№27 ერთკვირიანი დიეტა და მინუს 5 კილოგრამი
თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე
თუ გსურთ, სწრაფად დაიკლოთ წონაში, მაშინ, ეს ერთკვირიანი დიეტა, ნამდვილად დაგეხმარებათ. მართალია, მისი დაცვა საკმაოდ რთულია, თუმცა, როგორც ამბობენ, სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს. ქვემოთ მოყვანილი პროდუქტები, დღის განმავლობაში გადაანაწილეთ და ისე მიირთვით. პარალელურად, შეგიძლიათ, დალიოთ ყავა და ჩაი, ოღონდ უშაქროდ, ასევე, კეფირი. აუცილებელია, დღეში 2 ლიტრი წყლის დალევა და მარილის მინიმალური რაოდენობით გამოყენება.
პირველი დღე: 6 ცალი მაგრად ან თოხლოდ მოხარშული კვერცხი, გემოვნების მიხედვით.
მეორე დღე: 500 გრამი უცხიმო ხაჭო.
მესამე დღე: 750 გრამი მოხარშული ქათმის ფილე.
მეოთხე დღე: 200 გრამი მოხარშული ბრინჯი.
მეხუთე დღე: 6 ცალი მოხარშული კარტოფილი.
მეექვსე დღე: ვაშლი, შეუზღუდავი რაოდენობით.
მეშვიდე დღე: ნებისმიერი ხილი და 1 ქილა კეფირი.