კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№27 ბრძოლა სიცოცხლისათვის


ფრთხილად იყავი, არ წამოეგო ილუზიაზე, რომელსაც უწოდებენ „სიცოცხლისთვის ბრძოლას“. ამ სიტყვებს აზრი აქვს იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნავს შემდეგს: „ბრ ძოლა ღმერთისთვის“, სხვაგვარად – უაზრობაა. იმისთვის, ვინც თავისი ცხოვრება ღმერთში იპოვა, არ არსებობს არანაირი „ბრძოლა სიცოცხლისთვის“.
ღმერთი არანაირ ბრძოლას არავისთან არ აწარმოებს. თვით ღმერთის მყოფობა – უკვე გამარჯვებაა.
ბრძოლა სიცოცხლისთვის, საყოველთაოდ მიღებული აზრით, აღნიშნავს ბრძოლას სხეულის უფრო ხანგრძლივი ცხოვრებისთვის, დედამიწაზე. შესაბამისად, ეს არ არის ბრძოლა სიცოცხლისთვის, არამედ – ბრძოლა სხეულისთვის.
ამ დევიზის ილუზია იმაში ჩანს, მათ ვინც არაფერი იცოდა ამის შესახებ და არ ქმნიდა თავისი სხეულისგან კულტს, იცხოვრა უფრო დიდხანს და ბედნიერად, ვიდრე ამ დევიზის მიმდევრებმა.
სიცოცხლე ადამიანს ეძლევა ცხოვრების განმგებლის ნებით.
წარმოიდგინე, რომ კარაქით სავსე ქოთნები ერთმანეთში ჩხუბობენ იმისთვის, თუ რომელი უნდა დარჩეს და რომელი გატყდეს. რას მოიმოქმედებს მექოთნე? ის გადმოასხამს ამ ქოთნებიდან კარაქს, რომელიც ქოთნებზე უფრო ძვირია, მერე, რაღაც დროის განმავლობაში, დააკვირდება ქოთნებს შორის ამ გასართობ კინკლაობას და ბოლოს, ყველას დაამტვრევს და ახალ ქოთნებს გააკეთებს.
ღმერთი იმას, ვინც არ ფიქრობს ღმერთზე, როგორც ცხოვრების წყაროზე და იბრძვის სიცოცხლის გასახანგრძლივებლად, ართმევს თავის ცხოვრებასა და სულს და უტოვებს ცარიელ ქოთნებს.

ღმერთის სახელით
რასაც ღმერთისთვის დაკარგავ, შეინარჩუნებ; რასაც შენთვის შეინახავ, დაკარგავ.
რასაც ღმერთის სახელით გასცემ, ასწილად დაგიბრუნდება; რასაც შენი დიდებისა და პატივმოყვარეობისთვის გაიღებ, დაგეკარგება.
რასაც ადამიანებისგან ღმერთის სახელით მიიღებ, სიხარულს მოგიტანს; რასაც ადამიანებისგან კუთვნილი ჯილდოს სახით მიიღებ, საზრუნავს შეგძენს.

საკუთარი თავის ფლობა
ვისაც არ შესწევს უნარი დაეუფლოს საკუთარ გულს, კიდევ უფრო ნაკლებად დაეუფლება საკუთარ ენას.
ვინც გულში სიმშვიდეს ვერ იცავს, ვერც სახელმწიფოში შეძლებს მის დაცვას.
ვინც ვერ თანაუგრძნობს სხვას მწუხარებაში, კიდევ უფრო ნაკლებად შეძლებს გაიზიაროს სხვისი სიხარული.

დისტანცია
ყველაფერში დაიცავი დისტანცია, სული კი ღმერთს მიუახლოვე.
თუ ცეცხლზე წყალს დაასხამ, არც ცეცხლი გექნება და არც წყალი.
თუ სხვისას მოისურვებ, მაშინ საკუთარს შეიძულებ და ერთსაც დაკარგავ და მეორესაც.
თუ მოახლეს მიეახლები როგორც ცოლს, მაშინ არც ცოლი გეყოლება და არც მოახლე.
თუ ხშირად სვამ სხვისი ჯანმრთელობის სადღეგრძელოს, მაშინ საკუთარს დაკარგავ.
თუ მუდმივად სხვის ფულს ითვლი, მაშინ სულ უფრო ნაკლები გექნება საკუთარი.
თუ მუდმივად სხვის ცოდვებს ითვლი, მაშინ საკუთარ ცოდვებს გაამრავლებ.
თუ მელიას მისდევ და დაეწევი – მამალს დაიბრუნებ; ხოლო თუ დათვს მისდევ და დაეწევი, მაშინ ვერც მამალს დაიბრუნებ და საკუთარ თავსაც დაიღუპავ.

სათნოების ხელისშემშლელი
ბევრს ეჩვენება, რომ სხვა ადგილზე რომ ყოფილიყო, უფრო ღვთისათნოდ იცხოვრებდა.
მდიდარს ეჩვენება, რომ სათნოებებში სიმდიდრე უშლის ხელს; ღარიბს ჰგონია – სიღარიბე; მეცნიერს – მეცნიერება, უმეცარს – უვიცობა, ავადმყოფს – ავადმყოფობა, მოხუცებულს – სიბერე, ჭაბუკს – ახალგაზრდობა.
ეს მხოლოდ თავის მოტყუება და საკუთარი სულიერი დამარცხების აღიარებაა. წარმოიდგინეთ, ცუდ მხედარს თავი რომ ემართლებინა: ამ ადგილზე მე დამამარცხებენ, მომეცით სხვა ადგილი და მამაცი გავხდებიო. ნამდვილი მხედარი ყოველთვის მამაცია – გინდ გაიმარჯვოს, გინდ დაამარცხონ.
წმიდა მეფე ლაზარეს რომ ბრძოლის ველი მიეტოვებინა, დამარცხებულად ჩაითვლებოდა, რომ დარჩა, ბოლომდე გაუძლო და გაიმარჯვა.
ადამმა რწმენა სამოთხეში დაკარგა, იობმა რწმენა ჩირქებსა და წყლულებში განიმტკიცა. წინასწარმეტყველ ელიას ერთხელაც არ უთქვამს: შიმშილი მიშლის ხელს ღმერთის მორჩილებაში! და არც მეფე დავითს უთქვამს: გვირგვინი უშლის ხელს ჩემს მორჩილებასო.скачать dle 11.3