კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№27 რა უნდა აჩუქოთ მამაკაცს, მისი სიყვარული რომ დაიმსახუროთ და რატომ უნდა იყიდოს მან ბეჭედი და საათი თავისთვის თვითონვე

თათია ფარესაშვილი ნანა წერეთელი


 რა უნდა აჩუქო მამაკაცს?! – ყოველთვის დიდი თავსატეხია ქალისთვის, მით უფრო, თუ ეს ეხება: მეგობარს, ქმარს, შეყვარებულს... და ალბათ, ყველაზე ძნელია არჩევნის გაკეთება, როცა ჯერ კიდევ მოსახიბლია ობიექტი, ანუ ცდილობ, როგორმე, რადაც არ უნდა დაგიჯდეს, თავი მოაწონო შენს რჩეულს.   ამიტომ, დღეს შევეცდებით, დავეხმაროთ კაცობრიობის უმშვენიერეს ნაწილს და თემასთან დაკავშირებით, საჭირო და აუცილებელი რჩევები მივცეთ ყველა იმ ადათ-წესზე, გადმოცემაზე, დაუწერელ კანონსა თუ ცრურწმენაზე დაყრდნობით, რასაც გულმოდგინეთ ინახავს ხალხური მეხსიერება. თანაც, ყოველი რჩევა მიგანიშნებთ, თუ რა საჩუქარი წაადგება თქვენს ურთიერთობას და რა – პირიქით, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიართვათ, რომ საქმე არ გაიფუჭოთ... ასე რომ, ყურადღება გაამახვილეთ და ეცადეთ, არაფერი გამოგრჩეთ ქალბატონი ეთერის რჩევებიდან, რომელმაც, როგორც ეზოთერიკოს-პარაფსიქოლოგმა, კარგად შეისწავლა ეს საკითხები და საკმაოდ სოლიდური გამოცდილებაც დააგროვა.  
– უნდა გამოვტყდე, რომ ბევრი არაფერი ვიცი ამის შესახებ. მხოლოდ ის გამიგია, რომ სარკის ჩუქება არ ვარგა და ესეც, მგონი, მხოლოდ მამაკაცს არ ეხება...
– დიახ, სარკის ჩუქება ცუდია, რადგან პირდაპირი კავშირი აქვს მაგიასთან. ამიტომ, არც ვინმეს აჩუქოთ და არც თავად მიიღოთ, რომელ სქესსაც არ უნდა ეკუთვნოდეთ. შეიძლება, ვინმემ ისე გაჩუქოთ, მისი დანიშნულების შესახებ არც არაფერი იცოდეს, მაგრამ საერთოდ, სარკეს არდესატთან კავშირის დასამყარებლად იყენებენ, რომ მასზე ჯადო და მსგავსი უსიამოვნებები იოლად გადავიდეს. ასევე, სქესს არა აქვს მნიშვნელობა, თუ საჩუქარი მედიცინასთანაა დაკავშირებული, როგორიცაა: წამლები, ვიტამინები, წნევის აპარატი... ეს ავადმყოფობისა და ცუდი განწყობის საწინდარია. გამონაკლისია, თუ თავად მედიცინის მუშაკი აჩუქებს ასეთ რამეს კოლეგას, თანაც სუვენირის სახით, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს თავის დანიშნულებასთან.  
– ხშირია, როცა შეყვარებულს ან მით უმეტეს, ქმარს ქალები ჩარჩოში ჩასმულ სურათს მიართმევენ ხოლმე, საუკეთესო მოგონებებისა თუ სურვილების აღსაძრავად...   
– ფოტო ჩარჩოში – განშორების ნიშანია. არ აჩუქოთ მას არც საკუთრივ თქვენი და არც ორივეს ერთად გადაღებული ფოტო. შეიძლება, ბევრს ასეთი საჩუქარი რომანტიკულად მოეჩვენოს, მაგრამ ეს თქვენს ერთობლივ მომავალზე არ მიანიშნებს. მამაკაცს არც ბეჭედი აჩუქოთ. ეს ეხება ნათესავებსაც, მეგობარსაც და მეუღლესაც. წინაპართა შეგონებებს თუ დავუჯერებთ, კაცმა თვითონ უნდა იყიდოს თავისთვის ბეჭედი. მისთვის ბეჭდის ჩუქება ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში დიდი სკანდალით დაშორდებით ერთმანეთს. ეს ეხება ასევე, საათებსაც. თუ გინდათ, რომ ბრენდული საათი ან ბეჭედი უსახსოვროთ თქვენს რჩეულს, უმჯობესია, ფული მისცეთ, რომ თავად შეიძინოს ეს ნივთები.
– ქალების უმეტესობა იარაღს საუკეთესო საჩუქრად მიიჩნევს, როგორც მებრძოლი სულის, გმირობის, ვაჟკაცობის სიმბოლოს...
– თვითონ მამაკაცისთვის შეიძლება, ცივი იარაღი საუკეთესო საჩუქარია, მაგრამ მინიშნებებს თუ ვერწმუნებით, კარგი არაფერია მისგან მოსალოდნელი – დანა, ხმალი და სხვა ცივი იარაღი უბედურებას მოუტონს თავად საჩუქარის მიმღებს. ამიტომ, ყველასთვის ასეთი პრეზენტის გაკეთება არ შეიძლება – მაშინ მცირე ფულადი საფასური მაინც უნდა გადაიხადოს სიმბოლურად. აკრძალვებში  ისეთი ნივთებიც კი შედის, საერთო რომ არაფერი აქვს ცივ იარაღთან – სუფრის დანა-ჩანგლის ნაკრები, ნემსები, მაკრატელი და მსგავსი ლითონის ნივთები, რითაც დაჭრა-გაჭრა და ჩხვლეტა შეიძლება. ასევე, არ შეიძლება ცხვირსახოცისა და პირსახოცის ჩუქება – ცრემლი იცის. არ გამოდგება საჩუქრად ქსოვილის ხელსაწმენდებიც კი.
– ყვავილები თუ შეიძლება, მამაკაცს მივართვათ?
ეტიკეტის მიხედვით, კი. მაგრამ, ეს არ უნდა გააკეთოს ქალმა, თუ მამაკაცი მასზე უმცროსია – უხერხულია. უცნობ მამაკაცს კი შეიძლება, მიართვათ ყვავილები სცენაზე. ამას გარდა, ყვავილები მიაქვთ იუბილეზეც. ქმარს ან ბოიფრენდს კი, ყვავილები შეიძლება, მიართვათ ნებისმერი საბაბით და ნებისმიერ დღესასწაულზე. ხალხური გადმოცემებით, არ შეიძლება, მამაკაცს აჩუქო ყვავილი ქოთნით. ასევე, მიუღებელია მიხაკები, რადგან ძირითადად, დაკრძალვაზე მიაქვთ და ასეთი თაიგულის მიღება მოსალოდნელ სიკვდილზე მიანიშნებს. ვარდებს თუ მიართმევთ, კარგის ნიშანი იქნება ეკლებდაცლილი, რადგან ეკლით დაკაწვრა ცუდის მომასწავებელია. არ აირჩიოთ ყვითელი ყვავილი – მაგალითად, ნარცისი, ხოლო თუ ადრესატი ქმარია, მოერიდეთ ბორდოსფერსა და წითელს – განქორწინებას მოასწავებს. აკრძალულია ყაყაჩო და გამხმარი ყვავილები.
– ხომ შეიძლება, ცუდი მინიშნება ზოგჯერ შენს სასარგებლოდაც კი შემოაბრუნო?
სრულიად შესაძლებელია. მაგალითად, მამაკაცისთვის წინდების ჩუქება მიღებულია, რადგან ქალთან, რომელმაც წინდები მიუტანა, ის მალე წყვეტს ურთიერთობას. არასდროს აჩუქოთ ქმარს წინდები, მაგრამ თუ საახლობლო წრეში ისეთი ქალი გეგულებათ, ვისთან ურთიერთობაც დისკომფორტს გიქმნით, ურჩიეთ, რომ რომელიმე დღესასწაულზე თქვენს ქმარს წინდები აჩუქოს... თუ თქვენც ვინმე იგივეს გირჩევთ, გაითვალისწინეთ, რომ ამით ოჯახში უსიამოვნებისა და ჩხუბის შემოტანა სურს. ცოლმა არც ქვედა საცვალი არ უნდა აჩუქოს ქმარს, ეს ღალატის მომასწავლებელია. ასეთი საჩუქარი არ გაუკეთოთ არც ქორწილამდე და არც ქორწილის შემდეგ. ქვედა საცვლის ჩუქება შეუძლია მხოლოდ სისხლით ნათესავს. არ არის სასურველი, ასევე, ალკოჰოლური სასმელი მიართვათ. ის შეიძლება, მხოლოდ კოლეგებსა და მეგობრებს მიუტანოთ. ქმარს ასეთი საჩუქარი ალკოჰოლიზმს უქადის. ასეთი პრეზენტი ოფიციალურად მიღებულია უფროსებისა და პარტნიორებისთვის.
– ალბათ, მამაკაცისთვის ყველაზე მისაღები და პრესტიჟული საჩუქარი მაინც ჰალსტუხია?!
ასეა მიჩნეული, მაგრამ გაითავალისწინეთ, ჰალსტუხი „მარყუჟია ყელზე”, რომლითაც შეგიძლიათ, მიიჯაჭვოთ, დაიმორჩილოთ მამაკაცი. მასზე შეიძლება, ძლიერი ჯადოს გაკეთება და ზოგ „მზრუნველ” ქალს სწორედ იმიტომ მიაქვს საჩუქრად ჰალსტუხი, რომ მამაკაცს დამოუკიდებლობისა და საკუთარი აზრის გამოთქმის მცირედი საშუალებაც კი არ დაუტოვოს. ამიტომ, არ გაგიკვირდეთ, თუ თქვენს საჩუქარს არ მიიღებენ და ეს ეხება შარფებსაც. თუ კაცის სიყვარული გინდათ, მოიზიდოთ, აჩუქეთ მას ჰალსტუხი. ასევე, კარგი იდეაა წყვილი ბალიშის ჩუქება ოჯახის კაცისთვის. მას მშვიდობა და ჰარმონია მოაქვს. ბალიშები შეიძლება, აჩუქოთ მარტოხელა მეგობარს თუ ნათესავს, რომ დროზე მოიწყოს პირადი ცხოვრება. ფენ-შუის მიხედვით, კუს ფიგურა თქვენს რჩეულს კარიერაში წინსვლას, სტაბილურობასა და სურვილების ასრულებას ჰპირდება. იგივე დანიშნულება აქვს მაგიდის ჩანჩქერს და მინიატურულ შადრევანსაც. მაგიდის გადასაფარებელი მეგობრობისა და კარგი ურთიერთობების საწინდარია, მაგრამ არა შეყვარებულისთვის. ცოლის ნაჩუქარმა სუფრამ კი, შეიძლება, საქმე განქორწინებამდეც კი მიიყვანოს. არავითარი უსიამოვნება არ ახლავს ნახატს, თუ ინტუიციის მიხედვით სასიამოვნო გამოსახულებას შეარჩევთ. ეს ეხება ზარდახშებსაც, რომელშიც სიმბოლურად მონეტა უნდა ჩადოთ. ცოლს რომ კარგად გაუგოს და მისი დამჯერი გახდეს, მამაკაცს კალამი ან მზის სათვალე უნდა აჩუქოთ... ეს ძირითადი, თორემ ყველაფერს აქ ვერ ჩამოვთვლით, ძალიან შორს წაგვიყვანს. მხოლოდ ერთს დავამატებ, თუ მაინცდამაინც გინდათ, მამაკაცს ის აჩუქოთ, რაც შესაბამისი გადმოცემებით რეკომენდებული არ არის, სიმბოლური თანხა უნდა გამოართვათ, რომ მინიშნებული საფრთხე ორივემ აირიდოთ თავიდან.
скачать dle 11.3