კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№27 საზამთრო – გემრიელი და სასარგებლო

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე


საზამთრო შეიცავს ისეთ სასარგებლო ნივთიერებებს, როგორიცაა: კაროტინი, ფოლიუმის მჟავა, მაგნიუმი, რკინა, კალციუმი, ნატრიუმი, კალიუმი და სხვა მიკროელემენტები, ასევე, C და PP ვიტამინები, B ჯგუფის ვიტამინები, ბუნებრივი შაქრები – ძირითადად, ფრუქტოზა და გლუკოზა. ეს ხილი სასარგებლოა ნაღვლის ბუშტისა და ღვიძლის დაავადებების დროს. საზამთროს წვენი იცავს ღვიძლს დაზიანებისგან – ხელს უწყობს მის დეტოქსიკაციას. მის მიღებას ურჩევენ მაღალი არტერიული წნევის მქონე ადამიანებსაც.
როდესაც საზამთროს წვენს მიირთმევთ, ყველა მინერალი, ვიტამინი და საკვები ნივთიერებები უკვე დაქუცმაცებულია და ამგვარად, თქვენი ორგანიზმი ეფექტურად ითვისებს მათ.
საზამთრო შეიცავს ციტრულინსა და ლიკოპენს, რაც პოზიტიურად მოქმედებს მამაკაცის სასქესო ფუნქციაზე.
საზამთრო არა მხოლოდ ატენიანებს კანს და ავსებს უჯრედებს საჭირო სითხით, არამედ ასუფთავებს თირკმელებს, ნაღვლის ბუშტსა და შარდის ბუშტს.
საზამთროს წვენი მდიდარია ბუნებრივი უძლიერესი ანტიოქსიდანტებით. ის გახლავთ C ვიტამინისა და ბეტა-კაროტინის საბადო. ეს მძლავრი ანტიოქსიდანტები ებრძვის ნაადრევ სიბერეს და უამრავ დაავადებას.
ვარჯიშის შემდეგ კუნთების ტკივილი ნაცნობი უსიამოვნო შეგრძნებაა. საზამთროს წვენი დაგეხმარებათ ამ პრობლემის მოგვარებაში. ნაყოფის 1/3-ით გააკეთეთ წვენი და სვით ნელ-ნელა, მთელი დღის განმავლობაში. ძილის წინ მნიშვნელოვან სხვაობას იგრძნობთ.
საზამთრო შეიცავს ლიკოპინს, რომელიც მძლავრი ანტიოქსიდანტია. როგორც ანტიოქსიდანტების უმეტესობა, ლიკოპინი ძალიან ეფექტური საშუალებაა თავისუფალი რადიკალების მოსაცილებლად, რაც ანთებას იწვევს.
საზამთრო დიდი რაოდენობით ბეტა-კაროტინს შეიცავს, რაც თავიდან აგარიდებთ ვირუსულ დაავადებებებს.
B6 ვიტამინი ძალიან  მნიშვნელოვანია ტვინის დასაბალანსებლად, შფოთვისა და დეპრესიის სიმპტომების შესამცირებლად. გარდა ამისა, ეს ვიტამინი ჰორმონების შესანიშნავი დამარეგულირებელია და ეხმარება ქალებს მენსტრუალური ციკლის დროს.
უმეტესობა საზამთროს სათითაოდ აცლის კურკებს და ქერქს აგდებს. ქერქი აუმჯობესებს სისხლის უჯრედებს, კურკები კი შეიცავს ორგანიზმისთვის საჭირო ამინომჟავებს, რაც იმუნიტეტს აძლიერებს, ხოლო ღვიძლს კარგად ფუნქციონირებაში ეხმარება.
გარეცხეთ, გააშრეთ და შეინახეთ საზამთროს კურკა. როცა დაგჭირდებათ, დაფქვით. ორ სადილის კოვზ დაფქულ თესლს დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი, გააგრილეთ და მიიღეთ ნახევარი ჭიქა დღეში 3-ჯერ.
 საზამთრო ასთმისგანაც გვიცავს. მასში შემავალი ანტიოქსიდანტური ელემენტების საშუალებით ასთმის შეტევების რისკი მნიშვნელოვნად მცირდება.
როგორც ვიცით, საზამთროს 91 პროცენტი წყალია, რაც ნიშნავს, რომ, თუ ზაფხულის ცხელ დღეს საზამთროს მიირთმევთ, ორგანიზმს დეჰიდრატაციისგან იხსნით.
 საზამთრო გულისა და სისხლძარღვებისთვისაც ძალიან სასარგებლოა. ის შეიცავს არგენინსა და ამინომჟავებს, რაც მნიშვნელოვნად ამცირებთ გულის შეტევის რისკს.
 საზამთრო მდიდარია A და C ვიტამინებით და ანტიოქსიდანტებით. ეს ნივთიერებები თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას უშლის ხელს, რაც ნაოჭების გაჩენაზეა პასუხისმგებლები. ამასთან ერთად, საზამთრო ყველა სახის კიბოს პრევენციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.
ის შეიცავს ფოლიუმის მჟავას, რომელიც აუმჯობესებს ტვინის ფუნქციას და სისხლის მიმოქცევას. ასევე, შეიცავს ბოჭკოვანას, რომელიც გამორეცხავს სხეულიდან  ტოქსინებს და არეგულირებს კუჭ-ნაწლავის სისტემის გამართულ მუშაობას.
 საზამთრო სასარგებლოა მხედველობის შენარჩუნებისთვის. ის ხელს უშლის ასაკობრივ დაავადებებს, მაგალითად, კატარაქტას. ბეტა-კაროტინი, რომელსაც ეს ხილი დიდი რაოდენობით შეიცავს, A ვიტამინად გარდაიქმნება. რაც ხელს უწყობს ღამით მხედველობის გაუმჯობესებას. აქედან გამომდინარე, ეს პროდუქტი ღამის სიბრმავესაც აგარიდებთ თავიდან.
ამ გემრიელ და სასარგებლო ნაყოფის პირდაპირი უკუჩვენებები არ არის გამოვლენილი. თუმცა, ექიმები მაინც გვირჩევენ, ზომიერება შევინარჩუნოთ და არ მივირთვათ დღეში 2 კილოგრამზე მეტი. ვისაც ნაღვლის ბუშტი, პიელონეფრიტი, ჰეპატიტი ან მწვავე გლომერულონეფრიტი აწუხებთ, საზამთროს დღიური ნორმა სასურველია, იყოს არაუმეტეს 200-300 გრამი.

რისთვის არის განსაკუთრებით სასარგებლო ნესვი
ნესვი არა მარტო გემრიელი, ძალიან სასარგებლო მცენარეა, რომელიც უამრავი დაავადების დროს მოგცემთ შვებას. ის შეიცავს ძალიან მნიშვნელოვან მიკროელემენტებს, როგორიცაა: თუთია, კალციუმი, დიდი რაოდენობით გლუკოზა და, ასევე, A, B, C და P ჯგუფის ვიტამინები. ყველა ეს სასარგებლო ნივთიერება გახსნილია წყალში, რისგანაც შედგება ნაყოფის 95 პროცენტი.

ნესვში დიდი რაოდენობით არის ნივთიერება, რომელიც ასტიმულირებს სეროტონინის - გუნება-განწყობაზე დადებითად მოქმედი ჰორმონის, გამოყოფას. ამგვარად, ეს ნაყოფი განსაკუთრებით დადებითად მოქმედებს მათზე, ვისაც აწუხებს დეპრესია, სტრესი, უხასიათობა. ნესვი რეკომენდებულია მაშინაც კი, თუ  ცუდ ხასიათზე ხართ და გაქვთ დეპრესია. მას მოიხსენიებენ როგორც „ბედნიერების ჰორმონს“. ამასთან, ნესვი აღიარებულია, როგორც შესანიშნავი იმუნოსტიმულატორი და, შესაბამისად, დაგეხმარებათ ჯანმრთელობის გაძლიერებაში. ნესვი ფოლიუმის მჟავის უნივერსალური წყაროა. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით საჭიროა ქალებისთვის ორსულობისა და კლიმაქტერიულ პერიოდში, ასევე, მათთვის, ვისაც მეხსიერების გაუმჯობესება.
ნესვის შემადგენლობაში არსებული სილიციუმი აძლიერებს იმუნურ სისტემას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ნერვული სისტემისა და შინაგანი ორგანოების კედლების ფორმირებას. ის ძალიან ეფექტურია ანთებითი დაავადებების წინააღმდეგ საბრძოლველად.
ნესვი შეიცავს  ისეთ ნივთიერებას, რომელიც პასუხისმგებელია თმის ხარისხსა და ზრდაზე. ნაყოფი მდიდარია ფერმენტებით და კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის მიერ.
ასევე, ნესვის შემადგენლობაში შედის შემდეგი ვიტამინები – F, C, B1, B2, PP, A, კაროტინი, ფოლიუმისა და ასკორბინის მჟავა, აგრეთვე, მარილები, რკინა, კალიუმისა და  ნატრიუმის ცელულოზია. მას აქვს ნერვული სისტემის დამამშვიდებელი ეფექტი, აძლიერებს იმუნიტეტს და ჰემოგლობინის დონეს სისხლში.
ნესვი დადებითად აისახება მამაკაცის პოტენციაზე. კარგად გამომშრალი და დაფქული ნესვის თესლი მამაკაცის სექსუალურ შესაძლებლობებს აძლიერებს. უმჯობესია, მისი მიღება თაფლთან ერთად და აუცილებლად ზომიერების დაცვით – არა უმეტეს დღეში ორი გრამისა.
ხალხურ მედიცინაში ნესვს სისხლნაკლებობის, უღონობისა და ყაბზობის სამკურნალოდ იყენებენ.
ძალიან მაღალია ნესვის შაქრის შემცველობა. რბილობი მდიდარია რკინით, ის მასში 17-ჯერ  უფრო მეტია, ვიდრე რძეში. სწორედ ამიტომ, ნესვი ძალიან სასარგებლო სისხლმბადია და რეკომენდებულია  ანემიის დროს.
ნესვში შემავალი ნივთიერებები აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას. აქვს შარდმდენი და ანტიტოქსიკური თვისებები. რეკომენდებულია ღვიძლისა და შარდ-კენჭოვანი დაავადებების დროს. გარდა ამისა, ნესვი სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის პრობლემებისას, ამაღლებს იმუნიტეტსა და ჰემოგლობინს.
სასარგებლოა ნესვის ჩირიც. ნაყოფის მსგავსად, ჩირიც ორგანიზმის მატონიზებელი და გამწმენდი საშუალებაა.
როგორც ყველაფერს, ნესვსაც აქვს უკუჩვენებები და მათ თავიდან ასარიდებლად, ნესვის მოხმარება მინიმუმამდე უნდა შეამცირონ დიაბეტით  დაავადებულებმა, ან ზედმეტწონიანებმა. ჯანმრთელობას შეიძლება, ზიანი მიაყენოს ნესვის შემადგენლობაში შემავალმა დიდი რაოდენობით შაქარმა. თუმცა, მისი ზედმეტი რაოდენობით ჭამა არც ჯანმრთელებისთვისაა რეკომენდებული, რადგან ნესვს შეუძლია დიარეისა და მეტეორიზმის პროვოცირება.




როგორ მოვუაროთ ღრძილებს

პირის ღრუს სიჯანსაღისთვის, სისუფთავის დაცვასთან ერთად, მნიშვნელოვანია ღრძილებზე მასაჟის გაკეთება. ამისთვის, ღრძილებზე წაისვით კბილის პასტა და შეიზილეთ ცერა თითით. შეასრულეთ წრიული მოძრაობები 5 წუთის განმავლობაში. კარგი იქნება, თუ ამ პროცედურას დღეში ერთხელ მაინც მიმართავთ. მასაჟი შეგიძლიათ, გაიკეთოთ ახალი ჯაგრისითაც. მაგრამ მანამდე ჯაგრისი ცხელ წყალში უნდა ჩაყოთ დასარბილებლად. შეასრულეთ მოძრაობები ზემოდან ქვემოთ და მარჯვნიდან მარცხნივ. ჯაგრისი ხშირად დაასველეთ ცხელი წყლით, რათა ღრძილები არ დაიზიანოთ. ეს პროცედურა, დაახლოებით ხუთი წუთი უნდა გრძელდებოდეს. ბოლოს პირში გამოივლეთ გვირილის ფოთლების ნაყენი.
ასევე, შეგიძლიათ, ძალიან მარტივად, გამოიყენოთ ლიმონის წვენი, რომელსაც წყალში ჩაწურავთ. ჯანსაღი ღრძილებისთვის კარგია მიხაკიც. მათ სამკურნალოდ შეგიძლიათ, უბრალოდ, დაღეჭოთ გამხმარი მიხაკი. ის ამცირებს ანთებით პროცესებს.
ღრძილების სიჯანსაღისთვის ძალიან კარგი საშუალებაა ასკილის ნაყენი, რომელიც შემდეგნაირად უნდა მოამზადოთ: ერთი სადილის კოვზი ასკილი ჩაყარეთ 1 ჩაის ჭიქა წყალში, ადუღეთ დახურულ მომინანქრებულ ჭურჭელში 10 წუთი, შემდეგ დააყენეთ  12 საათი. მიიღეთ ნახევარი ჭიქის ოდენობით სამი-ოთხჯერ დღეში, ჭამამდე. გემოს გასაუმჯობესებლად შეიძლება, დავუმატოთ თაფლი ან შაქარი.
ღრძილების მოვლის არაჩვეულებრივი საშუალებაა სოდა, რომელიც ყველა ოჯახში ინახება. საკვები სოდისა და წყლის ფაფისებრ ნარევს დაუმატეთ ცოტა ზეითუნის ზეთი. წაისვით ღრძილებზე და გაიჩერეთ ორი წუთით. პროცედურა გაიმეორეთ კვირაში 2-3-ჯერ.
ნაძვი, ფიჭვი, სოჭი, კედარი – წიწვის წყლიან ნახარშს ხმარობენ დასალევად და პირში გამოსავლელად. 4 ჭიქა დაჭრილ წიწვებს დაასხით 3 ჭიქა ადუღებული წყალი, შეამჟავეთ 4 ჩაის კოვზი ძმრით და დადგით 3 დღე ბნელ ადგილას. მიიღეთ ნახევარი ჭიქა 4-ჯერ დღეში.
კურკუმა არაჩვეულებრივი საშუალებაა ძალიან ბევრი პათოლოგიის სამკურნალოდ. ის ასევე, ძალიან ეფექტურია ღრძილების მკურნალობის პროცესშიც. კურკუმა ებრძვის მიკრობებს და ანთებით პროცესებს. აურიეთ დაფქული კურკუმა და წყალი ფაფისებრი მასის მიღებამდე და გამოიხეხეთ კბილები ამ ნარევით.
ზეითუნის ზეთი ანტიოქსიდანტების ნაკრებია, რაც ძალიან სასარგებლოა სისხლმდენი ღრძილებისთვის. ის ამცირებს ბაქტერიების რაოდენობასაც. გამოივლეთ ერთი სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი პირში. გაიჩერეთ რამდენიმე წამი და შემდეგ გადმოღვარეთ.скачать dle 11.3