვილ ჯოჯოხეთში ამოვყავით ორივემ თავი. საბას მშობლები საცხოვრებლად უცხოეთში წავიდნენ და შვილიც თან წაიყვანეს. თავიდან, ტელეფონით და კომპიუტერით ყოველდღე ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს. მერე – ორ დღეში ერთხელ, მერე, ნელ-ნელა შევამცირეთ მოკითხვები და საბოლოო ჯამში, ერთამანეთს დავშორდით. რომ ამბობენ მანძილი გრძნობებს აცივებსო, სიმართლეა. მოკლედ, მეც გავთხოვდი და საბამაც ცოლი მოიყვანა. ერთმანეთთან კავშირი გავწყვიტეთ. ერთი თვის წინ, ტელეფონზე დამირეკა და მითხრა, თბილისში ჩამოვედი  და შენი ნახვა მინდაო. ქმრისთვის, რასაკვირველია, არ მითქვამს, რომ მასთან ვაპირებდი შეხვედრას. მოვკიდე ბავშვს ხელი და დედამთილს დავუბარე, ნიკა რომ მოვა სამსახურიდან, უთხარი, ბავშვი ექიმთან, კონსულტაციაზე წაიყვანა და მალე მოვაო. ავლაბარში, სამების ტაძრის ეზოში შევხვდი საბას და დანახვისთნავე გრძნობები განმიახლდა. გულმა სხვანაირად დაიწყო ფეთქვა. მივხვდი, ისევ თავდავიწყებით მიყვარდა და მისი ჩახუტება, სამყაროს მერჩივნა. ვილაპარაკეთ. მომიყვა, როგორ დააოჯახა დედ-მამამ ძალით უცხოელ გოგონაზე იმის იმედით, რომ ბინა და ქონება ექნებოდა მათ შვილს უცხო ქვეყანაში. თუმცა, სიყვარულის გარეშე ურთიერთობა ვერ ააწყვეს და მალევე დაშორდნენ. დაახლოებით, ორი საათი ვისაუბრეთ და მივხვდი, აღარ მინდოდა მისგან წასვლა. მთხოვა, არ მინდა, პრობლემები შეგექმნას ოჯახში – მე არ შეგაწუხებ და ვერც იმის უფლებას მივცემ თავს, ჩუმ-ჩუმად გხვდებოდეო. იქიდან დაბრუნებულს სულ ამიცრუვდა ოჯახზე გული. უმიზეზოდ ვეჩხუბებოდი ქმარს. ჩემი ხასიათის ცვლილება დედამთილმაც შეამჩნია. დამისვა და მკითხა: შვილო, ხომ იცი, ჩემი შენდამი დამოკიდებულება, თუ რამე პრობლემა გაქვს, მითხარი და ვეცდები, მოვაგვაროო. რა მეთქვა? ხომ არ ვეტყოდი, შენს შვილზე გული ამიცრუვდა და ძველი სიყვარული მინდა, დავიბრუნო-მეთქი. არაფერი მითქვამს, თუმცა, ერთ დღესაც დავსვი ოჯახის წევრები და გამოვაცხადე, ფსიქოლოგიურად გადავიღალე, დასვენება მინდა და ცოტა ხანს მარტო უნდა გადავიდე საცხოვრებლად-მეთქი. ჩემი ქმარი მაშინ ვნახე პირველად გაბრაზებული. მიყვირა და მომახალა, ვხედავ, ბოლო დროს ჩემზე გული აიყარე და თუ მიბრძანდები, აქ ვეღარ დაბრუნდებიო. მეორე დღესვე შევხვდი საბას და ვუთხარი, უშენოდ აღარ შემიძლია, მივატოვებ ქმარს და შენთან გადმოვალ საცხოვრებლად, ერთად ვიყოთ-მეთქი. გაფითრდა, გაშეშდა და ძლივს ამოღერღა: იცი, შენთან კი მინდა ყოფნა, მაგრამ ჩემი მშობლები რომ გაიგებენ, შვილი გყავს და განათხოვარი ხარ, ამის უფლებას არ მომცემენო. აი, იქ მივხვდი, რომ შეცდომას ვუშვებდი. ისეთ ქმარს, ხელის გულზე რომ მატარებდა, გული ვატკინე და ყოფილ შეყვარებულთან, რომელსაც ჩემი განათხოვრობა და შვილის რცხვენია, მინდოდა ყოფნა. კიდევ კარგი, დროზე მოვეგე გონს და ოჯახი არ დავანგრიე. ბავშვი უმამოდ არ დავტოვე და ჩემი უაზრო ახირებისა და ძველი გრძნობების გამო, უარეს მდგომარეობაში არ აღმოვჩნდი.
დიანა, 25 წლის.скачать dle 11.3