კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№26 რატომ დაიხია ევროკავშირმა უკან საქართველოში ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონების საკითხში

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე


  საკონსტიტუციო ცვლილებები ჯერ პარლამენტს არ განუხილავს, მაგრამ ვენეციის კომისიამ თავისი დასკვნა უკვე გაგვანდო და, ძირითადად, მოგვიწონა, სულ წინ და წინ მიდიხართო, ხოლო ჯანი ბუკიკიომ არ დაგვიმალა, რომ, რაკი მივხვდით, ერთნაირსქესიანთა ქორწინებას ასე იოლად ვერ მოგაწონებთ, ჯანდაბას, ჩაწერეთ კონსტიტუციაში, რომ ქორწინება ქალისა და მამაკაცის კავშირია. ოღონდ ისეთი ფორმულირებით, რომ ერთნაირსქესიანთა პარტნიორობას არ გამორიცხავდესო, მაგრამ, ვინაიდან ქორწინება ქორწინებაა, პარტნიორობა კი პარტნიორობა და არცერთი არ გამორიცხავს ერთი მეორეს, ვფიქრობ, ჩვენს კონსტიტუციას, ამ მხრივ, თავი ქუდში, ანუ უღელში აქვს. მეორე მხრივ, ისიც ფაქტია, რომ ჩვენს ქვეყანაში, განსაკუთრებით, როსტომ-ხანის პერიოდში მამაკაცები ისეთი ჟინით ყვარობდნენ ერთმანეთს, თანამედროვე დასავლელებს არც დაესიზმრებათ. რაც მთავარია, თუ გავიხსენებთ, რომ საქართველო კავკასიის ცენტრი და მორალურ-პოლიტიკური ლიდერია, თუმცა იმიჯი გვარიანად შეერყა ბოლოდროინდელი წაგებებისა და ტერიტორიების დაკარგვის ფონზე, წესით, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს უნდა ესმოდეთ (თუ ვინმე ჩვენი მხრიდან აუხსნის), რომ საქართველოს რეგიონში პირველობის შესანარჩუნებლად, ერთნაირსქესიანთა დაქორწინების საკითხის წინ წამოწევა ხელს შეუშლის, რეგიონის კონტექსტიდან გამომდინარე (რადგან ჯერჯერობით ჩვენი კავკასიელი მეზობლები ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართულ აქციას ვერ ასხვავებენ გეიაღლუმისგან). აკაკი ასათიანთან ერთად ვიმსჯელებთ საკითხზე, თუ რატომ დაიხია უკან დასავლეთმა ერთნაირსქესიანთა დაქორწინების დავალდებულების თემაზე.

– ამ ბოლო დროს კავკასიაში დაგვიმკვიდრდა მოსაზრება, რომ ქართველები მხდალები არიან და ყველა ომიდან გამორბიან, ამას ახლა დაემატა ახალი დამაკნინებელი თიკუნი, ეთნიკური მოსაზრების გამო არ ვიტყვი საჯაროდ, რაც, უკავშირდება „ედ ჯი ბი თი“ თემას. რატომ აგვინთო ჯანი ბუკიკიომ მწვანე შუქი, ისინიც მიხვდნენ, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონება შეიძლება, უარყოფითად აისახოს საქართველოს კავკასიურ იმიჯზე?
– როგორც ჩანს, მაინც ანგარიში გაუწიეს რაღაცას, იმიტომ რომ, მართლაც ლიდერები ვართ კავკასიაში და მათ როგორც წარმოუდგენიათ ლიდერობა, ბარემ დემოკრატიის ლიდერებიც იყავით ბოლომდეო. ამიტომ ახლა ეს საკითხი გადაიქცა საჯილდაო ქვად, არადა შიგნით, ევროპაშია ათიოდე ქვეყანა მაინც, რომლებსაც არ აქვთ დაკანონებული ერთნაირსქესიანთა ქორწინება და ლამისაა მათი დაჭერა მოითხოვონ. მაგალითად, პოლონეთი. ბუკიკიო ხშირად ჩამოდის, დიდ პატივისცემაში ჰყავდათ „ნაციონალებს“ ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით და რაღაც დონეზე იცნობს ამ ქვეყანას და რადგან ბოლომდე არ გამოვიდა, იფიქრეს, მინიმალური ანგარიში გაგვიწიონ და იმაზეც მადლობა ვუთხრათ, რომ მთლად არ შემოიხიეს ტანზე.
– თუმცა შეეძლოთ, გაჯიქებულიყვნენ.
– შეეძლოთ, მაგრამ ისე მიდის საქმე, რომ ჩვენ მათ ვჭირდებით. ჩვენ მართლაც ამ რეგიონის ლიდერები ვართ. ორჯერ იყო გაერთიანებული მთელი კავკასია: ერთხელ ჩვენ შევძელით მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნეებში და მეორედ –  რუსეთის იმპერიამ. თან, ჩვენი იმპერია კონფედერაციული იყო და ყველა იმ ხალხის ცნობიერებაში მაშინ იყო მათი აყვავების ხანა და ეს დიდხანს გამოჰყვათ. ასეთი რამეები მეხსიერებაში ილექება. ამ ხალხების ფოლკლორში თამარი მითიური გმირია. რა თქმა უნდა, ჩვენ რეგიონის გეოგრაფიული ცენტრიც ვართ და პოლიტიკურიც, იმიტომ რომ, მაგალითად, კონფერენციას ვერ მოაწყობ ბაქოში – იქ სომეხი არ ჩავა და ვერც ერევანში – იქ აზერბაიჯანელი არ ჩავა, აქ კი ჩამოდის ორივე და ამიტომ, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციებს სამხრეთკავკასიელების თავშეყრა უნდათ, საამისო ერთადერთი ადგილი თბილისია. ამიტომ არის, რომ რეგიონული ფილიალების ათასნაირი ჯურიც აქ იყრის თავს. აზერბაიჯანში მარტო ნავთობია, სომხეთს რუსეთის იარაღის საკეტები აქვს, მათი ლობისტებიც თავს არ იკლავენ, სანამ სომხეთი რუსეთს ჰყავს ჩაბღუჯული. ევრაზისტების გასაგონად ვამბობ, ნახონ, რა ხდება სომხეთში.
– ყველაზე ნათელი მაგალითია, განვითარების როგორ დონეზეა რუსეთის მოკავშირე ქვეყანა როგორც საბაჟო, ისე ევრაზიულ კავშირში.
– ორი საათის გზაა და ჩავიდეთ, ვნახოთ, რა ხდება. ჩვენ ნელი ტემპით, მაგრამ მაინც წინ მივიწევთ ცივილიზებული სამყაროსკენ. ვიყავით კიდეც მისი ნაწილი, მაგრამ რაღაც პერიოდით მოგვწყვიტეს ისევ ჩვენი თანამემამულეების წყალობით, საბჭოთა 70 წელს ვგულისხმობ. ახალგაზრდობაში ვბრაზობდი ხოლმე, როდესაც ევროპელი მოგზაურების ჩანაწერებს ვკითხულობდი, თან გვაქებდნენ, მამაცები, ლამაზები და გულითადები არიანო… ერთი წერს, შაჰ-აბასის მერე, კახეთში ქოხი არ იდგა მიწის ზემოთო, ხალხი მშიერი და შიშველ-ტიტველი დადიოდაო და რომ ვკითხე, რის გამო გააკეთეთ ეს-მეთქი, ქრისტეს რჯულისთვისო და მერე, თქვენ რაო, მიპასუხეს, მთელმა დედამიწამ რომ დაანებოს თავი, ჩვენ მაინც ქრისტეს რჯულის ერთგულები დავრჩებითო. საბჭოთა პერიოდში ეს თითო-ოროლა ქართველოლოგმა თუ იცოდა, მაგრამ დღეს დასავლეთი უკვე უბრუნდება იმ ცნობიერებას, რაც იცოდნენ ჯვაროსნებმა –  საქართველო არის ჩვენი ბურჯი აღმოსავლეთშიო.
– ბიზანტიელებიც ასე წერდნენ, თურმე, კავკასიაში ყველაზე კარგი ქრისტიანები ქართველები არიანო. დაახლოებით, ისე, დღეს რომ ამბობენ, ყველაზე კარგი დემოკრატები ქართველები არიანო. არადა, შუაში ათი-თხუთმეტი საუკუნეა.
– ქართველები პროგრესისკენ მიდრეკილი ხალხია, ვისაც უნდა ეწყინოს. და ჩვენს იდენტობას რომ ვიცავდით, ამით მარტო იდენტობას არ ვიცავდით. თანდათანობით ამას იგებს დასავლეთიც. ამდენი ზარალი ვნახეთ დასავლური ორიენტაციის გამო და მაინც მათკენ ვართ. დონალდ რეიფილდმა დაწერა „საქართველოს ისტორია“ – თარიღების პრობლემაა, თორემ ხედვა აბსოლუტურად სწორია, ხანდახან კრიტიკულიც, მაგრამ ობიექტური. ჩვენ ვართ პლაცდარმი თუ, გნებავთ, ბასტიონი. ეს იმდენად მნიშვნელოვანი ადგილია, თუ ჩვენზე აიღებს ხელს დასავლეთი, ჩათვალეთ, რომ ხელი აუღია, საერთოდ, ახლო აღმოსავლეთზე გავლენისგან. ისრაელი აღარ ჰყოფნის ამ საქმეს, თურქები აირივნენ, თუმცა არც ჰქონდათ ბოლომდე მათი იმედი. რუსი სულ გაგიჟდა და ამიტომ ფიქრობენ, რომ მინიმალური ანგარიში უნდა გაგვიწიონ. ჩვენ არ ვაფასებთ საკუთარ თავს, თორემ, მაგალითად, ერთადერთ ხალხს მიიჩნევდნენ ადამიანებად მონღოლები და ესენი იყვნენ ქართველებიო. ჩვენ ვტირით მონღოლობას, მაგრამ სხვებს რას უქნეს, რომ ნახოთ, გული გაგისკდებათ.
– რუსებზე გენეტიკური გავლენა მოახდინა, ჩვენ როგორ გადავრჩით, არც კი ვიცით.
რუსებს არათუ ჰაბიტუსი, მენტალობა შეუცვალეს. რომ ნახოთ მონღოლობამდე, ერთმანეთში ომობდნენ, არავის იპყრობდნენ. ერთი გულღია და კარგი ხალხი იყო რუსებისა თუ, გნებავთ, უკრაინელების წინაპრები. მონღოლების შემდეგ ჩამოღამდნენ და ჩაშავდნენ. მას მერე ფიქრობენ, რომ სხვებს უნდა დაადგან იქით უღელი. ამან დაამახინჯა ეს ხალხი. შეადარეთ ბელორუსებს, რომლებსაც არ მისწვდა მონღოლობა: საოცარი ხალხია, წესიერი, თვინიერი, ზრდილი, თეთრი რუსები არიან, ანუ ის რუსები, რომლებამდეც მონღოლი არ მივიდა. თუმცა აღმოსავლეთი ჩვენზე, დადებითთან ერთად, ძალიან ცუდ გავლენას ახდენდა. მათ შორის, როსტომის პერიოდსაც ვგულისხმობ.
– დღეს ამბობენ, ამაზე უარესი რა უნდა მოხდესო, არადა ამაზე უარესი იმდენჯერ მომხდარა, ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.
– ბოლო ხანს გაოგნებული ვარ, ისეთ სრულ უმეცრებას ვაწყდები. აი, თუნდაც, საკონსტიტუციო მონარქიასთან დაკავშირებით. ნეტავ, თუ გაუგიათ დიდი ბრიტანეთის, იაპონიის ან ჰოლანდიის შესახებ?!
– სიბნელეა საკონსტიტუციო მონარქიაო, ანუ იაპონელები და ბრიტანელები ძალიან ბნელები ყოფილან.
– ამას ამბობს ხალხი, რომლებისთვისაც სინათლე იყო სააკაშვილი. ამ მთავრობას ის უნდა უსაყვედურო, რომ შექმნილ ვითარებას არ იყენებს სათანადოდ, უნდა მოხსნას, თუნდაც, შიდა პრობლემები: პრეზიდენტს როგორ ავირჩევთ, ბარიერი როგორი იქნება… ეს არის უმარტივესად დასალაგებელი საკითხები, თან ფულიც არ ჯდება, მაგრამ, ეტყობა, სხვა საქმე არ აქვთ ან პოლიტიკური მაზოხისტები არიან და სრულიად გაუგებარ პრობლემებს უქმნიან თავიანთ თავს. მიხედე ეკონომიკას, თორემ დანარჩენი ისე ლაგდება, ჩვენ შეგვიძლია, სულ არ გავტოკდეთ. სანამ უკრაინას ყირიმი არ მოაკბიჩა რუსეთმა, დასავლეთი მშვიდად იყო, მაგრამ აი, წამოწოლილებს, ძილის წინ რომ სროლის ხმა შემოესმათ, ჩვენგან სროლა არ ისმოდა, იფიქრეს, მეტისმეტი უქნია რუსეთსო. და ჩვენც გავახსენდით, მიხვდნენ, რომ ჩვენით დაიწყო ის ამბავი. ამდენად, ბუკიკიოს ნათქვამი ერთგვარი ჟესტია, იქ ადამიანები, მართალია, თვითონ იღებენ გადაწყვეტილებებს და ესაა დასავლეთის ძალა, მაგრამ იმავდროულად, საერთო ცნობიერება აქვთ და ესაა დასავლეთის პლუსი. ფასეულობათა სისტემა იქ ერთნაირი აქვს ინტელექტუალსაც, დამლაგებელსაც. მახსოვს, შტატებში ვიყავით 1991 წელს. ავტომობილით წავედით ნიუ-იორკიდან ვაშინგტონში და ბენზინს რომ ვასხამდით, ჩვენთან რომ „ზაპრავშიკს“ უწოდებენ, იმან იკითხა, ვინ არიანო. ლაპარაკით ვერ მიხვდა ჩვენს ეროვნებას. ჩემი დამტვრეული ინგლისურით ვუთხარი, ჩვენთან ხომ ჩამოხვალთ-მეთქი. დემოკრატიას რომ დაამყარებთ, მერეო. ეს მითხრა მულატმა „ზაპრავშიკმა“. ის შეიძლება, ბევრი რამით უკმაყოფილო იყოს, მაგრამ იცის, რომ თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრობს. ფილმებშიც იმეორებენ, ეს თავისუფალი ქვეყანააო. მაფიოზებიც კი ამას ამბობენ. თუ ჩვენ სწორად დავალაგებთ ქვეყანას: კარგი მუზეუმებით, კარგი ქცევით, კარგი ინფრასტრუქტურით, მოიმატებს ასეთი ხალხი. ჩვენ არაფერი გვაქვს იტალიასა და საფრანგეთზე მეტი, თუმცა ტერიტორიასთან შედარებით მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული ვართ: არსადაა ამდენი ძეგლი და ასეთი მრავალფეროვნება ბუნების ასეთ მცირე ტერიტორიაზე. რაც უნდა ვბრაზობდეთ ერთმანეთზე, ზოგან იმას იწუნებენ, რომ პირქუში ხალხია, ზოგან ტლუ ხალხიაო, ზოგან ჭრელი წინდები აცვიათო, ზოგან ბევრი ოქროს კბილი აქვთო,  აქ კი მიიჩნევენ, რომ კარგად არიან და რაც მთავარია, კარგად არიან დასავლელებიც და აღმოსავლელებიც. ირანელიც შესანიშნავად გრძნობს თავს და პოლონელიც. ასე, ნელ-ნელა მივალთ იქ, სადაც ვიყავით, ოღონდ, სამწუხაროდ, ეს ჯერჯერობით ინერციით ხდება. მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს, ბოლოს და ბოლოს, გახდება სახელმწიფო პოლიტიკა.
– ასეთი მნიშვნელოვანი რატომაა ერთნაირსქესიანთა ქორწინების თემა, ცეცხლი უკიდია მთელ აღმოსავლეთს? დემოკრატიასავითაა, იმ „ზაპრავშიკმა“ რომ თქვა?
– და ინგლისში რომ ზედიზედ მეოთხე ტერაქტია?! „ლიდერშიფის“ მნიშვნელოვანი კრიზისია დასავლეთში. კრიზისი გამოიხატება იმით, რომ არასწორი ორიენტირებია, ვერ ხედავენ, რა არის მთავარი და რა –  ნაკლებად. ტრამპზე ყველა იცინის, მაგრამ ექსცენტრული ტიპები, როგორც წესი, ყველაზე კარგად გრძნობენ ხოლმე ეპოქის გამოწვევებს შორის რომელია მთავარი. ვიღაცეები დაინტერესებულები არიან, რომ, რაც შეიძლება შორს წავიდეთ ამ საკითხში, მე კი მგონია, შორს უნდა წავიდეთ დემოკრატიის, დამოუკიდებლობისა და საკუთარი ტრადიციების დამკვიდრებაში და ასეც იქნება. ამას ვერაფერი დაუდგება წინ.
– კავკასიელების ჩვენდამი დამოკიდებულებაზე ეს მომენტი იქონიებდა უარყოფით გავლენას? ისინი ჰომოფობიის წინააღდეგ მიმართულ აქციას ვერ ასხვავებენ ან არ ასხვავებენ გეიაღლუმისგან?
– მათ თვალში ავტორიტეტის დარდი არ მაქვს, ჩვენთვის შიგნით იქნებოდა სირცხვილი. კავკასიელებმა ჯერ მინიმალურად ცივილიზებული ცხოვრება ისწავლონ და მერე ვილაპარაკოთ. ამიტომ ჯობია, ცოტა ხანს იყვნენ იქ, სადაც არიან, ეგებ რუსიც შეიცვალოს. რუსეთში თაობები იზრდება, მიდი-მოდიან, მსოფლიოს ნახულობენ. ჩვენ რომ აწყობილი ქვეყანა გვექნება, მერე ჩრდილო კავკასიელები აქ მიიღებენ განათლებას და როგორც თავის დროზე არნოლდ  ჩიქობავა უზრდიდა მათ კადრებს, ისე იქნება მომავალშიც. ასე რომ, მიხედონ თავიანთ თავს. ისინი მასობრივად არიან საზრიანები: ყრუ აულიდან მოსული ადამიანი უცებ ერკვევა რაღაცაში, მაგრამ ერუდიცია, ინტელექტალური ცხოვრება ნაკლებად იგრძნობა.
– რუსეთი არ უზრუნველყოფს ამ რეგიონის განათლების დონეს?
– ჭკუა რომ ჰქონდეთ, უნდა უზრუნველყოფდნენ, მაგრამ რუსები თავიანთ ინტელექტუალებს არ აგდებენ არაფრად. არადა მათ ჰყავთ ერთ-ერთი საუკეთესო ინტელექტუალური ელიტა. ოღონდ არსადაა ისეთი უპატივცემულო დამოკიდებულება ინტელექტუალებისადმი, როგორიც არის რუსეთში. ბავშვი ვიყავი, როდესაც პირველად გავიგონე რუსეთში, ერთმა მეორეს რომ დამცირების ნიშნად დაუძახა: ინტელიგენტოო. ეს ამხანაგი ბოლშევიკების დამსახურებაა. მათ დაღი ჩვენც დაგვასვეს, მეგონა, სწრაფად დავძლევდით, მაგრამ გვიჭირს.
скачать dle 11.3