კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№27 რა იწვევს თმის ცვენას ქალებში

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე


 ქალებში, ჰორმონული დარღვევებიდან, ანდროგენული ალოპეცია ანუ თმის ცვენა, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. ჰორმონული დარღვევები მენსტრუალური ციკლის არევას და რეპროდუქციული ფუნქციების მოშლას იწვევს. უარესდება კანის სტრუქტურა, ჩნდება აკნე და იწყება თმის ცვენა. ანდროგენული ალოპეცია ქალებში, თმის ცვენას ეწოდება. ამის გამომწვევი მიზეზი მამაკაცური ჰორმონების ზრდაა. ის ანდროგენების დონის მატებაზე მიუთითებს, რაც ენდოკრინულ დარღვევებს უკავშირდება. ამ დაავადებას შეიძლება, თან ზეთოვანი სებორეა ან სახეზე ზედმეტი თმის ზრდა ახლდეს.
ამ დაავადების უმეტეს შემთხვევაში, ქალებსა და მამაკაცებში გამელოტება იწყება. თუ მამაკაცებში თმის ცვენა ზედა, გვირგვინის ხაზიდან იწყება, ქალებში ეს პროგრესული მიმდინარეობით ხასიათდება – ჯერ იწყება თმის გათხელება, დასუსტება და შემდეგ, ცვენა.
როგორ შეიძლება, დაისვას ანდროგენული ალოპეციის დიაგნოზი?
* ქალს აღენიშნება თმის შესამჩნევი ცვენა, ჰირსუტიზმი, ანუ, ქალის თმიანობა იმ ნაწილებში, სადაც, წესით, თმა არ უნდა იყოს და ასევე, აკნე.
* ფოლიკულების მიკროსკოპული კვლევის შედეგად, აღინიშნება თმის ფოლიკულების ზრდის ეტაპების დისბალანსი.
მკურნალობის მეთოდები
უპირველეს ყოვლისა, უნდა აღმოიფხვრას გამომწვევი დაავადება. ამ მიზნით ინიშნება ქალების ჰორმონული თერაპია. ჰორმონების დარეგულირება თმის ცვენის პროცესს ამცირებს, მაგრამ მის პირვანდელ სისქეს არ აღადგენს.
მკურნალობა ხანგრძლივი პროცესია და რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდება.
თმის ცვენის სამკურნალოდ, სხვადასხვა თანამედროვე პროცედურა გამოიყენება. უმჯობესია, მკურნალობის კურსი გამოცდილმა სპეციალისტმა დაგინიშნოთ. ერთ-ერთი ასეთ პროცედურაა მეზოთერაპია, რომელიც აკნეს სამკურნალოდაც გამოიყენება და თმის ცვენის შესაჩერებლადაც. ამ პროცედურის შემდეგ, უმჯობესდება კანის სტრუქტურა,  ქრება გამონაყარი და ლაქები.
მეზოთერაპიის გარდა, შეგიძლიათ, სცადოთ პლაზმოლიფტინგიც. ის თანამედროვე მედიცინაში, ხშირად და შედეგიანად გამოიყენება. პლაზმოლიფტინგის პროცედურაში, მთავარ როლს სისხლის პლაზმა თამაშობს. ის ააქტიურებს მეტაბოლიზმის პროცესს და ქსოვილების რეგენერაციას ახდენს. პროცედურას თმის გაახალგაზრდავებისა და აღდგენის ეფექტი აქვს.
ასე რომ, თუ შენიშნეთ, რომ თმა გაგითხელდათ, სტრუქტურა შეიცვალა და ცვენა დაიწყო, სასწრაფოდ მიიღეთ შესაბამისი ზომები, რათა სიმელოტის პრობლემის წინაშე არ აღმოჩნდეთ.скачать dle 11.3